თავის მოვლა
ნუ გაფლანგავთ ფულს სილამაზის სალონებში! ჟელატინის კრემი “მინუს 8 წელი”
იცით, რომ სწორედ ჟელატინს, თავისი დამჭიმავი ეფექტის დამსახურებით, იყენებენ სილამაზის სალონებში, “მექანიკურ” ნიღბებში, რომლებსაც ლოყებისა და ღაბაბის დამჭიმავი მოქმედება აქვს?
ჟელატინი დადებითად მოქმედებს კანის ცილოვან და ამინომჟაურ მიმოცვლაზე, აუმჯობესებს მის მდგომარეობას. ჟელატინი აგლუვებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ჟელატინის კრემი ნაოჭების წინააღმდეგ:
1. შეურიეთ 1 ჩ.კ. ჟელატინი, 100 მლ წყალი, 3 ს.კ. თაფლი, 0.5 ჭიქა გლიერინი და 1 გ სალიცილის მჟავა.
2. მასით სავსე ჭურჭელი ჩადგით ცხელ წყალში და ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
3. ამოიღეთ ჭურჭელი წყლიდან და გააგრილეთ, მუდმივად ანჯღრიეთ, რომ ჟელესმაგვარი კრემი მიიღოთ.
4. მზა კრემი დაიტანეთ კანზე ყოველდღე, დაძინებამდე 2 საათით ადრე, 20 წუთით.
5. კრემის ნარჩენები, რომლებიც კანს არ შეუწოვია, მოიცილეთ ხელსახოცებით.
მიღებული კრემი საკმარისია 1 თვის განმავლობაში. შეინახეთ მაცივრის ზედა თაროზე.
საერთო მასიდან ამოიღეთ მხოლოდ იმდენი კრემი, რამდენიც ერთი გამოყენებისთვის გჭირდებათ. ოდნავ შეათბეთ და დაიტანეთ კანზე.