თავის მოვლა
ნატურალური საღებავები მდიდრული თმისთვის
ბევრი ქალი რეკლამის ყურების შემდეგ თმის შესაღებად წარმოებულ საღებავებს იყენებს. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მათი გამოყენება ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 65% თმის შესაღებად საწარმოო საღებავს იყენებს, რომელიც საკმაოდ ბევრ ტოქსინს შეიცავს. სიმსივნის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ზოგიერთ საღებავში 5000 მავნე ქიმიური ნივთიერებაა! გირჩევთ თმის ნატურალური საღებავები გამოიყენოთ, რომლებიც თმას კარგად ღებავენ.
1. ყავა
თუ შოკოლადის ფერის მიღება გსურთ, ყავა იდეალური ინგრედიენტია. 1 ჭიქა ესპრესო მოადუღეთ და გააგრილეთ. შემდეგ 2 ჭიქა ჩვეულებრივი კონდიციონერი, 2 ს/კ ყავის ნალექი და 1 ჭიქა ცივი ყავა აურიეთ. ნარევი თმაზე წაისვით და 60 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ, თავი შამპუნით დაიბანეთ. ფერი გაჯერებული რომ გახდეს, თმის რამდენჯერმე შეღებვა მოგიწევთ. ასე კარგ შოკოლადის ფერს მიიღებთ.
2. ჩაი
ჩაით ჭაღარა თმას ნიღბავენ. თმის ნატურალური საღებავის სახით ჩაი თქვენს ბუნებრივ ფერთან ყველაზე უკეთ იმუშავებს. გვირილის ჩაი ღია და წითური თმისთვის გამოიყენეთ. ამისთვის 3-5 პაკეტი ჩაი, 2 ჭიქა წყალი დაგჭირდებათ. ჩაი 1 საათით დააყენეთ და პირდაპირ თმაზე წაისვით. შეგიძლიათ კონდიციონერი აურიოთ. ასეთი საღებავი 1 საათით გაიჩერეთ, შემდეგ წყლით ჩამოიბანეთ.
3. ბალახები
თუ თმა გამომშრალი და გახუნებული გახდა, ბუნებრივი ფერის დაბრუნებაში ბევრი მცენარე დაგეხმარებათ. წითური თმისთვის გამოიყენეთ ხავერდა, კალენდულა, საათა ან ასკილი. მუქი ფერის თმის მფლობელებმა როზმარინი, ჭინჭარი ან სალბი უნდა გამოიყენონ. ღია ფერის თმაზე კალენდულა, ზაფრანა და გვირილა გამოიყენეთ. ბალახი წყალში ნახევარი საათით ადუღეთ, გადაწურეთ და თმაზე წაისვით. ნარევი გასაშრობად რამდენიმე საათით მზის პირდაპირ სხივების ქვეშ გააჩერეთ, თუ ეს შესაძლებელია.
4. ჭარხლის და სტაფილოს წვენი
ჭარხლის და სტაფილოს დახმარებით წითური ზოლების მიღებას და თმის ფერის გაუმჯობესებას შეძლებთ. შეგიძლიათ ცალ-ცალკე ან ნარევში გამოიყენოთ. 1 ჭიქა წვენი თმაზე წაისვით, შემდეგ შეიხვიეთ და 1 საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ.
5. ინა
ინას ფოთლების პიგმენტი თქვენს თმას წითურ ან ნარინჯისფერ ფერში შეღებავს. ინას ფხვნილის და გვირილას ნარევით თმის გაღიავებას შეძლებთ. 1 პაკეტი ინა აიღეთ და 50 მლ ლიმონის წვენი დაასხით, შემდეგ საღებავი თმაზე წაისვით და პოლიეთილენის პაკეტით შეიხვიეთ. 2-3 საათით გაიჩერეთ და შემდეგ თავი ჩვეულებრივი მეთოდით დაიბანეთ.
6. ლიმონის წვენი
ლიმონის წვენი თმას შესანიშნავად აღიავებს. თმაზე წაისვით და სრულ გაშრობამდე დატოვეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად სჯობს მზეზე გაიშროთ. შეიძლება პროცედურის რამდენჯერმე გამეორება მოგიწიოთ.
7. ნიგვზის ნაჭუჭი
ნიგვზის ნაჭუჭი თმას მუქ ყავისფერს გახდის, მაგრამ ფრთხილად გამოიყენეთ, რადგან მას კანის შეღებვაც შეუძლია. ამისთვის რამდენიმე ნიგვზის ნაჭუჭი დააქუცმაცეთ, წყალში ნახევარი საათით აადუღეთ და ნარევი გააგრილეთ, სანამ თმაზე წაისვამთ. თმაზე თბილი წყალი გადაივლეთ. თუ კიდევ უფრო მუქი ფერის მიღება გსურთ, შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.
როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ბუნებრივი საშუალება არსებობს, რომლებიც თმის შეღებვაში დაგეხმარებათ.