Connect with us

კულინარია

ამ საუზმის მომზადებაზე მხოლოდ 5 წუთი მჭირდება და თან ძალიან იაფი ჯდება

ამ საუზმის მომზადებაზე მხოლოდ 5 წუთი მჭირდება და თან ძალიან იაფი ჯდება

ოქროსფერი გრენკა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი კერძია, რომელიც მაშინაც კი გიხსნით, როცა მაცივარში მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი გაქვთ. ბავშვობიდან პრაქტიკულად ყველას უყვარს მოტკბო შემწვარი კვერცხის და პურის ნაჭრის გემო მცირე რაოდენობის ყველთან ერთად.

დღეს ერთ-ერთ წარმატებულ, ბოსტნეულის გრენკის მომზადებაზე მინდა გიამბოთ. მხოლოდ წარმოიდგინეთ ოქროსფერი კარტოფილი მადისაღმძვრელი კომბინაციით შემწვარ სტაფილოსთან და არომატულ ხახვთან ერთად. დაინტერესდით? რეცეპტს მალე გაეცანით და თავად მოამზადეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 პური
  • 1 სტაფილო
  • 1 კვერცხი
  • 1 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით

მომზადება:

1.კარტოფილი, სტაფილო და ხახვი გაასუფთავეთ. ბოსტნეულ წვრილ სახეხზე გახეხეთ, ღრმა თასში მოათავსეთ და მარილი და სანელებლები გემოვნებით მოაყარეთ.

2.ბოსტნეულის ნარევს კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3.პური ნაჭრებად დაჭერით, მათ ზედაპირზე ბოსტნეულის ნარევი თანაბრად გადაანაწილეთ.

4.მომავალი გრენკა ტაფაზე კარგად გაცხელებულ მზესუმზირას ზეთში მოათავსეთ. შიგთავსით ქვემოთ. შეწვით ოქროსფერი ფერი მიღებამდე ორივე მხრიდან.

თუ გსურთ, ბოსტნეულის ნარევს შეგიძლიათ ნებისმიერი სანელებელი მოაყაროთ. გრენკები სუფრაზე თბილი სახით და არომატულ ჩაისთან ერთად გაიტანეთ. ასეთი საინტერესო იდეა სწრაფი და ნოყიერი საუზმის მოსამზადებლად შესანიშნავია. შეინახეთ და მეგობრებისთვის გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.