Connect with us

ჰოროსკოპი

6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებისგანაც ყველაზე მდიდარი ბიზნესმენები გამოდიან

ზოდიაქოს ბევრი ნიშანი განსაკუთრებული გონებით გამოირჩევა, ზოგი ძალიან სექსუალურია, ზოგს  მხოლოდ შური დარჩენია ან განსაკუთრებული ფობიები აქვს განვითარებული.

ნახეთ, ყველაზე ხშირად რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ხდებიან მილიონერები და ფუფუნებაში ცურაობენ.

ვინ დაიბადა ბედნიერი ვარსკვლავის ქვეშ, ვის აქვს შანსი Forbes-ის სიაში მოხვდეს და ვინ ვერ შეძლებს უზრუნველყოფილი ადამიანის ცხოვრების გემო შეიგრძნოს?

1. თხის რქა

ვარსკვლავები თხის რქას საქმეებში ხელს უწყობენ. სხვა ნიშნებისგან განსხვავებით ფული მათ არ იზიდავთ, ისინი ძალაუფლების მოპოვებისკენ ისწრაფვიან.

თხის რქა ძალიან ამბიციურია და საკუთარ პროფესიაში საუკეთესოდ გახდომაზე ოცნებობს. მათი ნიშანი მე-10 სახლს განაგებს – ეს კარიერის და ცხოვრებაში ყველაზე მაღალი მიღწევების ადგილია.

გასაოცარი არაა, რომ ხელმძღვანელ პოზიციებს ხშირად იკავებენ ან ისეთ საქმეში მონაწილეობენ, სადაც სხვებზე უფრო გავლენიანები არიან.

შვებულების დროსაც კი მათი ფიქრები სამსახურით, ახალი იდეებით და სტრატეგიული გეგმებით არის დაკავებული. ცუდი განწყობის ან ოჯახური პრობლემის მიუხედავად საქმეს არ დააზიანებს. დროს ტყუილად არასდროს ხარჯავს.

ადამიანების უმეტესობა დაწინაურებას სიამოვნებით მიიღებს, თხის რქა მხოლოდ მაშინ დათანხმდება, როცა იგრძნობს, რომ ამ ადგილის ღირსია.

თუ თვლის, რომ ჯერ მისი დრო არ მოსულა, მომგებიან პოზიციაზე რეკომენდაციას სხვას გაუწევს. შეუპოვარი თხის რქა ყველაფერს გააკეთებს, რომ სასურველს მიაღწიოს.

შრომისმოყვარეობა მათი მთავარი ზოდიაქალური საზრუნავია. საუკეთესო ვაკანსიები: რედაქტორი, ბანკის თანამშრომელი, ბუღალტერი, მართვის კონსულტანტი, ორგანიზატორი, შემფასებელი და პროგრამისტი.

2. ტყუპები

ტყუპებს ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთება შეუძლიათ. შემოქმედებითი გონების მფლობელებმა არასდროს იციან, თუ რის თქმას აპირებენ.

პირველ წამს ეთანხმებიან იმას, რასაც თქვენ ამბობთ ან აკეთებთ, თუმცა ცოტა დაფიქრების შემდეგ შეიძლება აზრი შეიცვალოს.

ის ერთ-ერთი უიშვიათესი ნიშანია, რომელსაც წარმატებული და კარგი შემოსავლის მქონე სამსახურის მიტოვება შეუძლია მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსობა არ მოსწონთ. ტყუპები მეოცნებეები არიან.

ისინი სამსახურში გამორჩევას ყოველთვის ცდილობენ. დიდ კოლექტივში მათ მოძებნას მარტივად შეძლებთ. რუტინული საქმეები არ უყვართ.

ტყუპები ოპტიმისტები და ენერგიით სავსე ადამიანები არიან – მათ საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ და ტრადიციული წესებით არ უნდა შეზღუდოთ.

მიეცით საქმე იმ სფეროებში, სადაც შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენებას შეძლებს: მუსიკალური ინდუსტრიიდან დაწყებული კომპიუტერული სფეროთი დასრულებული.

3. სასწორი

სასწორმა ტრიუმფალურ წარმატებას რომ მიაღწიოს, დიდ კომპანიაში უნდა იმუშაოს. სასწორი პიროვნების ის ტიპი არაა, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში მარტო მუშაობას აიტანს.

მათ ზომა და მასშტაბი სჭირდებათ – ისინი „მოზუზუნე“ გარემოში იფურჩქნებიან. სასწორი მზადაა სხვისი პრობლემები მოაგვაროს.

თანამშრომელთა შორის მშვიდობის ჩამომგდები ადამიანის როლი აქვს. ხშირად შემოქმედებით სფეროში, ხელოვნებასა და აუდიტორიასთან მუშაობის დროს წარმატებას აღწევენ.

გართობის ინდუსტრიაში მუშაობის დროს სოლიდური მოგების მიღების საშუალება აქვთ: მათი სიმდიდრე პოპულარობის შედეგია.

სხვა ვაკანსურ შემოთავაზებებს შორისაა – სამეცნიერო და კვლევითი ლაბორატორია, ვაჭრობა, მოგზაურობის ინდუსტრია, ინტერიერის დიზაინი. ასევე რელიგიური მსახურება გამორიცხული არაა.

4. ლომი

ლომი ზოდიაქოს ნიშნებს შორის „მეფეა“. ასეთი სტატუსის მქონე ნიშანი როგორ შეიძლება ღარიბი იყოს. მათი ამბიციები და თავის ქების დაუოკებელი სურვილი იმდენად დიდია, რომ ეს გრძნობა სიმდიდრის გაზრდისკენ უბიძგებს.

მათ მუდმივად გამორჩევის სურვილი აქვთ, ბრმა დამორჩილება მათთვის არაა. სამსახურში დაცვას არ ეძებს, არამედ შეუპოვრად და მარტო დასახული მიზნისკენ მიიწევს.

მათი აჩქარება არ შეიძლება, ლომი საკუთარი რიტმით მუშაობს. რაც შეეხება ფულს, კმაყოფილების მისაღწევად ბევრი ნულის მქონე ფული უნდა მიიღოს.

კიდევ ერთი სტიმული სიმდიდრისკენ – ოჯახი: სახლში შემოსავლის/ჯილდოს მოტანა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარს ჩვენოს, თუ ოჯახში შემომტანის როლს რა კარგად ასრულებს. ლომი ფულს ფრთხილად ხარჯავს: დასახარჯად წონიანი მიზეზი სჭირდებათ.

ლომი უფროსის საყვარელი თანამშრომელია. ეს გასაოცარი არცაა: უშიშარი, გამომგონებელი და შთამაგონებელი ლომი კომპანიას დიდ წარმატებს და მოგებას უქადის.

ყველაზე კარგად ყურადღების ცენტრში ყოფნის დროს მუშაობს. პოზიციას მაშინ ცვლის, როცა ეს მის სტატუს და ძალაუფლებას ზრდის.

გენერალური დირექტორის, გიდის, უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის, ნოტარიუსის, დიზაინერის როლს შესანიშნავად გაუმკლავდება. სამთავრობო სამსახურში მაღალ თანამდებობას იკავებს.

5. ქალწული

ქალწულს შრომა უყვარს. ასტროლოგიაში ეს ნიშანი მე-6 სახლს მართავს, რომელიც ჯანმრთელობაზე, სამსახურსა და მიღწევებზეა პასუხისმგებელი.

ქალწული პროფესიული ზრდით და სიმდიდრით საკმაოდ უზრუნველყოფილია. 20-30 წლებში შეიძლება რამდენიმე მიმართულებით იმუშაობს, სანამ გზას საბოლოოდ აირჩევს.

კარიერულ კიბეზე არა ნაბიჯებით, არამედ გასაოცარი ნახტომებით ადის. საგამომცემლო საქმეში, სარედაქტოროში, სამედიცინო სფეროში, ბუღალტერიაში, ლინგვისტიკასა და კვების სფეროში წარმატებას მიაღწევენ.

როგორც უფროსი ცდილობს, რომ კეთილი და სამართლიანი იყოს. თავისი პერფექციონისტობით და წესრიგის სიყვარულით ცნობილია.

მისგან დიდებული ვიზაჟისტი, პარიკმახერი და მანიკიურის ოსტატი გამოვა. ქალწულის სხვა გატაცება, რომელიც შემოსავალს მოუტანს – სტატისტიკა და კვლევა.

6. მშვილდოსანი

ფულადი წარმატება მშვილდოსნის მხარესაა. მათ რუტინული სამუშაოს შესრულება უჭირთ. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათ პროფესიას პერსპექტივა და ზრდის შესაძლებლობა აქვს.

სასურველ დიდ შედეგს მხოლოდ ამ შემთხვევაში აღწევს. ამ ნიშნის უსამართლო ქცევაში დადანაშაულება გაგიჭირდებათ, პრობლემას არასდროს გაურბის და დახმარების ხელს სიამოვნებით გამოგიწვდით.

მშვილდოსანი „ახლა და აქ“ ცხოვრობს, ამიტომ სამუშაოს სწრაფად შესრულებას ცდილობს. ყურადღებით იყავით: ასეთი სიჩქარე უფროსობამ შეიძლება ფუქსავატობად ჩაგითვალონ.

საქმიანობის ისეთი სფერო აირჩიეთ, სადაც სწრაფი რიტმი სათანადოდ დაფასებული იქნება. ანგარიშის მსხვილი თანხით შევსებისთვის ასევე სწრაფად მზად იყავით.

მშვილდოსნებს ურჩევნიათ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც დიდი თანხის გამომუშავება არ აშინებთ. ის შესანიშნავი უფროსია – სამართლიანი, მშვიდი, გონიერი.

ბუნებრივი გონებამახვილობა იუმორის გრძნობაში და უსიამოვნო სიტუაციის განმუხტვაში ეხმარება.

საქმიანობის სფერო – განათლების, სპორტის, გარემოს დაცვის, სამთავრობო და საკონსულტაციო სფეროში მუშაობა. მათ მოგზაურობა ძალიან უყვართ და მივლინებაში სიამოვნებით წავლენ.