Connect with us

ჯანმრთელობა

25 წვეთი ძლიერი თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ

სისხლის ცუდი მიმოქცევის და თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროების დროს ხშირად თავის ტკივილები გვაწუხებს. ამას ბევრი ტანჯვა და ცხოვრების ხარისხის შემცირება ახლავს.

ბევრი აბის მიღება ასეთ ტკივილს ვერ გააქრობს და სამუდამოდ ვერ მოგაშორებთ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ნატურალურ საშუალებას, რომელიც სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და თავის ტკივილს წამებში გააქრობს.

რეცეპტი ძალიან მარტივია და მის მომზადებას სახლის პირობებში შეძლებთ.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ კატაბალახას ნაყენი
  • 100 მლ ევკალიპტის ნაყენი
  • 50 მლ იორდასალამის ნაყენი
  • 100 მლ შავბალახას ნაყენი
  • 50 მლ პიტნის ნაყენი
  • 100 მლ შავბალახას ნაყენი
  • 10 ცალი მიხაკი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 10 გრ კოჭის ფხვნილი

ყველა ინგრედიენტი მინის მუქი ფერის ჭურჭელში მოათავსეთ და ბნელ ადგილას 25 დღე დააყენეთ. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ. 25 წვეთი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ.

ძალების აღდგენა, ჯანსაღი ძილი და სტრესის შედეგების მოშორება ძალიან მნიშვნელოვანია.

გთავაზობთ სამკურნალო ბალახების ეფექტურ ნარევს, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ის, რომ ყველა დაავადება ნერვებიდან იწყება – ჭეშმარიტებაა. ნაყენი ნერვული სისტემის მოდუნებაში, აღდგენასა და გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები:

  • 100 მლ კატაბალახას ნაყენი
  • 50 მლ ევკალიპტის ნაყენი
  • 100 მლ იორდასალამის ნაყენი
  • 100 მლ შავბალახას ნაყენი
  • 25 მლ პიტნის ნაყენი

ასეთი ნარევის მომზადება რთული არაა: ერთ ჭურჭელში ყველა ნაყენი აურიეთ და ბნელ ადგილას 2 კვირა გააჩერეთ. ამასთან შენჯღრევა არ სჭირდება.

1 ჩ/კ ნაყენი სასმელ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დალიეთ.

უკუჩვენება

რეკომენდებული არააა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, 12 წლამდე ბავშვებში, ალკოჰოლიზმის დროს, მძღოლებისთვის, რომლებიც მუდმივად საჭესთან იმყოფებიან და ნარევის ნებისმიერ კომპონენტზე ალერგიის დროს.