Connect with us

ჯანმრთელობა

10 ნატურალური ანტიბიოტიკი, რომელთა შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ უამრავი მედიკამენტი არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად ყველა 100%-ით ეფექტური არაა, ან ბევრს მათი შეძენა არ შეუძლია.

ტექნოლოგიებისა და თანამედროვე მეცნიერების განვითარებამდე, რომლებიც მედიცინის განვითარებას ხელს უწყობენ, ადამიანები სხვადასხვა მცენარეულ სამკურნალო საშუალებას იყენებდნენ.

ბუნებას ნამდვილად ბევრი რამის მოცემა შეუძლია. რატომ ხარჯავენ ადამიანები ბევრ ფულს სამკურნალოდ, როცა დედა ბუნებას ბევრი ალტერნატივის შემოთავაზება შეუძლია?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – რადგან ეს თანამედროვე მედიცინას არ სურს. ამასთან ადამიანი წამიერ ეფექტს იღებს. ბუნებრივი საშუალება სასურველი შედეგის დასანახად კი ხანგრძლივი პერიოდით უნდა მიიღოთ. თუმცა მას არა მხოლოდ განკურნება, არამედ დადებითი ეფექტის მოცემაც შეუძლია.

ბუნების ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი მცენარეა, რომელიც შეგიძლიათ ანტიბიოტიკის სახით გამოიყენოთ. აი, რამდენიმე მათგანი.

1. ნიორი

ნიორი არა მხოლოდ უნიკალური სანელებელია, რომელიც სამზარეულოში გამოიყენება, არამედ შესანიშნავი ანტისეპტიკი, ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა.

ნიორი პარაზიტების მოსაშორებლად გამოიყენება, პოდაგრის, დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობაში დაგეხმარებათ. მისი მიღება რეკომენდებულია წყლულების, ქრონიკული შეკრულობის, ციებ-ცხელების, შარდკენჭოვანი დაავადების და უძილობის დროს.

2. ხახვი

ეს ბოსტნეული აგატირებთ, მაგრამ მისი მკვებავი თვისებები გაგახარებთ. ხახვი ნიორს ჰგავს. ის ტკივილს აყუჩებს, ანთებას, სურდოს და გრიპს ამცირებს. ხახვი ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს, იმუნიტეტს ზრდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევას, ათეროსკლეროზს, სურდოს, ბრონქებს, ჰიპერტონიას და სქესობრივ დისფუნქციას ებრძვის.

3. გრეიფრუტის კურკების ექსტრაქტი

ბოლო მონაცემებით გრეიფრუტის კურკების ექსტრაქტი ანტიბაქტერიულ, ვირუსის საწინააღმდეგო და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს. სწორედ ამიტომ, ყველა შესაძლო ინფექციების სამკურნალოდ ძალიან რეკომენდებულია.

4. პირშუშხა

პირშუშხა ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს, ნაღვლმდენი, ამოსახველებელი, ანტი-ზინგოტიკური თვისებები გააჩნია. პაციენტებს მას სურდოს დაავადების, სხვადასხვა ანთებითი პროცესების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, რადიკულიტის, ღვიძლის დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმის, შარდის ბუშტის და კანის დაავადების დროს უნიშნავენ. პირშუშხაში შემავალი გლუკოზინოლატების ნაერთები საკმაოდ მძლავრია, რომ სიმსივნეს ებრძოლოს.

5. C ვიტამინი

C ვიტამინი ან ასკორბინის მჟავა სხვადასხვა ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება, როგორიცაა ფორთოხალი, ანანასი და ლიმონი. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, შემაერთებელი ქსოვილების, როგორიცაა ძვლების და სისხლძარღვების წარმოქმნას და მხარდაჭერას ხელს უწყობს.

ვიტამინი კანის აღსადგენადაც გამოიყენება. ამის გარდა, C ვიტამინი გულის ჯანმრთელობას ხელს უწყობს და გულის დაავადებისგან დაგიცავთ.

6. მანუკას თაფლი

ეს თაფლის უნიკალური სახეობაა, რომლის სამშობლოდ ახალი ზელანდია ითვლება. მანუკას თაფლი ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ვირუსის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

სამედიცინო მიზნით ხშირად წვრილი ჭრილობების და დამწვრობის დროს იყენებენ. თაფლი ქოლესტერინის მაღალი დონის შესამცირებლად, დიაბეტის და სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება.

7. დარიჩინი

დარიჩინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, პოლიფენოლებით, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მჟავე ზქმოქმედებისგან იცავენ. ეს გასაოცარი სანელებელი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს და დიაბეტს აფერხებს. დარიჩინი სოკოს და სხვა მსგავსი დაავადების დროსაც დაგეხმარებათ. ასევე საკვები პროდუქტებისთვის ნატურალური კონსერვანტის სახით გამოიყენება.

8. ვაშლის ძმარი

ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს პერიოდიდან ვაშლის ძმარი ალტერნატიული მკურნალობისთვის ფართოდ გამოიყენებოდა. ეს ძმარი ანტიოქსიდანტებით სავსეა, რომელსაც დაზიანებული უჯრედების აღდგენა შეუძლია. ვაშლის ძმარი კურნავს, ასევე მიკრობებს ანადგურებს და ანტიბიოტიკის სახით მოქმედებს. მას წონაში დასაკლებად და გულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად იყენებენ.

9. ევკალიპტი

ევკალიპტი ანტისეპტიკური მცენარეა, რომელიც კანის შეხორცებას ხელს უწყობს. შეგიძლიათ ჩაი მოამზადოთ და ხველების სამკურნალოდ, ასევე სოკოს გასაქრობად გამოიყენოთ. მას რესპირატორული პრობლემების, როგორიცაა პნევმონია, ასთმა, ტუბერკულოზი და ბრონქიტი, სამკურნალოდ იყენებენ.

ევკალიპტის ზეთი ძალიან ადუნებს და ფსიქიკურ ამუწურვას ამსუბუქებს. ქრონიკული დაღლილობის, ასევე სტრესის სამკურნალოდ დაგეხმარებათ.

10. კოჭა

კოჭას სურდოს სამკურნალოდ იყენებენ, რადგან მასში შემავალი გინგეროლი ბევრ სამკურნალო თვისებას ფლობს. კოჭის ფესვები გულისრევის, კუჭის აშლილობის, სახსრების ტკივილის და კუნთების ტკივილის დროს დაგეხმარებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.