Connect with us

ჯანმრთელობა

იშვიათ ვირუსს, რომელიც კოღოებს გადააქვთ, თქვენი პიროვნების შეცვლა შეუძლია

ამერიკელმა ექიმებმა, ნიუ-იორკისა და მასაჩუსეტსის შტატში, აღმოაჩინეს იშვიათი ვირუსი, რომელიც იწვევს ტვინის დაზიანებას და გადადის კოღოს ნაკბენით. ესაა აღმოსავლური ცხენის ენცეფალიტის ვირუსი, რომელიც ჭაობის კოღოებში აღმოაჩინეს. ადამიანთა დაინფიცირების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არსებობს.

აღმოსავლური ცხენის ენცეფალიტი – ესაა იშვიათი, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში ვირუსი, რომლითაც ზიანდება შინაური საქონელი და ადამიანი, იწვევს კრუნჩხვებს, ფსიქიკურ დარღვევებსა და, გადარჩენილებში, პიროვნების ცვლილებებსაც კი.

ყველაზე ხშირად, იგი აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის ჭაოვისა და ტყის მონაკვეთებში გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე გვხვდება. ხოლო ფლორიდაში, მისისიპიში, ლუიზიანაში, ალაბამასა და ტეხასში იგი ზამთარშიც კი აქტიურია.

დაავადება განუკურნებელია, თუმცა მისგან თავდაცვა შესაძლებელია, თუ კოღოს ნაკბენებს აიცილებთ თავიდან. საშუალოდ, აშშ-ში ყოველწლიურად ადამიანის ენცეფალიტით დაინფიცირების 5-10 შემთხვევა რეგისტრირდება. შემთხვევათა 30% ლეტალური შედეგით სრულდება, ხოლო გადარჩენილებს, ჩვეულებრივ, ტვინის შეუქცევადი დაზიანება აღენიშნებათ.

ვირუსი სისხლში კოღოს კბენისას ხვდება და იწვევს ტვინის ანთებას(ენცეფალიტს), რაც მას ძალიან საშიშს ხდის. კბენიდან 4-10 დღის განმავლობაში, ადამიანს აღენიშნევა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა თავის ტკივილი, ციებ-ცხელება და გულისრევა. გრიპისგან განსხვავებით, სიმპტომები პრიგრესირდება, იწვევს დეზორიენტაციასა და კონვულსიებს.

დიაგნოსტიკისთვის საჭიროა ზურგის ტვინის სითხის აღება. მართალია, დაავადება განუკურნებელია, თუმცა პაციენტი აუცილებლად უნდა ჰოსპიტალიზდეს: თუ ვირუსმა ტვინის დაკავება ვერ მოასწრო, გამოჯანმრთელება რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

თუმცა, თუ ტვინი დაზიანდა, სამწუხაროდ, ეს შეუქცევადი პროცესია. ტვინის დაზიანების ხანგრძლივი შედეგია გონების დაბინდვა, მეხსიერების დაკარგვა, პიროვნებისა და განწყობის ცვლილებები, პარალიზება და გონებრივი დარღვევები. პაციენტთა დაახლოებით მესამედი კვდება რამდენიმე კვირაში, ან რამდენიმე წელიწადში, უწყვეტი ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევების გამო.

ენცეფალიტით შეიძლება ნებისმიერი დაავადდეს, თუმცა, ყველაზე მძიმედ ავადდებიან ბავშვები და მოხუცები. აღმოსავლური ცხენის ენცეფალიტისგან თავის დაცვა მხოლოდ კოღოს საწინააღმდეგო რეპელენტებითაა შესაძლებელი.