Connect with us

ყვავილები

როგორი ნიადაგია აუცილებელი ორქიდეისთვის

ზოგჯერ ყვავილების მაღაზიებში სპეციალურ ნიადაგს ვყიდულობთ, თუმცა მცენარე მაინც ხმება… თუ მაღაზიებს ვეღარ ენდობით, შეგიძლიათ ნიადაგი თქვენ თვითონ დაამზადოთ.

დაგჭირდებათ ფიჭვის ქერქი, ხის ნახშირი, გვიმრის ფესვები, ტორფის ხავსი და გირჩები.

  • ამოთხარეთ გვიმრა და მოაჭერით მიწისქვეშა ნაწილი და ჩამობერტყეთ მიწა.
  • მოიძიეთ ტორფის ან ჭაობის ხავსი.
  • გარეცხეთ ფიჭვის ქერქი, დაჭერით 1-2 სანტიმეტრიან ნაჭრებად და დაასხით მდუღარე წყალი და შემდეგ გააშრეთ.
  • ხის ნახშირიც გარეცხეთ გააშრეთ და დაფშვენით პატარა ნატეხებად (3-5 მილიმეტრი).

  • გვიმრის ფესვი თბილი წყლით უნდა გარეცხოთ, დაჭერით 1-2 სანტიმეტრიან ნაჭრებად.
  • ხოლო ტორფის ხავსი კი ახალ მდგომარეობაში გამოიყენეთ.
  • ფიჭვის გირჩები დაანაწევრეთ ფარფლებად, შემდეგ დაასხით მდუღარე და დატოვეთ 5 წუთით.

აურიეთ თანაბარი რაოდენობით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი. ორქიდეის ნიადაგი მზად არის და შეგიძლიათ გადარგოთ თქვენი ყვავილი.