ჯანმრთელობა
მარია ტრებეს „შვედური სიმწარე“ (22 მწვანილის ძალა): ლეგენდარული ბალახების ნაყენის რეცეპტი
„შვედური სიმწარე“ ან „შვედური ბალზამი“ (გერმ. Schweden-Bitter) მთელ მსოფლიოში ცნობილი ცხარე ბალახების ნარევია, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების ელექსირად ითვლება. მისი ისტორია ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იწყება, როცა შვეიცარელმა ალქიმიკოსმა და ექიმმა, თეოფრასტუს პარაცელსუსმა საკუთარი „ხანგრძლივი ცხოვრების ელექსირი“ (Elixir Ad Longam Vitam) გამოიგონა.
ელექსირის ორიგინალური ფორმულა დაიკარგა, მაგრამ 100 წლის შემდეგ შვედმა ექიმმა, კლაუს ზამსტიმ თავიდან აღმოაჩინა და ნარევს უწოდა „შვედური სიმწარე“, სხვა სიტყვებით: „ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოში არ არსებობს დაავადება, რომლისთვისაც „შვედური სიმწარე“ უსარგებლო აღმოჩნდება ან ტრადიციული მკურნალობის მეთოდისთვის ეფექტურ საფუძველს ვერ შექმნის“.
შვედური სიმწარე
1980 წელს სამკურნალო ბალახების მცოდნემ მარია ტრებემ ექიმი ზამსტის რეცეპტი აღმოაჩინა და საქვეყნოდ ცნობილი გახადა წიგნით „ჯანმრთელობა ღვთის მიერ მონიჭებული აფთიაქიდან: ბალახებით მკურნალობის გამოცდილება და რჩევები“.
თუ მრავალრიცხოვან გამოხმაურებებს დავუჯერებთ, შვედურ ბალზამს რიგი დაავადებების განკურნება შეუძლია, კერძოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს უმკლავდება.
რეცეპტის შემადგენლობაში 22 ინგრედიენტი შედის. პატარა „შვედური სიმწარე“, რომელიც გაყიდვაში ხშირად გვხვდება, 11 ბალახს მოიცავს.
სამკურნალო საშუალების მოქმედება მის შემადგენლობასთან კავშირშია. მაგალითად, რევანდის ფესვები, კასიას ფოთლები და მზიურას ფესვები ნაწლავების მუშაობას სტიმულირებენ.
ალოე მადას აუმჯობესებს. კოთხუჯის ფესვები ჭრილობის შეხორცებას და ნაწლავური ინფექციის მკურნალობას ხელს უწყობს. აბზინდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს.
ყვითელი ნაღველას ფესვების, ანგელოზას, დარიჩინის, ილის, ხოროსნის ფესვის და ზაფრანას წყალობით პაციენტს მადა უუმჯობესდება, საჭმლის მომნელებელი სისტემა აქტიურდება, კუჭის წვენის და ნაღვლის სეკრეცია იზრდება.
მომზადების სახელმძღვანელო
შვედური ბალზამის რეცეპტი საიდუმლოს არ წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი კომპონენტი საკმაოდ იშვიათია, მათ გარეშე კი ნამდვილ შვედურ ელექსირს ვერ მიიღებთ. სწორედ ამიტომ, უფრო მარტივია მზა ნარევის შეძენა, სადაც ყველა ინგრედიენტი მწარმოებლის მიერ მოპოვებულია.
1. ბალახების შეფუთვა „შვედური სიმწარე“ გახსენით და ნაკრები მინის ქილაში გადაიტანეთ.
2. დაუმატეთ 1,75-დან 2 ლიტრამდე არაყი, აურიე და თავზე მჭიდროდ დაახურეთ, რომ ჰაერის შეღწევა თავიდან აიცილოთ.
3. მიღებული ნარევი ბნელ ადგილას 14-30 დღე დატოვეთ. ყოველდღე შეანჯღრიეთ ან აურიეთ.
4. 30 დღის გასვლის შემდეგ მიღებული ნაყენი გადაწურეთ, ამისთვის საწური ან მარლა გამოიყენეთ. მიღებული ელექსირი ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.
5. ნაყენი „შვედური სიმწარე“ შეგიძლიათ მომზადებიდან 36 თვის განმავლობაში გამოიყენოთ.
„შვედური სიმწარის“ გამოყენება
საუკეთესო შედეგის მისაღებად ჭამამდე 15-30 წუთით ადრე დალიეთ. მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის შემთხვევაში მიღება ½ ჩაის კოვზით დაიწყეთ.
1. კუჭ-ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად
1 ჩ/კ ნაყენი ჩაიში ან წყალში გახსენით და დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
2. თავის ტკივილის დროს
ნაყენის კომპრესი თავზე იმ ადგილას დაიდეთ, სადაც ძლიერ ტკივილს გრძნობთ. 1-2 საათი გაიჩერეთ.
3. თუ ყელი გტკივათ
დილით, სადილზე და საღამოს რამდენიმე წვეთი ნაყენი ენაზე დაიწვეთეთ, ნერწყვს აურიეთ და ნელ-ნელა გადაყლაპეთ.
4. რევმატიზმის დროს
დღეში 3-ჯერ, 1 ჩ/კ ნაყენი ჭინჭრის ჩაისთან ერთად დალიეთ, ამავდროულად კომპრესები გაიკეთეთ. გაითვალისწინეთ, სქელი სისხლის შემთხვევაში ჭინჭრის ჩაის მიღება უკუჩვენებულია.
5. კბილის ტკივილის დროს
სავლები მოამზადეთ: 1 ს/კ ნაყენი 1 ჭიქა წყალში გახსენით.
6. უძილობის დროს
1 ს/კ „შვედური სიმწარე“ მიიღეთ.
7. სისხლის გასაწმენდად
1 ჩ/კ ელექსირი დილა-საღამოს დალიეთ. კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა შეგიძლიათ დღეში 3-ჯერ 1 ს/კ კოვზამდე გაზარდოთ.
უკუჩვენება
შვედური სიმწარე უკუჩვენებულია ნარევში შემავალი ზოგიერთი სამკურნალო მცენარის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის დროს. ასევე მისი მიღება ნაწლავური გაუმტარობის, თირკმლის უკმარისობის და 12 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება.
„შვედური სიმწარის“ შემადგენლობა მწარმოებლების მიხედვით განსხვავდება და შესაძლო შედეგებიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. მიღების წინ ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ, რადგან მისი მიღება ამა თუ იმ მედიკამენტთან ერთად შეიძლება არ შეიძლებოდეს.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.