სხვა
როგორ დავამზადოთ სასუქი ყავის ნალექისგან
ბევრისთვის იდეალური დილა – გაღვიძებისთანავე, ცხელი ესპრესოს გარეშე წარმოუდგენელია. ყავას, ქალები სილამაზისთვის უკვე ბევრი წელია იყენებენ, მიკროელემენტები რომელსაც ის შეიცავს – კანის მდგომარეობას აუმჯობესებენ, განსაკუთრებით თუ ყავის სკრაბს რეგულარულად იკეთებენ.
ყავას დადებითი ზეგავლენა მცენარეებზეც აქვს, შესაბამისად, შეგვიძლია ის სასუქადაც გამოვიყენოთ.
ყავის ნალექი
ყავის ნალექი სასუქად მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ მას შაქრის გარეშე მოამზადებთ. ის შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, აზოტს და კალცს. შესაძლოა სრულფასოვანი სასუქი ვერ ვუწოდოთ, მაგრამ, გასანოყიერებლად მაინც გამოგვადგება. ყავა აფრთხობს ჭიანჭველებს, ბუზებს და ლოქორებს (ლოკოკინის სახეობა).
მისი უდავო პლიუსი არის ის, რომ აფხვიერებს მიწას და ხდება მისი ჟანგბადით გაჯერება, შესაბამისად მიწაშიც სარეველა ძნელად იზრდება.
ყავის ნალექი უნდა გავაშროთ, სველ მდგომარეობაში მოხმარებისას დაობდება!
როგორ გავანოყიეროთ ნიადაგი ყავის ნალექით
1. პატარა სიღრმეზე ჩაუმატეთ ნიადაგს ყავის ნალექი, რათა გრუნტი არ გამოშრეს ზედმეტი ყავისგან.
2. მოაყარეთ ყავის ნალექი მიწას მცენარის გარშემო და მორწყეთ წყლით.
3. ჩაყარეთ ორმოში, მცენარის ჩარგვამდე – მებაღეების მტკიცებით, ამ მეთოდით განოყიერებული ბოლოკი, პომიდორი და სტაფილო ხვრელების გარეშე იზრდებიან.
4. შეურიეთ კომპოსტს – თუ არ გსურთ დიდი დრო დაჭირდეს მცენარის განოყიერებას, დაუმატეთ ყავის ნალექი კომპოსტში. მსგავსი ნარევი აჩქარებს ორგანული ნივთიერებების გადამუშავებას.
ყავის ნალექის გაშრობა და მისი მცენარისთვის დაყრა არც ისეთი რთულია, მისი სარგებელი კი მაქსიმალურია – როგორც მცენარისთვის ასევე გარემოსთვისაც!