Connect with us

ჯანმრთელობა

ვარდკაჭკაჭა – ჩვენი ჯანმრთელობის მივიწყებული ელექსირი

ახლა ვარდკაჭკაჭა დაუმსახურებლად მიივიწყეს, თუმცა ჩვენი წინაპრები ფართოდ იყენებდნენ მას სამკურნალო საშუალებისა და ავგაროზის სახით. ძველი ლეგენდების მიხედვით, ამ მცენარის ფესვს სასწაულმოქმედი თვისებები აქვს.

ასევ, ავიცენა თანამედროვეებს ურჩევდა ვარდკაჭკაჭას მოხმარებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თვალის დაავადებების, აგრეთვე, პოდაგრის სამკურნალოდ. ეგვიპტეში ეს ყვავილი მორიელებისა და ტარანტულების ნაკბენის ანტიდოტად გამოიყენებოდა. ძველ აზიაში მას მზითვად ატანდნენ პატარძალს. ჩვენი წინაპრების აზრით, ვარდკაჭკაჭა არამხოლოდ ვიტამინების წყარო, არამედ ავი თვალისა და ჯადოსგან დაცვის საშუალებაც იყო, რომელიც ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.

ეს მცენარე გამოიყენება ღვიძლის, ელენთის სამკურნალოდ, მადის მოსამატებლად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. იგი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და ასკორბინის მჟავას. აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას სტრესის მიმართ და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

ვარდკაჭკაჭას ფოთლებს, ღეროებსა და ყვავილებსაც კი უმატებენ სალათებს. ვარდკაჭკაჭას ძლიერი ფესი აქვს. იგი მდიდარია ინულინით, ვიტამინებით, კალიუმით, მცენარეული შაქრით. ფესვს თხრიან, რეცხავენ, წვრილად ჭრიან და აშრობენ.

ჰიპერტონიის პროფილქტიკისთვის რეკომენდებულია ვარდკაჭკაჭას სასმლის დალევა თაფლითა და ლიმონით.

ვარდკაჭკაჭას ყავა

  • 1 ჩ.კ. დაფქული ყავა
  • 2 გ დაფქული ვარდკაჭკაჭა
  • 40 გ ნაღები
  • 20 გ შაქარი
  • 10 გ შაქრის პუდრა

დაასხით ყავასა და ვარდკაჭკაჭას ცხელი წყალი. დააყენეთ. ათქვიფეთ ნაღები და შაქარი ფუმფულა ქაფის მიღებამდე, ყავა ჩაასხით ფინჯანში საცრის გამოყენებით. ზემოდან დაუმატეთ ქაფი და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ვარდკაჭკაჭას ჩაი

1 ჩ.კ. ვარდკაჭკაჭას დაუმატეთ 1/4 ლ ცივი წყალი. აადუღეთ და ხარშეთ 2-3 წუთით. გადაწურეთ და მიირთვით თაფლთან ერთად.

ვარდკაჭკაჭას მკვებავი სასმელი

1 ჭიქა მდუღარე წყალში მოათავსეთ 1/3 ჩ.კ. ვარდკაჭკაჭა და 2 ჩ.კ. თაფლი. დააყენეთ და მიირთვით.

ვარდკაჭკაჭას გამოყენება ხალხურ მედიცინაში

  • ელენთის დაავადებების დროს: 1 ჭიქა მდუღარეზე მოდის 20 გ ვარდკაჭკაჭას ფესვი. მოხარშეთ, დააყენეთ 1 საათით. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში სამჯერ;
  • ღვიძლის დაავადებების დროს: 2 ს.კ. ვარდკაჭკაჭა 0.5 ლ მდუღარეზე. მოხარშეთ, დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი და 1 ჩ.კ. ხილის ძმარი. ცხელი ნახარში მიირთვით დღის განმავლობაში შეუზღუდავად;
  • არითმიის დროს: 1 ჩ.კ. ვარდკაჭკაჭას დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 2 ჭიქა წყალი და აადუღეთ. დააყენეთ 1-2 საათით. გადაწურეთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე;
  • ეკზემის, სიმსივნისა და ძველი ჭრილობების დროს: შეიზილეთ ვარდკაჭკაჭას სპირტიანი ნაყენი ან მისი ფესვის ნახარში დაზიანებულ ადგილებზე.