ჯანმრთელობა
დაიმახსოვრეთ: უნდა იმკურნალოთ მოძრაობით და არა წამლებით!
პროფესორი სერგეი ბუბნოვსკი, რომელიც ძალიან ცნობილი ექიმი და მრავალი წიგნის ავტორია, დიდხანს იყო ავადმყოფობის ტყვეობაში, რომლისგანაც თავი დიდი გაჭირვებით დააღწია. გასაოცარი კი ის არის, რომ მან ეს არა წამლებით, არამედ თავისი ორგანიზმის დაფარული რეზერვების ამოქმედებით შეძლო.
კინეზითერაპია – მის მიერ შექმნილი გამაჯანსაღებელი თერაპიაა, რომელიც დღეს ბევრ უიმედო ავადმყოფს ფეხზე აყენებს. ამ სტატიაში ექიმის რამდენიმე ციტატას წარმოგიდგენთ:
1. არ ღირს ჯადოსნური წამლების იმედის ქონა. აამუშავეთ თქვენი ორგანიზმის შიდა რეზერვები.
2. რეგულარულად გააკეთეთ დილის ვარჯიშები და ასევე – ჩაჯდომები (ბუქნები).
3. მსოფლიოში ვერცერთი კარდეოლოგი მაჩვენებს პაციენტს, რომელიც პრეტარატებით – ჰიპერტონიისგან განიკურნა. თავიდან ჯერ ერთ აბზე გსვამენ, შემდეგ კი მათი რაოდენობა თანდათან იზრდება.
4. არ მინახავს საავადმყოფოდან გამოსული ჯანმრთელი ადამიანი, იქიდან მხოლოდ გადარჩენილები გამოდიან. მე თავად გავიარე გზა ინვალიდობიდან სრულიად ჯანმრთელ ადამიანამდე.
5. როდესაც მკერდში ტკივილი გიჩნდებათ, თქვენ მიდიხართ აფთიაქში და იწყებთ პრეპარატების მიღებას, რომლებიც თითქოს გულის იშემიური დაავადებების პროფილაქტიკას გიწევენ. სინამდვილეში კი არანაირი პროფილაქტიკა არ ხდება, ამით თქვენი ავადმყოფობა უფრო ძლიერდება. რადგან მკერდში ტკივილის შეგრძნება – ორგანიზმის სისუსტის შედეგია და არა მიზეზი.
6. თუ უკვე 40 წლის ხართ, ექიმი გეუბნებათ “რას ვიზამთ, დროა იავადმყოფოთ”! და იწყებს წამლების გამოწერას. ადამიანი სვამს მათ და ამჩნევს: არ შველის! თანხაც აღარ გვყოფნის წამლებზე. იწყებს წიგნების კითხვას ალტერნატიულ მედიცინაზე და პოულობს სხვა წამლებს – მოძრაობას, სუნთქვას.
7. პარადოქსი: ავადმყოფობა გამოვლილ ბავშვებს, ექიმი ფიზკულტურისგან ათავისუფლებს. რატომღაც ითვლება, რომ მოძრაობისას ადამიანი აუცილებლად ავად გახდება, ხოლო საწოლში წოლით კი გამოჯანმრთელდება. მაგრამ როგორც იცით, დადებული ქვის ქვეშ, წყალი არ გაივლის!
8. ყოველდღიური ჩაჯდომების კეთება, სწორი წელით – ძალიან ბევრი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ!
9. უბრალო ტკივილის დროს, ცივ კომპრესს ვიდებთ, რომელიც შეშუპებას გვაშორებს და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ტკივილი – ეს ხომ ყოველთვის შეშუპებაა, სითხის მოგროვება. ამიტომ უნდა ვაკეთოთ ვარჯიშები რომლებიც ამ სითხეს სისხლძარღვებიდან გაიტანენ.
10. სტენოკარდიაც – სისხლძარღვის შიდა ფენის ანთებაა, ამის შემდეგ ხდება ტკივილის წარმოქმნა გულის უკან, ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ვარჯიში და ამ ადგილის გავარჯიშება დავიწყოთ, ვიწყებთ წამლების მიღებას და საწოლში ჩაწოლას. არ მინახავს არცერი ადამიანი, რომელიც საწოლში წოლითა და წამლების სმით განიკურნა.
11. ვარჯიში, როდესაც ტკივილისგან და ინვალიდობისგან გათავისუფლდი – დიდი სიამოვნებაა.
12. ჩემთვის ერთადერთი ნამდვილად ბედნიერი საათი ის არის როდესაც ვარჯიშით ვარ დაკავებული. რადგან არ ბერდები, ამ დროს პირიქით, ახალგაზრდავდები! იმ ადამიანის ორგანიზმში, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს – ძველი უჯრედების ჩანაცვლება ახალგაზრდა უჯრედებით ხდება.
13. მე მაქვს ასეთი ტრიადა: ჩაჯდომები, აზიდვები და ვარჯიშები პრესისთვის.
14. შევხვედრივარ მხატვარ ბორის ეფიმოვს, რომელმაც 108 წელი იცოცხლა. ძალიან ცოცხალი მოხუცი იყო! ვკითხე თუ რას აკეთებდა იმისთვის, რომ ხანგრძლივად ეცოცხლა. არაფერს, მიპასუხა მან, უბრალოდ დრეში 450 ჩაჯდომას ვაკეთებ. ეს ხომ ერთადერთი უნივერსალური საშუალებაა სისხლის მთელი ორგანიზმისთვის მისაწოდებლად!
15. თუ ყოვედღიურად, სწორი წელით ჩაჯდომებს გააკეთებთ (10 ჩაჯდომა – 1 ყლუპი წყალი, ყოველი მეათე ჩაჯდომის შემდეგ, თითო ყლუპი წყალი) – ძალიან ბევრი პრობლემა გაქრება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან.
16. დაიყენეთ წესად – 1 საათიანი მუშაობის შემდეგ, გააკეთეთ 30 ჩაჯდომა.
17. კარგია ცივი აბაზანით დილის დაწყება – 5 წამი და აუცილებელია წყალში თავიანად “ჩაყვინთოთ”. შესაძლებელია შხაპის მიღებაც.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები, ექიმმა ბუბნოვსკიმ ბევრი ადამიანი დააყენა ფეხზე, ამიტომ ნუ იჩქარებთ აფთიაქში გაქცევას, ალბათ აჯობებს ექიმის რჩევას დაუჯეროთ და გარკვეულ პრობლემებს თავად გაუმკლავდეთ.