Connect with us

ჰოროსკოპი

გამოცდილი ასტროლოგები: “იმიჯის შეცვლამ წარმატება რომ მოგიტანოთ, შეიჭერით თმა აგვისტოს..”

უამრავი ქალბატონი, იდეალური იერის მიღების მიზნით, მიმართავს ვარცხნილობების მთვარის კალენდარს, რომელიც ყოველთვიურად დგინდება ასტროლოგების მიერ. ამაში გასაკვირი არაფერია, რამდენადაც დიდი ხანია აღნიშნულია, რომ ამ კალენდარის გამოყენება არამხოლოდ ლამაზი ვარცხნილობის მიღებასა და თმის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, არამედ კეთილდღეობის მიღებაში, იღბლის მოტანასა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაშიც კი გვეხმარება – იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. ეს იმითაა განპირობებული, რომ მთვარეს მძლავრი გავლენა აქვს ადამიანსა და პლანეტაზე არსებულ მრავალ პროცესზე.

დღეს ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის 2019 წლის ზაფხულის ბოლო თვის კალენდარი მოამზადა. აგვისტო ახალი მთვარით იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო დროა ვარცხნილობის შესაცვლელად.

ვარცხნილობების კალენდარი 2019

კეთილშობილი დღეები თმის შესაჭრელად

1. 5 აგვისტო

დილის 10 საათიდან, ვარცხნილობა დადებითად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე, აუმჯობესებს განწყობას. თმის ღია ფერებში შეღებვით, საქმიანი პარტნიორების მოზიდვას შეძლებთ. თმები გასქელდება და მოცულობაც მოემატება, უფრო სწრაფად გააგრძელებს ზრდას.

2. 8 აგვისტო

ვარცხნილობა ჯანმრთელობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მოგანიჭებთ შარმს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. თმა სწრაფად და კარგად გაიზრდება. დადებითად იმოქმედებს გამაახალგაზრდავებელი პროცედურებიც თმაზე.

3. 9 აგვისტო

დილიდან 15:45-მდე შეჭრილი ვარცხნილობა დაგეხმარებათ პოტენციალის რეალიზებაში, კოლეგებისა და უფროსობის წინაშე ავტორიტეტის ამაღლებაში. მოიზიდავს ბედნიერებასა და დღეგრძელობას. ვარცხნილობის შემდეგ, თმა ძლიერი და ჯანსაღი იქნება.

4. 11 და 12 აგვისტო

11 აგვისტოს 18:00-დან 12 აგვისტოს 18:50-მდე, ვარცხნილობა დარდისგან გაგათავისუფლებთ. ასევე, ხელს შეუწყობს ინტუიციისა და წარმომსახველობის გაზრდას. თმა ნაკლებად დაიყოფა ბოლოებში, გასქელდება და გაძლიერდება.

5. 22 აგვისტო

ამ დღეს თმის შეჭრა დაგეხმარებათ მატერიალური პრობლემების გადაჭრასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. მთვარე იკლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თმა ნელა გაიზრდება. რეკომენდებულია ნატურალურ და მკვეთრ ფერებში შეღებვა, ექსპერიმენტების გარეშე.

6. 23 აგვისტო

ვარცხნილობა სახეს ჯანსაღ ფერს მიანიჭებს, გააუმჯობესებს მატერიალურ მდგომარეობას. ახალი ფინანსური ნაკადის მოსაზიდავად, შეიღებეთ თმა ბუნებრივ ფერში. თმა გაძლიერდება, მოემატება მოცულობა.

7. 28 აგვისტო

ვარცხნილობა დაგეხმარებათ ქარიზმის გაძლიერებაში და იმოქმედებს გარშემო წარმატების მიღწევაში. თმის ფერის შეცვლა დადებითად აისახება ფინანსურ მდგომარეობაზე. წარმატებულია ყველა სახის პროცედურა თმაზე.

8. 29 აგვისტო

ვარცხნილობა გაგათავისუფლებთ წარუმატებობლებისგან და მოიზიდავს დადებით ენერგიას. თმის შეღებვა ნატურალურ ელფერში გააძლიერებს სოციალურ სტატუსს. თმა გასქელდება და გაძლიერდება.

თმის შესაჭრელად არაკეთილშობილი დღეებია: 9 აგვისტო 15:45-ის შემდეგ, 10, 13, 14, 15, 18, 20, 30 აგვისტო. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია.