Connect with us

ყვავილები

ყვითელი პომიდორი თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ყვითელი პომიდორი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროდან ევროპაში პირველად სწორედ ყვითელი პომიდორი შემოიტანეს. აქედან მოდის მისი სახელიც. სიტყვა „pomid’oro” ფრანგულიდან იტალიურში ნასესხები სიტყვაა და „ოქროსფერ ვაშლს“ ან „ყვითელ ვაშლს“ ნიშნავს.

რით არის სასარგებლო ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდორი

ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდორი ყვითელი ან ნარინჯისფერი რბილობის, ასევე უფერო ან ყვითელი კანის კომბინაციით არის შექმნილი. კანის ფერი პირდაპირ ბეტა-კაროტინებით გაჯერებაზეა დამოკიდებული.

ნაყოფის ფერზე პასუხისმგებელი კაროტინოიდები ძლიერი ანტიოქსიდანტებია. ისინი ორგანიზმს ავთვისებიანი სიმსივნისგან იცავენ და გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა. მოქმედების მექანიზმი ორგანიზმის დაბერების და იმუნიტეტის დაქვეითების გამომწვევი მჟავე პროცესების ზიანის შემცირებას უკავშირდება.

წითელი პომიდორი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტით, ლიკოპინით არის მდიდარი. თუმცა მან ზოგიერთ ადამიანში შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. პრობლემის გადაჭრას ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდვრის გამოყენებით შეძლებთ, რომელთა ბიოქიმიურ შემადგენლობაში ლიკოპინის მინიმალური რაოდენობაა. ასეთი ნაყოფი ბეტა-კაროტინებით, ან A პოლივიტამინით არის მდიდარი. თავის მხრივ, A ვიტამინი გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების, კატარაქტის და თვალის სხვა დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს. ის კანის ჯანმრთელობისთვის, ძვლების გასაძლიერებლად და იმუნური სისტემის მუშაობის დასარეგულირებლად აუცილებელია. ყვითელი და ნარინჯისფერი ნაყოფი ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. გემრიელი პომიდორი მარილიანი ცვლის დარღვევის დროსაც რეკომენდებულია. არ დაგავიწყდეთ, რომ ბოსტნეული კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება: ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდვრის ნიღბები სახის კანს შესანიშნავად აახალგაზრდავებს.

ერთი სიტყვით, ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდორი ესთეტიკურ სიამოვნებასაც განიჭებთ და ჯანმრთელობასაც აძლიერებს. დღეში 100-200 გრამის მიღება ნორმას წარმოადგენს.

როგორ შევარჩიოთ ყვითელი და ნარინჯისფერი პომიდვრის სახეობა

დავიწყოთ იმით, ვისაც აგარაკზე წასვლის შესაძლებლობა არ აქვს. სახლში აივანზე, ან ფანჯრის რაფაზე პომიდვრის გაზრდას და მისი ყველა სასარგებლო თვისების გამოყენებას მარტივად შეძლებთ. ჯიშები – ყვითელი ქუდი და ნარინჯისფერი ქუდი. ქოთანში შეგიძლიათ გაზარდოთ „ოქროსფერი მტევანი“. ამ ჯიშის ნაყოფი ჩერის მსგავსად 10-30 გრ-ს იწონის და ყვითელი პომიდვრის ყველა სასარგებლო თვისება დიდი რაოდენობით აქვს, რაც მაში მშრალი ნივთიერების გაორმაგებული შემცველობით არის გამოწვეული.

იდეალური ჩერის პომიდორი სათბურებში და ღია ნიადაგზე გასაზრდელად – მაღალი ჯიშის ჰიბრიდები F1 ჯადოსნური არფა და F1 ოქროსფერი ნაკადი. F1 ჯადოსნური არფა ოქროსფერი-ნარინჯისფერი ტკბილი ნაყოფია ხილის ნოტებით, რომელიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიირთვათ. F1 ოქროსფერი ნაკადის მზიანი-ყვითელი წვნიანი ნაყოფი დამარინადებულ ქილებში შესანიშნავად გამოიყურება. ამ ჯგუფს შეიძლება მივაკუთვნოთ ბანანის მსგავსი ყვითელი მცენარე, რომელსაც მოგრძო ფორმა აქვს და 80-100 გრამს იწონის.

დაბალი ჯიშიდან აღსანიშნავია ოქროსფერი საწმისი (ნარინჯისფერი ნაღები 100-120 გრ) და ოქროსფერი ნაპერწკალი – მზიანი-ყვითელი, ოვალური, ძალიან გემრიელი ნაყოფი (120-150 გრ).

მაღალი ჯიშებიდან რეკომენდებულია ყვითელი გულის, ალთაური თაფლის, ნარინჯისფერი გულის სახეობები (ნაყოფები 250-400 გრამს იწონიან, თხელი კანი და დიდებული წვნიანი გემო და არომატი აქვთ).

განსაკუთრებულ ჯგუფს ორფერიანი პომიდორი მიეკუთვნება, რომელსაც ყვითელ ფონზე მოწითალო ან ჟოლოსფერი შეფერილობა დაყვება, ასეთია მაგალითად თაფლიანი სალუტი. მსხვილი ნაყოფის, მაღალი ჯიშიდან აღსანიშნავია ყვითელი სიურპრიზი, თაფლიანი ნამი, ყვითელი ბიზონი, ნარინჯისფერი ბიზონი. ეს უკანასკნელი ნაყოფის ზომის მიხედვით ჩემპიონია – 1 კგ-მდე აღწევს!