ჯანმრთელობა
არწივისებრი მხედველობა: 12 რეცეპტი მხედველობის აღსადგენად
გთავაზობთ 12 რეცეპტს დაქვეითებული მხედველობის აღსადგენად:
1. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ მოცვისა და ჟოლოს კენკრა. სხვათაშორის, ეს ორი პროდუქტი საუკეთესო საშუალებად ითვლება მხედველობის გასაუმჯობესებლად – მიირთვით შეუზღუდავად.
2. დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი 3 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ჭაობის აირს და დააყენეთ 30 წუთით. მიირთვით დღეში ოთხჯერ, 1/4 ფინჯანი.
3. დღის განმავლობაში, ყოველ 3-4 საათში მიირთვით 5 ღერო პრასი, დააყოლეთ მწვანე ჩაი.
4. დაასხით 4-6 დიდ კოვზ დაქუცმაცებულ პირეას 5 ჭიქა გაფილტრული წყალი და აადუღეთ, სანამ მოცულობა საწყისის მეოთხედამდე არ შემცირდება. მზა ნახარში მიირთვით დღეში ოთხჯერ, 1 ს.კ. ოდენობით.
5. შეურიეთ 1/4 ჩ.კ. თაფლი 1/2 ჭიქა მაგარ ჩაის. მზა მასა ჩაიწვეთეთ თვალებში, დღეში სამჯერ, 5-5 წვეთი.
6. მხედველობის გასაუმჯობესებლად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ასკილის ნახარში, რომელიც მზადდება შემდეგი პროპორციით: 3-4 ჩ.კ. დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი 2 ჭიქა მდუღარეზე. ხარშეთ არაუმეტეს 5 წუთით. თბილ მასას დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლიც.
7. მიირთვით ღამით 1 ჭიქა თაფლიანი წყალი(1 ჩ.კ. თაფლი 1 ჭიქა გაფილტრულ წყალზე).
8. ყოველდღე მიირთვით 1 ჭიქა სტაფილოს წვენი ნახევარ ჩ.კ. ზეითუნის ზეთთან ერთად.
9. ასევე, მხედველობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია, დღეში 150 გ ჯანჯაფილისა და წითელი ჭარხლის სალათის მირთმევა, შეზავებულის ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით(თითო ჩ.კ.).
10. ხარშეთ 2 ჭიქა წყალში 10 წუთით 2 ჩ.კ. დაქუცმაცებული ჭინჭარი, გადაწურეთ ნახარში მარლაში და შეურიეთ მწვანე ჩაის. მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში.
11. დააყენეთ ფინჯანში 1 ჩ.კ. მშრალი კალენდულა 1 ჭიქა მდუღარეთი, შემდეგ დააყენეთ თბილ ადგილას 3-5 წუთით და გადაწურეთ. საშუალება მიირთვით ყოველ 4-6 საათში ერთხელ. შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი.
12. დაასხით 1 ჩ.კ. კამის თესლს მდუღარე წყალი. 5 წუთში მიირთვით მცირე ყლუპებით. მიირთვით დღეში ორჯერ.