Connect with us

თავის მოვლა

როგორ გავიახალგაზრდავოთ სახე 15 წუთში

კვირაში 2-3-ჯერ გამაახალგაზრდავებელი ნიღბები გაიკეთეთ. სახის კანის სილამაზისთვის საუკეთესო ნიღბის რეცეპტი აირჩიეთ.

1. შვრიის ფანტელების ნიღაბი

3-4 ს/კ შვრიას ცხელი რძე ან ნაღები დაასხით. მიღებული ნარევი სახეზე დაიდეთ. 15-20 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი მშრალ, აქერცლილ და გაუხეშებულ კანს დაარბილებს.

2. კეფირის ნიღაბი

პროცედურისთვის 100-200 მლ ცხიმიანი კეფირი (მაწონი ან არაჟანი) დაგჭირდებათ. 15-20 წუთის განმავლობაში სახეზე შერჩეული რძის მჟავის პროდუქტი რამდენჯერმე წაისვით.

ყურადღება მიაქციეთ: თუ მაღალი ცხიმიანობის არაჟანი ან ნაღები შეარჩიეთ, სახეზე ერთი სქელი ფენა წაისვით და 10-15 წუთით გაიჩერეთ.

3. ხაჭოს ნიღაბი

2 ს/კ ხაჭო, 2 ს/კ სტაფილოს წვენი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ რძე კარგად აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ სახის კანზე სქელ ფენად წაისვით, 15 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

4. თაფლის ნიღაბი

2 ს/კ თაფლი 1 ს/კ შვრიის ფანტელებს აურიეთ, 2 ჩ/კ რძე დაუმატეთ. ნარევი სახის კანზე წაისვით და 15-20 წუთით გაიჩერეთ.

გაითვალისწინეთ: ნიღაბი თაფლზე ალერგიის დროს უკუჩვენებულია.

5. ბანანის ნიღაბი

1 საშუალო ზომის ბანანი დაჭყლიტეთ, 1 ჩ/კ მკვებავი კრემი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩ/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. სახეზე 15-20 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახლის პირობებში თავის მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს. ამისთვის ბალახები დაგჭირდებათ.

მშრალი კანისთვის გვირილა, ცაცხვი, პიტნა, ასკილის ფოთლები და ვარდი აიღეთ.

ცხიმიანი კანისთვის კალენდულა, სალბი, შვიტა, ფარსმანდუკი და ვირისტერფა გამოიყენეთ.

გამოყენების მეთოდი ასეთია: 1 ს/კ რომელიმე მშრალ დაქუცმაცებული ბალახს 100 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და ამ ნაყენით სახე დღეში რამდენჯერმე გაიწმინდეთ.

შეგიძლიათ მრავალ კომპონენტიანი ნიღაბი გააკეთოთ.

თუ ცხიმიანი კანის ანთება გაწუხებთ, თანაბარი პროპორციებით დაქუცმაცებული ავოკადოს რბილობი, კეფირი და ალოეს წვენი აიღეთ. კარგად აურიეთ და ნიღაბი სახეზე (თვალის ზონას მოერიდეთ) 5-დან 20 წუთამდე გაიჩერეთ. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ.

ასევე შეგიძლიათ ნარევი რძის, ფორთოხლის ახალ დაწურული წვენისა და ყურძნის თანაბარი ნაწილებისგან მოამზადოთ. რეცეპტი იგივეა.

მშრალი კანისთვის თანაბარი პროპორციით თაფლი, ზეითუნის ზეთი და შვრიის დაქუცმაცებული ფანტელები აიღეთ. აურიეთ და სქელ ფენად სახეზე წაისვით. სახე 1 წუთის განმავლობაში რბილად დაიმასაჟეთ, შემდეგ კიდევ 5-10 წუთით გაიჩერეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დამატენიანებელი კრემი წაისვით.