Connect with us

ჯანმრთელობა

წითელი ღვინო ნაწლავების ჯანმრთელობას ხელს უწყობს – კვლევის შედეგები

წითელი ღვინო ნაწლავებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ღვინის წყალობით ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიები უფრო მრავლდება, ამას ბრიტანელი მეცნიერების ახალი კვლევა აჩვენებს.

საქმე პოლიფენოლებშია – ქიმიურ ნაერთებში, რომლებიც თეთრ ღვინოში, ლუდსა და სიდრში ასევე გვხვდება, ოღონდ მცირე რაოდენობით. ამას ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარების მიერ მიღებული მონაცემები ცხადყოფს.

ნაწლავების ჯანსაღი მიკროფლორა ორგანიზმში „ცუდი“ ქოლესტერინის დაგროვებისგან გვიცავს. შედეგად, სისხლძარღვები არ იჭედება და გული ნორმალურად მუშაობს.

ნაწლავებში „კარგ“ და „ცუდ“ მიკრობებს შორის დისბალანსი იმუნიტეტს ამცირებს, სხეულის წონას ზრდის და ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

კვლევამ აჩვენა, რომ წითელი ღვინის მოყვარულთა მიკრობიოტი უამრავ სასარგებლო ბაქტერიას შეიცავდა ვიდრე მათი მიკრობიოტი, რომლებიც სასმელს არ მოიხმარდნენ.

ექსპერიმენტის დროს გაითვალისწინეს წონა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მონაწილეთა ეკონომიკური სტატუსი. ექსპერიმენტში მონაწილეობა აშშ-ს, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებიდან 3000 ადამიანმა მიიღო.

ნაწლავები მადლობას გეტყვით, თუ რაციონში წითელ ღვინოს ჩართავთ. პოლიფენოლები გვხვდება ჩაიში, სოიოში, მოცხარში, ალუბალში, მარწყვში. სწორედ ამიტომ, სპირტიანი სასმელის დალევა აუცილებელი არაა, რომ ორგანიზმი სასარგებლო ნივთიერებებით გაამდიდროთ.

1 ჭიქა წითელი ღვინო კვირაში 2-ჯერ დალიეთ.

დასაშვები დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ალკოჰოლზე მიჩვევა ხდება, ამიტომ ალკოჰოლით მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ღვინის ჭარბი მოხმარება ჯანმრთელობისთვის შეიძლება სახიფათო იყოს.

წითელი ღვინო ასევე შეიცავს რესვერატროლს – ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც ყურძნის კანიდან და კურკიდან მიიღება. როგორც ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, ეს ნაერთები დეპრესიას და შფოთვას ებრძვიან.