თავის მოვლა
ნატურალური, გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი ბოტოქისის ეფექტით
ეს ნატურალური, ანტიასაკობრივი საშუალება თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, ძალიან სწრაფ შედეგს მოგცემთ.
ამ ნატურალურ გაამახალგაზრდავებელ ნიღაბში მნიშვნელოვან როლს კაკაო თამაშობს. კაკაო 320-ზე მეტ სხვადასხვა ანტიოქსიდანტს შეიცავს (არცერთი სხვა ნატურალური პროდუქტი მას ასეთი რაოდენობით არ შეიცავს).
ანტიოქსიდანტები წარმატებით ებრძვიან ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს, შედეგად გვიცავენ ვირუსული და ბაქტერიალური ინფექციებისგან.
ეს მკვებავი ნივთიერება და ფერმენტები დაგეხმარებათ აღადგინოთ თქვენი ორგანიზმის დაზიანებული ქსოვილები. ასევე აკავებენ და აჩერებენ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას, რომლებიც მჟავიანობის ინიცირებას ახდენენ, ეს პროცესი ჟანგბადს აზიანებს, რამაც შესაძლოა უჯრედების უფუნქციობამდე მიგვიყვანოს.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ კაკაო და შავი შოკოლადი უფრო მეტ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, პოლიფენოლსა და ფლავონოიდებს შეიცავენ ვიდრე სხვა, ნებისმიერი დატესტილი პროდუქტი, მათ შორის თუნდაც მოცვი. ამიტომ ეს ანტიასაკობრივი ნიღაბი – ძალიან ეფექტურია!
კაკაოს ანტიოქსიდანტების წყალობით, ეს ნიღაბი ადრეულ დაბერებას უშლის ხელს და კანს ბრწყინვალებას მატებს. თუ გსურთ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ და არ გქონდეთ ბოტოქსის გაკეთების საჭიროება, აუცილებლად გამოიყენეთ ეს ნიღაბი.
თაფლი მოქმედებს როგორც, კანის ნატურალური ცხიმის დამცავი. მისი მოხმარების შედეგად, კანი უფრო გლუვი და მკვრივი ხდება.
უმი თაფლი (იგულისხმება არაპასტერიზებული თაფლი) გასაოცარია თავისი ანტიბაქტერიული თვისებებითა და ანტიოქსიდანტებით. თუ კანის მოვლის ეფექტურ აშუალებას ეძებთ, მაშინ თაფლი დაგეხმარებათ.
გამონაყარი, აკნე: თაფლი ანტიბაქტერიულია, ამიტომ ის აკნეს დროსაც დაგეხმარებათ.
დაბერება: ის ანელებს დაბერების პროცესს. ის იმპულსს აძლევს კანის ფერსაც, აწყნარებს და ატენიანებს მას, შესაბამისად კანი მბზინვარეც ხდება.
ფორები: ხსნის ფორებს და აიოლებს მათ გაწმენდას.
დარიჩინი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ასევე უნიკალურ ეთერზეთსაც, რომელიც ეფექტურია ნატურალურ ტონიკად გამოყენებისთვის. ის ინდონეზიაში, ინდოეთში, შრილანკაზე და ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში იზრდება. ხალხი მას სხვადასხვა სამედიცინო მიზნებით იყენებს, მათ შორის კანის დაავადებების დროსაც. მას სხვადასხვა სახით იყენებენ – ფხვნილის,ზეთის და ა.შ.
დარიჩინს ეგზემის და აკნეს დროსაც იყენებენ, ის არის ანტისეპტიკი და ამცირებს დაბერების ნიშნებს.
დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი ავოკადოსა და ვაშლის პიურე
- 3 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი
- 2 ჩაის კოვზი ნატურალური არაპასტერიზებული თაფლი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
აურიეთ ინგრედიენტები და დაიდეთ მიღებული მასა სახეზე.
დაიტოვეთ ნიღაბი 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. იმისთვის, რომ ნიღაბი ეფექტური იყოს ის კვირაში ორჯერ უნდა გამოიყენოთ.