სხვა
შესანიშნავი მეთოდები მინის თავსახურის გასაწმენდად. თვალის მომჭრელად ბრწყინავს
ცხიმის და მიმწვარის ტაფიდან მოშორება მარტივი არაა, მაგრამ უფრო რთულია მინის თავსახურების გაწმენდა, სადაც მტვერი წარმოუდგენლად სწრაფად გროვდება. თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს: ასეთი დაბინძურების მოშორებას თეთრებად ღირებული საშუალებების დახმარებით შეძლებთ, რომლებიც პრაქტიკულად ყველას სახლში აქვს. თქვენთვის მინის ჭურჭლის გასარეცხი 2 მეთოდი მოვამზადეთ. აირჩიეთ, რომელიც უფრო მოგწონთ!
მეთოდი #1
ინგრედიენტები:
- 2 ს/კ სოდა
- 2 ს/კ მდოგვის ფხვნილი
- 0,5 საპონი
- 1 ჭიქა მდუღარე წყალი
მოქმედება:
1.თავსახურს სახელური მოაშორეთ, თუ ეს შესაძლებელია.
2.ყველა ინგრედიენტი აურიეთ. მიღებული ნარევი თავსახურს ღრუბლის დახმარებით წაუსვით. 30 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ჯაგრისის დახმარებით გაწმინდეთ. წყალი კარგად გაავლეთ.
3.ესეც შედეგი
მეთოდი #2
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ 95-იანი ძმრის ხსნარი
- 1 ს/კ საკვები სოდა
- 30 გრ გახეხილი საპონი
- ფოლგა
მოქმედება:
1.მინის ჭურჭელი თბილ წყალში ჩადგით. რამდენიმე წუთში ფოლგის ბურთით გაწმინდეთ.
2.ყველა ინგრედიენტი აურიეთ. საპნის ქაფს ცოტა თბილი წყალი დაუმატეთ, შემდეგ ძმარი და სოდა.
3.ნარევი მინას კარგად წაუსვით, კარგად გარეცხეთ და შემდეგ წყალი გაავლეთ.
ცხიმიანი მინის გარეცხვა მარტივი არა, მაგრამ შესაძლებელია! ეს 2 მეთოდი აუცილებლად შეინახეთ. მათი გამოყენება აუცილებლად მოგინდებათ!