Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლი და კურკუმა – ურყევი ჯანმრთელობის რეცეპტი!

სასწაულმოქმედი ნაზავი თაფლისა და კურკუმასგან

თაფლის სამკურნალო თვისებები ხალხისთვის საუკუნეების მანძილზეა ცნობილი, იგივეს თქმა კურკუმაზეც შეიძლება. ამ უკანასკნელმა, განსაკუთრებული პოპულარობა აზიის ქვეყნებში მოიპოვა. რა მოხდება თუ ამ ორ შესანიშნავ პროდუქტს ერთმანეთს შევურევთ?

დღეს წარმოგიდგენთ “ოქროს ნაზავის” შესანიშნავ რეცეპტს, რომელიც გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, ჩაანაცვლებს ბევრ წამალს და დაგიზოგავთ ფულს.

კურკუმა თაფლით – ამ ნაზავის ძირითადი ინგრედიენტია და ძალიან ეფექტურია როგორც ანთებითი ასევე ინფექციური დაავადებებისას. შესანიშნავი საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და საიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მისი მომზადება უმარტივესია.

დაგვჭირდება:

  • 100 გრამი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი კურკუმა
  • 1 მწიკვი შავი პილპილი
  • 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
  • 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა

ერთმანეთს შეურიეთ კურკუმა, ვაშლის ძმარი და პილპილი. დაამატეთ ლიმონის ცედრა და თაფლი. კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამ ნაზავში შავ პილპილს კურკუმას უკეთ ასათვისებლად ამატებენ, ეს მეცნიერულად არის დამტკიცებული.
ეს ნაზავი თავდახურული შუშის ქილით, მაცივარში უნდა შეინახოთ!

მიღების წესი

გაციების, სეზონური ალერგიების პროფილაქტიკისა და ანტიკანცეროგენული ეფექტისთვის მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ყოველ დილით.

თუ გრძნობთ, რომ ავად ხდებით, ჩვენი “ოქროს ნაზავი” ნამდვილად გამოგადგებათ! მიიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ყოველდღე ავადმყოფობის პირველი 2 დღის განმავლობაში. ავად ყოფნის მესამე და მეოთხე დღეს კი – 1/2 ჩაის კოვზი ყოველ 2 საათში. გააგრძელეთ საშუალების მიღება დღეში სამჯერ, სანამ ყველა სიმპტომი არ გაქრება.

მიიღეთ ნაზავი სწორად! ის არ უნდა გადაყლაპოთ, არამედ დაელოდოთ პირში როგორ დადნება. მისი მოხმარების შემდეგ ნუ დალევთ ან გამოივლებთ წყალს. ასევე შეგიძლიათ მისი საუზმესთან ერთად მიღება – წაისვით პურის პატარა ნაჭერზე ან გააზავეთ ჩაიში, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჩაი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს!