ჯანმრთელობა
კბილის პასტის 10 ინგრედიენტი რომლებიც ჯანმრთელობის უამრავ პრობლემას იწვევს
ოდესმე დაფიქრებულხართ კბილის პასტის ქიმიურ შემადგენლობაზე? თუ არა, მაშინ შემცდარხართ!
კბილის პასტის ინგრედიენტები სისხლში ხვდება, შესაბამისად მათ ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
აი, 10 ტროას ცხენი რომელიც კბილის პასტაში იმალება:
1. ტრიკლოზანი
ეს არის ნივთიერება რომელსაც ანტიბაქტერიული ეფექტისთვის იყენებენ. თუმცა ამასთანავე ტრიკლოზანმა შეიძლება ფარისებრ ჯირკვალში ჰორმონების გამომუშავების შეფერხება, კანის გაღიზიანება, გამონაყარი, ენდოკრინოლოგიური დარღვევები და ზოგიერთი ანტიბიოტიკის აუთვისებლობაც გამოიწვიოს.
2. პოლიეთილენ გლიკოლი
ეს პლასტმასის ნაირსახეობაა, რომელიც თვალის, კანის, ყელისა და ცხვირის გაღიზიანებას იწვევს. მისმა ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა მუცლის ტკივილი, გულისრევა, გულის უკმარისობა და თირკმლის დაავადებები გამოიწვიოს.
3. ფტორი
ფტორმა შეიძლება გამონაყარი ან მწვავე მოწამვლა გამოიწვიოს.
4. ნატრიუმის ლაურისულფატი
ეს ზედაპირულად აქტიური ნივთიერება სისხლში მოხვედრის შემდეგ ჰორმონალურ დისბალანსს, კანის გაღიზიანებას და წყლულოვან სტომატიტს იწვევს.
5. სორბიტოლი
სორბიტოლი ორგანიზმში ნელა გადამუშავდება და ამიტომ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს იწვევს, მაგალითად მეტეორიზმს ან შებერილობას.
6. ასპარტამი
ეს ხელოვნური დამატკბობელი ფორმალდეჰიდად იქცევა, ამიტომ შეიძლება თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა, ციება და ჩხვლეტითი ტკივილები გამოიწვიოს.
7. პროპილენგლიკოლი
კბილის პასტის ამ ფართოდ გავრცელებულმა ინგრედიენტმა, შესაძლოა ფილტვების, თვალისა და კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ის ანტიფრიზის შემადგენლობაშიც შედის.
8. გლიცერინი
დიდი რაოდენობით გლიცერინმა შესაძლოა ხელი შეუშალოს საკვები ნივთიერებების ნორმალურ ათვისებას.
9. დიეტანოლამინი
დიეტანოლამინი არღვევს ჰორმონალურ ფონს და შეიძლება კუჭის, საყლაპავის, ღვიძლის ან შარდის ბუშტის სიმსივნე გამოიწვიოს.
10. საღებავები E133 და E102
ამ საღებავებმა შესაძლოა ალერგიის, ასთმის, თავის ტკივილის ან სიმსივნის პროვოცირება მოახდინოს.