Connect with us

ყვავილები

5 ეფექტური ორგანული სასუქი კიტრისთვის

აგარაკის ნაკვეთი როგორი მოკრძალებულიც არ უნდა იყოს, კიტრისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. გამოცდილი დიასახლისები ზამთარში რამდენიმე ქილა კიტრის მოსახუფად დროს ყოველთვის ნახულობენ. ნამდვილად, მას სუპერმარკეტში წარმოუდგენელ ფასად ხომ არ შეიძენთ, როცა მინიმალური მოვლის და აგროტექნიკის პირობებში შესანიშნავი მოსავლის გაზრდა შეიძლება? ამასთან სასუქის სახით მხოლოდ ორგანული სასუქი უნდა გამოიყენოთ. ორგანული სასუქი შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ.

1. ხის ნაცარი

ფერფლი ბევრ ფოსფორს და კალიუმს შეიცავს, რაც ძლიერი ფესვოვანი სისტემის და მწვანე მასის გასაზრდელად აუცილებელია. მთავარი ელემენტების გარდა ნაცარი დაახლოებით 30 სასარგებლო ნაერთს, მათ შორის მაგნიუმსა და მანგანუმს შეიცავს. მასში შემავალი ნატრიუმი სასარგებლო ნივთიერებების ასათვისებელ კატალიზატორს წარმოადგენს. ახალგაზრდა ხის ფერფლში უფრო მეტი კალიუმია. ნაძვის ხის ფერფლი კალციუმით, ხოლო მუხის – ფოსფორითაა მდიდარი.

ფერფლით გამოკვება ზრდის და კიტრის ნაყოფიერების პერიოდში ხდება. მცენარეს ფერფლის ნაყენს ყოველ 2 კვირაში ასხამენ. მომზადების ტექნიკა საკმაოდ მარტივია.

მომზადებულ ხეს ტოტები, ფოთლები და კვირტები მოაშორეთ და კარგად დაწვით. ღია სივრცეში უფრო სწრაფად დაიწვება, მაგრამ ხანძრის რისკი არსებობს. ამასთან ფერფლის ნაწილი ქარმა შეიძლება გაფანტოს.

ნაცარი ქილაში ან თავდახურულ ყუთებში შეინახეთ. ჰერმეტულ პაკეტებში ან ქილებში მისი შენახვა არ ღირს, რადგან უჰაერობა წარმოიქმნება და სასუქი სასარგებლო თვისებების უმეტეს ნაწილს დაკარგავს.

მოსარწყავად ნაცრის ხსნარი და ნაყენი გამოიყენება. ისინი მომზადების ტექნიკით განსხვავდებიან. ხსნარი გამოსაყენებლად იმწამსვე მზადაა და პირდაპირ მორწყვამდე იხსნება. ამისთვის 1.5 ჭიქა ნაცარს 1 ვედრო წყალში ხსნიან. ნაყენი ადუღებული წყლით წარმოიქმნება, დამატებით შეგიძლიათ 30 წუთით ადუღოთ. ნაყენის და ნაცრის პროპორცია 3:1, მიღებული 3 ჭიქა ნარევი 1 ვედრო წყალში იხსნება. გამოიყენება მოსარწყავად და ფოთლების დასანამად.

ნაცროვან ხსნარში კიტრის თესლებს დარგვამდე ალბობენ, რომ იმუნიტეტი გაზარდონ და მისი ზრდა გააუმჯობესონ. დარგვამდე ნაცარს მიწაში ურევენ და ძირში უმატებენ. ზოგჯერ ხანგრძლივი ზემოქმედებისთვის ფესვებს 2 ს/კ სასუქს აყრიან, შემდეგ ჩვეული რეჟიმით რწყავენ.

2. ძროხის და ფრინველის ნაკელი

ამ სასუქის გამოყენება დიდებულ შედეგს იძლევა. ძროხის ნაკელი წყალში შეგიძლიათ იმწამსვე გახსნათ, ხოლო ფრინველის უნდა „გადახურდეს“, ის ძალიან აგრესიულია და მცენარეს მისი ხსნარით სიფრთხილით რწყავენ, პროპორციით 1:10. ნარევი რომ გამოიყენოთ, ნედლ მასალას წყალი დაასხით და რამდენიმე დღეზე მზიან ამინდში გარეთ გააჩერეთ.

ნაკელი მხოლოდ მცენარის ფესვებთან მიეწოდება, ფოთლებზე მოხვედრა საჭირო არაა. კიტრი ნაცრის და ნაკელის სასუქების მონაცვლეობაზე კარგად რეაგირებს. მწიფე ნაყოფის გემოსა და სუნზე ასეთი სასუქები გავლენას არ ახდენენ. ასეთი სასუქი სათბურში ან ღია მიწაში გაზრდის დროს გამოიყენება.

მნიშვნელოვანია! ღორის ნაკელს არ იყენებენ. მასში ამიაკის ნაერთების მაღალი პროცენტია, რომელიც ნერვულ სისტემას ავიწროებს. დასაშვებია სუსტი ნარევის გამოყენება, მხოლოდ ძროხის ნაკელთან ერთად 2-3 წლიანი შენახვის შემდეგ.

3. საფუარი

კიტრის გამოსაკვებად ამ სასუქს სეზონზე მაქსიმუმ 3-ჯერ იყენებენ. საფუარი ზრდას სტიმულირებს, სოკოვანი ინფექციების მიმართ მდგრადობას ზრდის, ფოთლების ნორმალურ განვითარებას ხელს უწყობს და მცენარის ფესვების სისტემას აძლიერებს.

საფუარის გამოყენების 2 ვარიანტი: როგორც ფესვების სარწყავი და გარე დასანამი. სუნი სპეციფიკური აქვს. მხოლოდ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში შეინახეთ და პორციულად მოამზადეთ.

ნარევისთვის 0,5 კგ საფუარს, 3 ლ წყალი და 60 გრ შაქარი (ნახევარ ჭიქაზე ოდნავ მეტი) დაუმატეთ. სჯობს პურის საცხობი საფუარი გამოიყენოთ, სწრაფად ხსნად საფუარს ნაკლები ეფექტი აქვს.

ასეთი ორგანული სასუქი 3 დღე დააყენეთ, რეგულარულად აურიეთ. ქილის თავზე არ დახუროთ, მას ჰაერთან თავისუფალი წვდომა უნდა ჰქონდეს.

მოსარწყავად 1 ჭიქა ნარევი 1 ვედრო წყალში გახსენით. 1 ბუჩქი 0,5 ლიტრი ხსნარით მორწყეთ. ფოთლების მოსარწყავად იგივე კონცენტრაცია გამოიყენეთ.

ალტერნატიულ საფუარის სასუქს პურის ნაყენი წარმოადგენს (1 პური 1 ვედროზე). ზრდის სტიმულაციისთვის, მავნებლების თავიდან მოსაშორებლად და ტოტების რაოდენობის გასაზრდელად სითხეს 10 მლ იოდს უმატებენ. ერთი კვირა დააყენეთ, მორწყვამდე 1:3 პროპორციით წყალში გახსენით.

4. ხახვის ფურცლები

მისი გადაგდება წარმოუდგენელი ფუფუნება. ამ ნაყენით გამოკვება ფერს და ბოჭკოების ელასტიურობას ზრდის, თავის კანს კურნავს. ის ელემენტების მთელ რიგს შეიცავს, რაც კიტრის ბუჩქების განვითარებისთვის აუცილებელია. საშუალება მცენარეს აძლიერებს და დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს.

ნაყენი ცივი მეთოდით დუღილის პირობაში იქმნება. 5 ლ წყალზე 20 გრ მშრალი ხახვის ფურცლები საკმარისია. 5 დღე დააყენეთ. 14 დღეში ერთხელ სარწყავად გამოიყენეთ.

ნაყენისთვის 1,5 ლ წყალში 1 მუჭა ფურცელი ჩაყარეთ და დაბალ ცეცხლზე 7-9 წუთით ხარშეთ. შემდეგ 3 ნაწილი წყალი დაუმატეთ, მცენარე მორწყეთ ან დანამათ. 1 მცენარეზე 2 ლ სასუქი.

5. ბალახების ნაყენი

ალოეს და ოროვანდის გვერდზე გადადება არ შეიძლება. მწვანე მასისგან კიტრის  დიდებული ორგანული სასუქი გამოვა. ამისთვის ბალახი დააქუცმაცეთ, ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ, ქილის მესამედი ნაწილი გაავსეთ და ბოლომდე წყალი დაასხით.

ნარევი საჭირო მასას 10 დღეში მიაღწევს. სუფთა ხსნარის გამოყენება არ შეძლება, ის წყალში უნდა გახსნათ. 1:10 პროპორცია კარგი ვარიანტია. კვირაში ერთხელ მორწყეთ.

ორგანული სასუქის გამოყენების წესები

ცალკეული ელემენტების დეფიციტი ფოთლების ფორმისა და ფერის მიხედვით შეგიძლიათ მიხვდეთ. ყველაზე სწრაფ ეფექტს ბუჩქის ზემოდან მორწყვა იძლევა. ორგანული სასუქების გამოყენებით მიღებული ეფექტი სასურველ შედეგს იძლევა.

აზოტური სასუქი აუცილებელი არაა, თუ მცენარე გაყვითლებას არ იწყებს ან ფოთლების მასობრივი ცვენა არ შეინიშნება.

აზოტის დეფიციტის შემთხვევაში 3 ლ წყალში 0,5 ჩ/კ ნიშადურის სპირტი გახსენით. დოზა ზუსტად დაიცავით, უფრო ძლიერი კონსისტენცია კიტრს დააზიანებს. საფრქვეველით ბუჩქი და ნიადაგი ფესვების ირგვლივ მორწყეთ.

გაითვალისწინეთ:

  • აზოტის დეფიციტს აღადგენს ისეთი ორგანული სასუქები, როგორიცაა ფრინველის ნაკელი, ბალახების ნაყენი.
  • კალიუმის დეფიციტს ნაცრის ნაყენით მორწყვა აღადგენს.
  • ფოსფორის დონეს ნაცრის ნაყენით დაარეგულირებთ;

ნიადაგში კალციუმის დეფიციტის დროს კვერცხის ნაჭუჭის ნაყენი დაგეხმარებათ. ამისთვის 3 ს/კ დაქუცმაცებულ ნედლ კვერცხის ნაჭუჭს 10 ლ წყალი დაასხით. კომპლექსური სასუქის მიწოდების დროს ნაკელის ნაწილს კარტოფილს, სტაფილოს და ბანანის ნათალს ურევენ. მათ ქილაში 1/3 მოცულობაზე ყრიან და წყალს ასხამენ. ნაყენს ერთი კვირა ინახავენ, შემდეგ ფესვებს რწყავენ.

კიტრისთვის უხვი მორწყვა აუცილებელია, განსაკუთრებით ტოტების წარმოების და ნაყოფის ზრდის პერიოდში. სასუქთან მისი შეთავსება სავსებით შესაძლებელია.

სრულად ასათვისებლად მცენარეს დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ყოველდღე გამოკვება აუცილებელი არაა. სჯობს მორიგეობა დაიცვათ, მაგალითად, დღეს – ნაცრის ნაყენი, 2 კვირაში ნაკელი, კიდევ 2 კვირაში – ხახვის ფურცლები.