ჯანმრთელობა
ქინძი + ძახველი – გამოეთხოვეთ მაღალ წნევას!
ჰიპერტონიის მქონე ადამიანები, ძალიან მგრძნობიარეები არიან ამინდის ცვლილების მიმართ, ეს კი შემოდგომაზე ძალიან ხშირად ხდება, ამიტომ აბების ტყვეობიდან თავის დასაღწევად სპეციალურ რეცეფტს გთავაზობთ.
4 სუფრის კოვზი ქინძი დაფქვით ყავის საფქვავში და ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში. დაუმატეთ 20 ჩაის კოვზი შაქარი, აურიეთ სანამ ერთგვაროვან ფხვნილად არ იქცევა. მიიღეთ დილაობით, 1 ჩაის კოვზი ჭამამდე და მიაყოლეთ წყალი.
მეორე რეცეპტი კი ძალიან გემრიელია: 2 ფორთოხალი და 1 ლიმონი კანიანად გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაუმატეთ 500 გრამი დაჭყლეტილი (ან დაბლენდერებული) ძახველი და თაფლი გემოვნებით. ეს ნაზავი დილა- საღამოს უნდა მიიღოთ – 1 სუფრის კოვზი. ამის შემდეგ თქვენი წნევები ნორმაში ჩადგება გული კი ჯანმრთელი იქნება!