Connect with us

ჯანმრთელობა

ნივრიანი რძე: იმუნიტეტს აძლიერებს, ართრიტს და მწვავე რესპირატორულ ინფექციებს კურნავს

ნივრიანი რძე იმპოტენციის, ტუბერკულოზის, ართრიტის და ბევრი სხვა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ.

ნივრიანი რძე ჩვენი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო სამკურნალო სასმელად ითვლება. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია, ამასთან გამოსაყენებლად საკმაოდ ხელმისაწვდომია.

ამ სასმელის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 10 კბილი ნიორი (გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ)
  • 500 მლ ძროხის რძე
  • 250 მლ საკვები წყალი
  • 1-2 ს/კ თაფლი გემოვნებით

მომზადება:

წყალი და რძე ქვაბში ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე დადგით, ნიორი დაუმატეთ. ადუღება აცადეთ და შემდეგ დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. ხშირად აურიეთ, სანამ ნახევარი მოცულობა არ აორთქლდება. ამის შემდეგ გადაწურეთ, რომ ნიორი მოაშოროთ. თაფლი გემოვნებით დაუმატეთ. რეკომენდებულია, რომ თბილი სასმელი დალიოთ.

ნივრიანი რძის უპირატესობა:

  1. რესპირატორულ დაავადებებს, მაგალითად ასთმას, ებრძვის.
  2. შესანიშნავი გადაწყვეტილება პნევმონიის დროს.
  3. გულის პრობლემების სამკურნალო და საპროფილაქტიკო საშუალება.
  4. სიყვითლეს კურნავს, ტოქსინებს მოგაშორებთ.
  5. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ართრიტის სამკურნალოდ იდეალურია.
  6. უძილობას და ძილთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს კურნავს.
  7. ხველას ებრძვის. კურკუმასთან ერთად ძალიან ეფექტურია.
  8. ფილტვის ტუბერკულოზს ებრძვის. სარძევე ჯირკვლის ბევრი დაავადების დროს ძალიან მაღალ ეფექტურ საშუალებად ითვლება.
  9. ცუდ ქოლესტერინს ებრძვის და კარგი ქოლესტერინის დონეს ზრდის.
  10. საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. ძალიან ეფექტური ანტისეპტიკური საშუალებაა.
  11. იმუნური სისტემის გაძლიერებას ხელს უწყობს.
  12. დიარეას სხვადასხვა სახეობის შეჩერებას ხელს უწყობს.