ჯანმრთელობა
ვიწმენდთ ღვიძლს, ვხდებით, ვაახლებთ ორგანიზმის უჯრედებს – 72 საათი და რამდენიმე ფინჯანი…
სუფთა სისხლი – სუფთა ღვიძლია! ადამიანის ორგანიზმის მთავარი ორგანო გათვლილია 600-წლიან ფუნქციონირებაზე, თუმცა ადამიანი ახერხებს მის მოკვლას 60 წელში. არასწორი კვება და ალკოჰოლი ანადგურებს ორგანოს, უჯრედს-უჯრედზე.
ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გაწმინდოთ ღვიძლი და მოიყვანოთ ორგანიზმი წესრიგში. სულ რამდენიმე დღეში, თავს იგრძნობთ განახლებულად, გაქრება საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ეს კარგი პროფილაქტიკაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისთვის.
ღვიძლის საშინაო პირობებში გასაწმენდად, გთავაზობთ ქიშმიშის ნახარშის მომზადებას, რომელიც ააქტიურებს ორგანიზმში ბიოქიმიურ პროცესებს და წმენდს ღვიძლსა და სისხლს ტოქსინებისგან. ვგიჟდები ამ ჩირზე.
ყურადღება გაამახვილეთ ქიშმიშის ფერზე, მის შეძენამდე: აირჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი ფერის ჩირი. სუფთა, სწორი ფორმის ქიშმიშები, არც ისე მაგარი და არც ისე რბილი – სწორედ ისაა, რაც გვჭირდება. თუ ქიშმიში ელვარებს, ალბათ, იგი სპეციალური ხსნარებით დაამუშავეს – ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
ქიშმიშის ნახარში
ნახარშის მომზადება წინა საღამოს უნდა დაიწყოთ.
ინგრედიენტები
- 2 ჭიქა წყალი
- 150 გ ქიშმიში
მომზადება
- კარგად გარეცხეთ ქიშმიში.
- წყალი აადუღეთ და ჩაყარეთ მასში გარეცხილი ჩირი. ხარშეთ ქიშმიში 20 წუთის განმავლობაში. ნახარში დააყენეთ მთელი ღამით.
- დილით გადაწურეთ ნახარში და ოდნავ შეათბეთ.
გამოყენება
მიირთვით ნახარში ყოველ დილით, უზმოზე. 30 წუთში შეგიძლიათ ისაუზმოთ. მოხარშული ქიშმიში შეგიძლიათ შვრიის ფაფას დაუმატოთ – ასე მიიღებთ გემრიელ და სასარგებლო საუზმეს.
ღვიძლის გაწმენდის პროცედურა უფრო ეფექტური რომ გახადოთ, დაუმატეთ მენიუს პროდუქტები, რომლებიც ღვიძლს წმენდს: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, ისპანახი, ქლიავის ჩირი. სასარგებლო იქნება რძის პროდუქტის მოხმარების შეზღუდვა.
თუ ქიშმიშის ნახარშს თვეში 4 დღის განმავლობაში მაინც თუ დალევთ, შედეგს აუცილებლად მიიღებთ. აჩუქეთ მეგობრებს ჯანმრთელობის ულუფა და გაუზიარეთ ეს სამკურნალო რეცეპტი.