ჯანმრთელობა
გულძმარვას თაფლი განკურნავს: 3 მარტივი რეცეპტი
გულძმარვის მიზეზი გაზრდილი მჟავიანობაა. თაფლით მკურნალობა მჟავე ბალანსს არეგულირებს და უსიამოვნებას თავიდან აგაცილებთ.
გულძმარვის მიზეზები
ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ცხარე საკვები, ჭარბი წონა, ორსულობა, თუმცა პრობლემების უმეტესობა საკვების ბოროტად მოხმარებასთან არის დაკავშირებული.
გულძმარვის შემთხვევაში უსიამოვნო შეგრძნების მიზეზი ასე თუ ისე კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობაა, მკურნალობა კი მჟავიანობის შემცირებას გულისხმობს. მწეველ ხალხს დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ თამბაქოს მოწევას თავი დაანებონ. ასევე წონაში დაკლება ხელს არ შეგიშლით.
თაფლის სარგებელი
ხალხურ მედიცინაში ამ დაავადების მკურნალობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ფუტკრის ნაწარმი – თაფლი. ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას საკმაოდ იშვიათად იყენებენ, სამაგიეროდ სხვადასხვა ნარევებში, მაგალითად ალოესთან ან რძესთან ერთად, შესანიშნავ შედეგს იძლევა. საკმაოდ სწრაფად კეთდება, ხოლო ტკივილს და უსიამოვნო შეგრძნებას ძალიან მალე აქრობს. თაფლი შეგიძლიათ სუფთა, თბილ წყალს აურიოთ და დალიოთ. ასე მჟავიანობის დონეს შეამცირებთ.
მნიშვნელოვანია, რომ საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმის დატვირთვას მოერიდოთ. ასევე დახრა და სირბილი არ შეიძლება მაშინაც კი, თუ გულძმარვის სამკურნალოდ თაფლი მიიღეთ.
გულძმარვის სამკურნალო რეცეპტები თაფლით
იშვიათი გულძმარვის დროს 1 ჭიქა წყალში გაზავებული ჩვეულებრივი 1 ს/კ თაფლი დაგეხმარებათ. ასეთი საშუალება გულძმარვის სუსტი გამოვლენის დროს დაგეხმარებათ. საკმარისია 2 ჭიქა დილას და საღამოს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ. ასე უსიამოვნო შეგრძნება შემცირდება და 1 თვეში საერთოდ გაქრება. ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად სასურველია მინერალური, მაღალი ტუტე კონცენტრაციის წყალი გამოიყენოთ.
გულძმარვის ხშირი შეტევების დროს ხარისხიანი მკურნალობისთვის სჯობს სხვა ნარევები გამოიყენოთ.
1. ალოე თაფლთან ერთად
გულძმარვის სამკურნალოდ თაფლის და ალოეს ნარევს საკმაოდ ხშირად იყენებენ. ასეთ ნარევს ძალიან მსუბუქი გემო და წამიერი მოქმედება აქვს. პირში სიმწარეს და კუჭის ტკივილს აქრობს.
ინგრედიენტები:
- 100 გრ ნატურალური ფუტკრის თაფლი (სასურველია თხევადი)
- 100 გრ ალოეს წვენი
თუ მცენარის წვენი არ გაქვთ, მისი რბილობი გამოგადგებათ. ამისთვის რამდენიმე ღერო გარეცხეთ, წვეტები მოაშორეთ და ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, ან სახეხზე გახეხეთ. ჭამამდე 40 წუთით ადრე დალიეთ.
2. რძე თაფლთან ერთად
კიდევ ერთი კარგი რეცეპტი, რომელიც გულძმარვის განკურნებაში დაგეხმარებათ – შემდეგი კომპონენტების ნარევის გამოყენება.
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა თბილი, ნატურალური რძე
- 1 ს/კ თაფლი
მომზადება:
აუცილებელი არაა თაფლი თხელი იყოს. მაშინაც კი, თუ დაშაქრულია, შეგიძლიათ წყლის ორთქლზე რძესთან ერთად გააცხელოთ. მუდმივად აურიეთ, რომ გახსნა დააჩქაროთ და თაფლი კერამიკის ჭურჭლის ძირს არ მიეკვრას და არ დაიწვას.
ასეთი სასმელი ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. ნარევი შეგიძლიათ დალიოთ მაშინ, როცა გულძმარვის უსიამოვნო შეგრძნება შეგაწუხებთ. ეს მტკივნეულ შეგრძნებას გააქრობს, ასევე მწარე გემოს მოგაშორებთ.