Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი სუნელების დახმარებით

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ  სუნელები იგივე საოჯახო აფთიაქია, თუ მათი სწორად გამოყენება ვიცით.
შეუფასებელი სუნელები, სასარგებლოა იმუნიტეტისთვის. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ეხლაა აქტუალური, შემოდგომაზე – როდესაც ავიტამინოზი საკმაოდ გავრცელებულია.

ორეგანო (მაიორანი, თავშავა)

ორეგანოს გარეშე იტალიურ სამზარეულოს უბრალოდ ვერ წარმოვიდგენთ! განუმეორებელი გემოს გარდა ამ სანელებელს უნიკალური სამკურნალო თვისებებიც აქვს.

სასარგებლო თვისებები:

  • ამშვიდებს ნერვულ სისტემას
  • აქვს მაღალი ანტიბაქტერიული აქტივობა
  • ახდენს კუჭ-ნაჭლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზებას
  • აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას
  • აქვს შარდისა და ნაღველის გამომყოფი მოქმედება
  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • მოქმედებს როგორც ძლიერი ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტისა და ბრონქიალური ასთმის დროს.

სად დავამატოთ:

  • შემწვარ კვერცხში
  • ბოსტნეულის სუპებში
  • პიცა
  • სალათები
  • სოუსები

როზმარინი

ძველად ეს მცენარე სიმდიდრის, ხანგრძლივი სიცოცხლის და აყვავების სიმბოლოდ მოიაჩნდათ. ზოგიერთ ქვეყანაში ახლაც კი შემორჩა მისი ტოტის ახალგაზრდებისთვის ჩუქების ტრადიაცია.

სასარგებლო თვისებები:

  • ხსნის სტრესს და ნერვულ დაძაბულობას
  • ახდენს ორგანიზმის ტონუსში მოყვანას საერთო გადაღლილობისას
  • აძლიერებს პოტენციას
  • კურნავს გაციებას
  • აქვს ანტების საწინააღმდეგო, მატონიზირებელი, შემახორცებელი, ნაღველმდენი, ანტიდეპრესიული და ანტიოქსიდანტური თვისებები.

სად დავამატოთ:

  • ხორციან საკვებში
  • თევზის საკვებში
  • მარინადებში
  • ბალახეულ ჩაიში

ბეგქონდარა

ძალიან სასარგებლო მცენარეა, რომელიც ანტიოქსიდანტური აქტივობით ვიტამენ E-საც უტოლდება.

სასარგებლო თვისებები:

  • აქვს ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედება.
  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • ამაღლებს შრომისუნარიანობას
  • აფერხებს პროსტატის წარმოქმნას
  • აცილებს სქესობრივ სისუსტეს

სად დავამატოთ:

  • სალათები
  • მოთუშული საჭმელი
  • ცხელი საკვები
  • ყველა საჭმელი რომელიც კვერცხით მზადდება
  • სოუსები

კურკუმა

ეს მცენარე კოჭასებრთა ოჯახის წარმომადგენელია, მისი სასარგებლო თვისებები შეუფასებელია. ბოლო მონაცემებით, მას კიბოს უჯრედებიც დამარცხებაც კი შეუძლია.

დადებითი თვისებები:

  • ასუფთავებს ორგანიზმს
  • დადებითად მოქმედებს საკვების მონელებაზე
  • ხსნის ანთებას და შეშუპებას
  • აქვს დეტოქსის და ნაღველმდენი თვისება
  • ითვლება ძლიერ ანტიოქსიდანტად
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას
  • აღადგენს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას
  • იყენებენ გახდომისთვის

სად დავამატოთ:

  • წვნიანები
  • რაგუ
  • ბრინჯი
  • ფლავი

სალბი

სანელებელი რომელიც შესანიშნავად შველის გაციებასა და ყელის ტკივილს.

სასარგებლო თვისებები:

  • წმენდს ნაწლავს
  • გამოყავს ტოქსინები და შლაკები
  • ხელს უწყობს გახდომას
  • აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები
  • აძლიერებს იმუნიტეტს
  • გვეხმარება ხველისა და სურდოს მკურნალობაში

სად დავამატოთ:

  • შემწვარი და მოთუშული ბოსტნეული
  • ხორციანი საკვები
  • თევზეული
  • სოუსები