Connect with us

ჯანმრთელობა

ვაძლიერებთ გულის კუნთს – ჯადოსნური ნარევი, გულის იდეალურად მუშაობისთვის

მკვებავი ნაზავი – თაფლის, კაკლის, გარგრის ჩირის, ქიშმიშისა და ლიმონისგან შედგება. ქიშმიში კალიუმის დიდი შემცველობის მეშვეობით სისხლძარღვებს და ნერვულ სისტემას ამაგრებს. კარგია თუ მას იოლადგაღიზიანებადი, ნერვიული ადამიანების რაციონში ჩავრთავთ.

იმისთვის, რომ ბევრი ავადმყოფობისგან გავთავისუფლდეთ, აუცილებელი არ არის მრავალრიცხოვანი აბების მიღება. ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა გარკვეული პროდუქტებითაც არის შესაძლებელი, ეს პროდუქტები ცალ-ცალკე ან ერთად, საკმაოდ ძლიერ სამკურნალო თვისებებს ფლობენ.

საკვები საშუალება – ეს არის თაფლის, კაკლის, ქიშმიშის, შავი ქლიავის და ლიმონის ნაზავი. მსგავსი ნაკრები შემთხვევით არა რის შერჩეული, ყოველ მათგანს ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების უდიდესი შემცველობა აქვთ. მას მკვებავს ტყუილად არ უწოდებენ, რადგან ამ პროდუქტების ერთობლიობა ორგანიზმს უდიდესი ენერგიით და სასარგებლო ნივთიერებებით ავსებს.

გარგარის ჩირი, ქიშმიში და კაკალი ძალიან ბევრ კალიუმის იონებს შეიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გულის რითმული მუშაობისთვის, ეს ხელს უშლის არითმიის წარმოქმნას. ნარევი ათეროსკლეროზთან ბრძოლისთვისაც ძალიან სასარგებლოა.

შავი ქლიავის ჩირს გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, ამაღლებს შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდომარეობას, ასევე რეკომენდირებულია ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის დროსაც. აქვს კოსმეტიკური ეფექტიც, ამიტომ მას შეუძლია კანის გარეგნული იერისა და მდგომარეობის გაუმჯობესება.

გარგრის ჩირი აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უშლის სისხლძრღვების ბლოკირებას, შეიცავს მაგნიუმს და ვიტამინ A-ს, ის ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონეთათვის, მისი მიღება სასარგებლოა ჰიპოვიტამინოზის დროსაც. ლიმონი ცნობილია თავისი C ვიტამინის შემცველობით, კაკალი კი C, В1, В2, РР ვიტამინებით.

თაფლი ჯადოსნური საშუალებაა ათასობით დაავადების დროს. ის ახდენს შიდა ორგანოების მუშაობის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაღლებს იმუნიტეტს, , წარმოადგენს ენერგიის უდიდეს წყაროს და იცავს ორგანიზმს ნაადრევი დაბერებისგან, ასევე აქვს ანტიბაქტერიული, ბაქტერიციდული, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება.

ამგვარად, ჯადოსნური ნაზავი აუცილებელია ადამიანებისთვის, განსაკუთრებით გულის დაავადების მქონეთათვის – გულის კუნთების გაძლიერებისთვის, ასევე მათთვის ვისაც დაბალი გემოგლობინის დონე და სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

ახლა კი გასწავლით, როგორ მოამზადოთ ეს ჯადოსნური საშუალება:

მომზადებისთვის აუცილებელი ინგრედიენტებია:

  • 200 გრამი შავი ქლიავის ჩირი
  • 200 გრამი ქიშმიში
  • 200 გრამი გარგარი
  • 200 გრამი კაკალი
  • ლიმონი
  • თაფლი

ასევე შეიძლება 100-100 გრამი კუნელისა და ასკილის დამატება. ეს მხოლოდ გააძლიერებს დადებით ეფექტს.

1. ჩირები ორთქლზე უნდა დავარბილოთ, კარგად გავრეცხოთ, შემდეგ კი ქიშმიშსა და კაკალთან ერთად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში.
2. ნარევს დავამატოთ 250 გრამი თაფლი
3. კილოგრამ ნარევზე ვამატებთ 1 მთლიანი ლიმონის ფაფას (კანით მაგრამ, კურკების გარეშე) – ლიმონიც ხორცის საკეპ მანქანაში უდნა გაატაროთ.

ყველაფერი კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 10 დღით.

იმუნიტეტის გასამაგრებლად მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში ერთხელ (უმჯობესია დილით უზმოზე).
გულის კუნთების გასამაგრებლად მიიღეთ 1 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, კვებიდან 1 საათის შემდეგ.
ამ ნაზავის მიცემა დღეში ერთხელ – ბავშვისთვისაც შეგიძლიათ.