ჯანმრთელობა
შავი პილპილის გასაოცარი თვისებები
საპილპილე თითქმის ყველა სუფრაზე მოიპოვება. მუქი ნაცრისფერი ფხვნილი აუმჯობესებს მეორე კერძების გემოს, ანიჭებს მათ სიცხარეს. თუმცა, არც კი ვეჭვობთ, რომ ჩვენ წინ დადებულ პილპილს, კვებითის გარდა, სხვა დანიშნულება ან თვისება შეიძლება ჰქონდეს.
ცნობილი სანელებლის სამშობლო ინდოეთია. შავი პილპილის მარცვლები – ესაა მარადმწვანე ლიანას გამომშრალი, მკვახე ნაყოფები, რომელიც მხოლოდ ტროპიკულ სარტყელში იზრდება. მიუხედავად ევროპელებისა და ამ სანელებლის ძველი “ნაცნობობისა”, მისი ქიმიური შემადგენლობა მაინც არასაკმარისადაა შესწავლილი.
მასში განსაზღვრულია მხოლოდ ცხარე გლიკოზიდი პიპერინი, ეთერული და ცხიმოვანი ზეთები, სახამებელი, E და C ვიტამინები. ძველი აღმოსავლელი ექიმების ჩანაწერების მიხედვით, შავი პილპილი ზრდის კუჭის მომნელებელ ძალასა და ნერვული სისტემის ენერგიას, აძლიერებს კუნთებს.
აღნიშნული პროდუქტის სხვა თვისებების წყალობით, მას სამკურნალო საშუალების სტატუსი მიენიჭა ხალხური მედიცინაში. შინაგანად მიღებისას, შავი პილპილი შლის სისველეს, ათბობს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, აუმჯობესებს მადას, კურნავს მჟავე ბოყინს, ათხელებს სისხლს მელანქოლიკებსა და ფლეგმატიკებში, დევნის ნაწლავურ ქარებს.
ანგინების, სველი ხველის, ბრონქიტის დროს, შავი პილპილის ფხვნილს ურევენ თაფლს: 1ს.კ. ფხვნილი 1 ჭიქა სუფთა თაფლზე. იღებენ 1 ჩ.კ. ოდენობით, დღეში 3-4-ჯერ. ასევე, პილპილიან თაფლს იყენებენ შარდმდენი საშუალების სახითაც, შეშუპებისა და გულის დაავადებების დროს.
ორგანიზმის ტონუსის მოსამატებლად და მამაკაცური პოტენციის გასაუმჯობესებლად, შავ პილპილს ურევენ შაქარს თანაბარი პროპორციებით, 0.5 ჩ.კ. მასას კი ხსნიან ჭიქა რძეში და სვამენ. იმდროინდელი ექიმების თქმით, სასიყვარულო საქმეებში ეს სანელებელი პირველივე ჯერიდან ეხმარებათ მომხმარებლებს. მიღების ერთკვირიანი კურსი მნიშვნელოვნად ასტიმულირებს ორგანიზმს.
შავი პილპილის ფხვნილი, თანაბარი პროპორციით ინასთან შერეული – შესანიშნავი გარეგანი საშუალებაა კანის დაავადებების სამკურნალოდ.
რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის, სახსრების ტკივილის, მსხვრევის, სახის ნერვის მევრიტის, პარალიჩის დროს, მოდუნებულ კუნთებზე იზელემ ზეთს, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჭიქა ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1 ს.კ. შავი პილპილის ფხვნილი, აადუღეთ ნელ ცეცხლზე, ხარშეთ 5-10 წუთით, აგრილებენ, წურავენ და იყენებენ შესაზელავად.
შავი პილპილის ნებისმიერი სახით შინაგანად მიღებამდე, აუცილებლად გაითვალისწინეთ უკუჩვენებები, რომლებიც მოიცავს შარდის ბუშტისა და თირკმლების მწვავე ანთებას.
არ შეიძლება პილპილის მოხმარება ანემიის, ალერგიული დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს.