Connect with us

საკითხავი

სარეცხი მანქანის გაწმენდის ბიუჯეტური მეთოდი

სარეცხი მანქანა თითოეულ სახლში აუცილებელი ნივთია და მის გარეშე ცხოვრება უკვე ვერ წარმოგვიდგენია. თუმცა ასეთი დამხმარის ქონა ძვირი სიამოვნებაა. სწორედ ამიტომ, მისი შრომისუნარიანობის შენარჩუნება აუცილებელია.

ჩვენი გამდინარე წყლის შემადგენლობის გათვალისწინებით სარეცხი მანქანა სწრაფად ფუჭდება. რჩევა: სარეცხი მანქანის დიდხანს შენარჩუნებას მხოლოდ ერთი იაფი საშუალებით შეძლებთ.

მთელი საიდუმლო ჩვეულებრივი ლიმონის მჟავის გამოყენებაშია. სტანდარტულ მანქანას 3,5 კგ დატვირთვით 4 პაკეტი (თითო 15 გრ) ლიმონის მჟავა ყოფნის.

თუ უფრო დიდი ზომის სარეცხი მანქანა გაქვთ, დოზა გაზარდეთ. ზოგიერთი რეკომენდაციას იძლევა, რომ 5 კგ-იან მანქანაში 2 პაკეტი (თითო 100 გრ) ლიმონის მჟავა გამოიყენოთ.

მჟავა სარეცხი ფხვნილის უჯრაში ჩაყარეთ და მანქანის სრული ციკლი მაქსიმალურ ტემპერატურაზე ჩართეთ.

ჩემი სარეცხი მანქანისთვის ეს არის „ბამბის“ რეჟიმი 90 გრადუს ტემპერატურაზე 137 წუთით. ლიმონის მჟავა ნადებს შიგნიდან იდეალურად გაწმენდს, წყლის პირველივე ჩარეცხვაზე შეამჩნევთ, თუ რამდენი სიბინძურე და ჭუჭყი იყო თქვენი მანქანის დეტალებზე.

ასეთი პროცედურის შემდეგ ეფექტი თვალშისაცემი იქნება, თუ 1 ს/კ ლიმონის მჟავას აიღებთ და ჩაიდანში წყალს აადუღებთ, შემდეგ კი გააგრილებთ. სარეცხი მანქანის გაწმენდის ამ მეთოდით უბრალოდ აღფრთოვანებული იქნებით. იაფი და არანაირი ქიმიური საშუალება. შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის საზიანო არაა.