ჯანმრთელობა
ხალხური მედიცინა გერმანიაში: ძველი რეცეპტი არტერიების საწმენდად
ასაკსა და არასწორ კვებას თავისი მიაქს. დროთა განმავლობაში, სისხლძარღვები ცვთება, ხდება ნაკლებად ელასტიური, შიდა კედლებზე იზრდება ქოლესტერინის კოლტები, გამტარი სივრცე მათში საკმაოდ მცირდება.
უარესდება ყველა ორგანოსა და სისტემის სისხლით მიწოდება, განსაკუთრებით ძლიერად ზიანდება ტვინი, ადამიანი უჩივის მომატებულ წნევას. შედეგი – ინსულტი, ინფარქტი და მრავალი ქრონიკული დაავადება.
სისხლძარღვების გასაწმენდად, საკმარისია, შეიძინოთ ერთ-ერთი პოპულარული სამკურნალო საშუალება. უბრალოდ, მას მრავალი გვერდითი მოვლენა აქვს, რომლებიც ნეგატიურად აისახება ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციონირებაზე.
ამიტომ, გამოიყენეთ ხალხური მედიცინის რეცეპტები. დღეს ჩვენ მოგიყვებით სისხლძარღვების გაწმენდის გერმანული მეთოდის შესახებ, რომელიც წმენდს არტერიებს ქოლესტერინის კოლტებისა და კალციუმის ნალექისგან.
ამ წამლის შემადგენლობა სრულიად ნატურალურია და მოაქვს კოლოსალური სარგებელი.
ინგრედიენტები
- 4 ლიმონი
- 1 ნაჭერი ჯანჯაფილი
- 2 ლ წყალი
- 4-5 კბილი ნიორი
- 2 ს.კ. თაფლი
მომზადება და გამოყენება
1. კარგად გარეცხეთ ლიმონი, მოასხით მდუღარე წყალი ცვილის ნადების მოსაშორებლად.
2. თხელ რგოლებად დაჭერით ან ხორცსაკეპში გაატარეთ ლიმონი კანიანად(კურკების გარეშე).
3. ჯანჯაფილი და ნიორი გაფცქვენით, დააქუცმაცეთ ბლენდერში ან გაატარეთ ხორცსაკეპში.
4. მოათავსეთ ლიმონები 1 სამლიტრიან ან 3 ერთლიტრიან ქილაში.
5. აადუღეთ 2 ლ წყალი და გააგრილეთ 60 გრადუსამდე. დაუმატეთ წყალს ნიორი, ჯანჯაფილი და თაფლი. კარგად მოურიეთ და მაშინვე ჩაასხით ლიმონიან ქილებში.
6. 2 საათში წამალი მზად იქნება. მიიღეთ ყოველდღე უზმოზე, 100 მლ-ს ოდენობით, დილით და საღამოს. მკურნალობის პერიოდი 3-კვირიანია. შემდეგ შეისვენეთ 1 კვირით დაგაიმეორეთ კურსი კიდევ 4 კვირით.
7. შედეგს 10-14 დღეში იგრძნობთ. შეინახეთ საშუალება მაცივარში, მოხმარებამდე შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე.