ყვავილები
როგორ გავზარდოთ ვარდი კარტოფილში. მოქმედი მეთოდი მომავალში აყვავებული ბუჩქის მისაღებად
როგორ გავზარდოთ ვარდი სახლში
მსოფლიოში ათასობით ბაღის ყვავილი და მილიონობით მათი სახეობა არსებობს, მაგრამ მხოლოდ ვარდი უკვე საუკუნეებია „დედოფლად“ არის აღიარებული. ნებისმიერი მოვლენის აღსანიშნავად ვარდის თაიგული სასურველი და უნივერსალური საჩუქარია. სამწუხაროდ, მოჭრილი ვარდი სწრაფად ჭკნება.
შეგიძლიათ მოდას და ყვავილების სალონების რეკლამებს გვერდი აუაროთ და საყვარელ ადამიანს უნიკალური საჩუქარი – ცოცხალი ვარდი აჩუქოთ, რომელიც მას დიდხანს გაახარებს.
ამისთვის სულ ცოტა რამ დაგჭირდებათ:
- ვარდი
- კარგი ხარისხის კარტოფილი
- მიწა
- მცირე ქოთანი
- სახვრეტელი
- პლასტმასის ბოთლი
მოქმედების თანმიმდევრობა:
1. ვარდს ფოთლები და კვირტები მოაშორეთ. მნიშვნელოვანია, რომ მოჭრათ და არ მოწყვიტოთ – ეს მცენარეს დააზიანებს და მის აღდგენას ვეღარ შეძლებთ. ღერო 45 გრადუსიანი კუთხით მოჭერით, სადღაც ქვემოდან 3 სმ-ზე.
2. სახვრეტელის დახმარებით კარტოფილში მცირე ზომის ხვრელი გააკეთეთ, რომ მასში ვარდის ღეროს ჩამაგრება შეძლოთ. ამასთან მდგრადობა უნდა შეინარჩუნოს.
3. ქოთანი 5 სმ სიმაღლეზე ქოთნით აავსეთ და კარტოფილი მოათავსეთ ისე, რომ ვარდის ღერო ვერტიკალურად იყოს, ქოთანი ბოლომდე ნიადაგით აავსეთ.
4. პლასტმასის ბოთლის ძირი გადაჭერით და ამ პლასტმასის ბოთლით ვარდის ღერო დაფარეთ. ეს სათბურის ეფექტს შექმნის.
5. ვარდი ოდნავ მორწყეთ.
6. აღმონაცენების გამოჩენას დაელოდეთ. სურვილის მიხედვით ცოტა სასუქი დაუმატეთ. ეს ზედმეტი არ იქნება. ვარდი ძალიან სწრაფად გაიზრდება.