Connect with us

ჯანმრთელობა

6 სამკურნალო ნაყენი: შინაურული აფთიაქი 100 მედიკამენტის ნაცვლად

გთავაზობთ სამკურნალო ნაყენებს, რომელთა დახმარებით ბევრი მედიკამენტის ჩანაცვლებას შეძლებთ.

1. წიწაკის ნაყენი (წითელ, ცხარე წიწაკაზე დაფუძნებული)

გამოიყენება გარეგნულად, როგორც გამაღიზიანებელი და ყურადღების გადამტანი შესაზელი საშუალება ნევრალგიის, რადიკულიტის, მიოზიტის, იშიასის დროს, ან გაყინვის, ხველების, რევმატიზმის და ზურგის ან წელის ტკივილის დროს.

2. არყის კვირტების ნაყენი

15-20 წვეთი ნაყენი წყალში გახსნილი გამოიყენება შიგნით მისაღებად კუჭის აშლილობის, კუჭის წყლულის, ასევე თირკმლების ანთების, თირკმლის ნებისმიერი უკმარისობის, ჭიების, კანის დაავადების, რევმატიზმის, გაციების, სურდოს, პოდაგრის, სლოკინის დროს და ა.შ.

20 გრ ხმელი არყის კვირტი აიღეთ და 500 გრ არაყი ან 60%-იანი სპირტი დაასხით. დააყენეთ, გადაწურეთ და 15 წვეთიდან ნახევარ ჩ/კოვზამდე წყალთან ერთად ჭამამდე დალიეთ.

გარეგნულად გამოიყენება ჭრილობის, წყლულების, აკნეს, რევმატიზმის, პოდაგრის, სახსრების ტკივილის დროს როგორც შესაზელი საშუალება, კომპრესი ან სახვევი. 1:1 პროპორციით წყალში გახსნილი საშუალება თმის გასაძლიერებლად თავის კანში შეიზილეთ.

3. კალენდულას, სოფორას, ევკალიპტის ნაყენი (ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი ნაყენი)

გამოიყენება შიგნით. 20 წვეთი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ დალიეთ ჰიპერტონული დაავადების (მკურნალობის კურსი 3 კვირა და მეტი), კუჭ-ნაწლავის დაავადების, თავის ტკივილის, რაქიტის, სიმსივნის, უძილობის, გულის არითმიის, ქოშინის დროს. გამოიყენეთ როგორც ნაღვლდენი და განწყობის ასამაღლებელი საშუალება.

კალენდულას ნაყენი სწრაფად გააქრობს ანთებით პროცესებს, ჭრილობის და წყლულების დროს ჩირქოვან გამონადენს. ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და ჭრილობების შეხორცებას.

გარეგნულად გამოიყენება ლოსიონის სახით ჭრილობის, წყლულის, დამწვრობის, აკნეს, ნაკაწრების მოსაშუშებლად. პირის ღრუს და ყელის ტკივილის დროს კარგ შედეგს იძლევა (სავლების გასაკეთებლად ნაყენი წყალში გახსენით).

თვალის დაავადების (ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, ჯიბლიბო) დროს ლოსიონის სახით გამოიყენება. ამ მიზნით ნაყენი წყალში 1:10 პროპორციით გახსენით. კალენდულას ნაყენი გინეკოლოგიურ პრაქტიკაში (წყლულების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის და რძოვანას დროს) კარგ შედეგს იძლევა. 1:10 პროპორციით წყალში გახსენით და კომპრესები, ინფუზია გაიკეთეთ.

4. სოფორას ნაყენი

გამოიყენება შიგნით 10 წვეთიდან 1 ჩ/კ-მდე, დღეში 4-5-ჯერ. სხვადასხვა წარმოშობის შინაგანი სისხლდენის დროს პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება, კერძოდ ტვინის, გულის და თვალის ბადურაში.

სტენოკარდიის, ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის დაავადების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის და წყლულოვანი კოლიტის, დიარეას, ღვიძლის დაავადების, ტიფური ცხელების, თრომბოფლებიტის, რევმატიზმის დროს. ასევე C ვიტამინთან ერთად ტუბერკულოზის საწყის ეტაპზე და თირკმლების დაავადების დროს გამოიყენება.

გარეგნულად გამოიყენება 1-ელი და მე-2 სტადიის დამწვრობის დროს. შეხორცება 5-6 დღეში შეიმჩნევა, მე-3 სტადიის დამწვრობის დროს ქრონიკული წყლულების თანდათანობითი ნაწიბურები შეიმჩნევა.

ნაყენს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს სისხლჩაქცევების, უმნიშვნელო დაზიანების, ჭრილობის, ძირმაგარის, კანის ტუბერკულოზის, წითელა მჭამელას, ქრონიკული მშრალი პრევრიტის დროს. წარმატებით გამოიყენება თვალზე ჯიბლიბოს, სოკოვანი დაავადების, ეგზემას და გაყინვის დროს.

5-10%-იანი წყლიანი სოფორას ხსნარის თავის კანზე წასმა თმის ცვენას ამცირებს. სოფორა გამოიყენება დაჩირქებული პირის ღრუს სავლებად და ჭრილობების დასაბანად. მასში გაჟღენთილი ხელსახოცები და ტამპონები ტროფიკული წყლულების, მასტიტის დროს სახვევად გამოიყენება.

მომზადების მეთოდი: ახალ ნაყოფს 56%-იანი სპირტი 1:1 პროპორციით დაასხით. 21 დღე ბნელ ადგილას დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ისე, როგორც ზემოთაა მოცემული. ხმელ ნაყოფს არაყი 1:2 პროპორციით დაასხით, დააყენეთ და მიიღეთ. ნაყენი ბნელ, მშრალ, გრილ ადგილას შეინახეთ.

5. ევკალიპტის ნაყენი

ნაყენს ანტიმალარიული, ამოსახველებელი, ძლიერი ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. გამოიყენება შიგნით სხვადასხვა სახის ხველების, სასუნთქი სისტემის დაავადების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადების, გრიპის და სურდოს დროს. 15-20 წვეთი ნაყენი ¼ ჭიქა ანადუღარ, გაგრილებულ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ დალიეთ.

გარეგნულად გამოიყენება პირის ღრუს სავლებად, ყელისა და სასუნთქი გზების (ანგინა, ლარინგიტი, სურდო, კატარალური და ჩირქოვანი ბრონქიტი, ფილტვების აბსცესები) ინჰალაციისთვის. ნაყენი სახვევების სახით გამოიყენება ჩირქოვანი წყლულების, აბსცესების, ჩირქოვანი მასტიტის და კანის ჩირქოვანი დაავადების დროს.

საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და წყლულის დროს ინფუზიისთვის გამოიყენება. ამისთვის 1 ჩ/კ ნაყენი 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით. გააგრილეთ. ასევე ნაყენი რადიკულიტის, ნევრალგიისა და რევმატოიდული ტკივილების დროს შესაზელად გამოიყენება.

6. ბიოსტიმულატორების ნაყენი

ჯენშენი, ვარდისფერი როდიოლა, ლიმონურა, არალია, ელეუტეროკოკი (ჩამოთვლილთანაგან ნებისმიერი ნაყენი). ამ ნაყენს ზოგადი სისუსტის, ოპერაციის შემდგომ, დაღლილოის, სუნთქვის უკმარისობის, ტუბერკულოზის, ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, ნევროზის სხვადასხვა ფორმის, ანემიის დროს და ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

3-დან 20 წვეთამდე ნაყენი დღეში 3-ჯერ, დილით და საღამოს ჭამის შემდეგ დალიეთ. სასურველია ნაყენი ცივ სეზონზე მიირთვათ. ზაფხულში ამ ნაყენების მიღება თავსა და გულში სისხლის ნაკადის ზრდას იწვევს.

ბიოსტიმულატორების ნაყენის მიღება უკუჩვენებულია ჰიპერტონიული დაავადების მძიმე მდგომარეობის დროს, რომელსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის და თავის ტვნის სკლეროზული ცვლილებაც ახლავს. ასევე ციებ-ცხელების და ძლიერი სისხლდენის დროს მისი მიღება არ ღირს.