Connect with us

საკითხავი

ასპირინის საიდუმლოებები: 6 ხრიკი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ამ შესანიშნავ აბს ბევრი გამოყენება აქვს, რომელთა დახმარებით თქვენი ცხოვრება გამარტივდება.

ასპირინი მედიკამენტია, რომელიც თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება. ის არა მხოლოდ ტკივილს ებრძვის, არამედ ბევრ სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაშიც დაგეხმარებათ.

1. კანს აახალგაზრდავებს

ასპირინში შემავალი სალიცილის მჟავა კანს მკვდარ უჯრედებს და ჭარბ ცხიმს აშორებს. უბრალოდ 5 აბი ასპირინი დააქუცმაცეთ და ¼ ჭიქა წყალს და 1 ჩ/კ თაფლს აურიეთ.

ნარევი კანზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში კანის ყველა პრობლემას მოიშორებთ და მის გაახალგაზრდავებას ხელს შეუწყობთ.

2. მწერების ნაკბენზე

მწერების ნაკბენით გამოწვეული სიწითლის და ქავილის მოსაშორებლად ასპირინი ნაკბენ ადგილას შეიზილეთ.

3. ლაქებს გააქრობს

ამ მარტივი ხრიკით ტანსაცმელზე ოფლის ლაქებს მოიშორებთ. უბრალოდ რამდენიმე აბი ასპირინი დაფშვენით და ნახევარ ჭიქა წყალს აურიეთ. შემდეგ ბინძური ნაწილი ამ ნარევში დაალბეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ.

4. თმის ფერს აღადგენს

განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თმა ღია ფერში გაქვთ შეღებილი. ქლორიანი წყალი ღია ფერის თმას ძლიერ აზიანებს. თმის ბზინვარებას და მოცულობას დაიბრუნებთ, თუ 6-8 ასპირინის აბს 1 ჭიქა თბილ წყალში გახსნით და მიღებულ ნარევს თმაში შეიზელთ. დაახლოებით 10-15 წუთით გაიჩერეთ.

5. სამზარეულოს ჭურჭელს ცხიმს აშორებს

საწმენდი პასტა მოამზადეთ. ამისთვის რამდენიმე დაქუცმაცებული ასპირინის აბი და ცოტა წყალი აურიეთ. შემდეგ ჭურჭელი გაწმინდეთ. შედეგი გაგაოცებთ!

6. მცენარეებს დიდხანს ყვავილობაში დაეხმარება

ცოტა დაქუცმაცებული ასპირინი მცენარეების სარწყავ წყალს დაუმატეთ. ამ ნარევის გამოყენების შემდეგ მცენარე თავისი ყვავილობით დიდხანს გაგახარებთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.