საკითხავი
ქარვისფერი სასწაული: დღეში 3-ჯერ ვღეჭავ და შედეგებზე სიამოვნებით გიამბობთ
ბუნება ბევრ საჩუქარს გვჩუქნის, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი საჩუქარი ფიჭვის ფისია.
„ფიჭვის ფისი გადარჩენილებისთვის ნამდვილი აღმოჩენაა“ – ამბობს ველიმუდრ ტკაჩევი. ფისის განსაკუთრებულობის შესახებ მან ვედური ტრადიციების შესწავლისას გაიგო. აქ ნატურალური პროდუქტი კულინარიაში, კოსმეტოლოგიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება.
ფიჭვის ფისი
1. ფიჭვის ფისის წებო
წებოს დასამზადებლად ფიჭვის ფისი თხევადი მასის მიღებამდე უნდა გააცხელოთ და დაქუცმაცებული ქვანახშირი დაუმატოთ. ნახშირის რაოდენობა ფიჭვის ფისის მოცულობის 1/3-ს უნდა შეადგენდეს. ნახშირი იმპროვიზირებულ წებოში წებოვან თვისებას ზრდის.
ნარევი ჩხირის დახმარებით აურიეთ და გაგრილება აცადეთ. ფისის მყარი ნაჭერი მზა წებოა. შეგიძლიათ თან ატაროთ და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოთ. გამოსაყენებლად წებო წებოვან მდგომარეობამდე გააცხელეთ.
2. პირველი დახმარება და სამკურნალო ეფექტი
ფიჭვის ფისის სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. მისი დახმარებით ბებერას, ძირმაგარას და დამწვრობას კურნავენ. გარდა ამისა, სისხლის შეჩერების და ჭრილობის შეხორცების თვისებების წყალობით ფიჭვის ფისი მცირე ჭრილობის, ნაკაწრის და აბრაზიების სამკურნალოდ გამოიყენება. ფიჭვის ფისს მაცოცხლებელი ძალა აქვს.
ამისთვის პირდაპირ ჭრილობაზე დაიდეთ. ყველაფერთან ერთად შემკუმშავი ეფექტი აქვს (როგორც ჭრილობის შემხორცებელ წებოს).
ფისის დაწვის და მისი შესუნთქვით ქრონიკული ხველის, სურდოს და ზედა სასუნთქი გზების მკურნალობას შეძლებთ.
რეკომენდებულია ფიჭვის ფისის კვამლის სუნთქვა სიბნელეში მხედველობის გასაუმჯობესებლად (ე.წ ქათმის სიბრმავის სამკურნალოდ).
აუცილებელი არაა ფისი პირდაპირ ხეზე ეძებოთ. შეგიძლიათ აფთიაქში, სპეციალურ მაღაზიებში, ან ონლაინ შეიძინოთ. ფიჭვის ფისის ფასი ძვირი არაა.
3. ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების ნაკერის ჰერმეტიზაცია
ფისი შეათბეთ, შემდეგ ნაკერს წაუსვით. ასე ნაკერი წყალგაუმტარი გახდება. ფისი ნავებში, რეზინის და ტყავის ჩექმის და სხვა აღჭურვილობის ნახვრეტების ამოსავსებად გამოგადგებათ.
ფისის შესათბობად რაიმე კონტეინერი ან ჭურჭელი გამოიყენეთ, რადგან პირდაპირ ცეცხლზე აალდება.
4. განათება
შემთბარი ფისი რაიმე ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით. ცენტრში ფითილი მოათავსეთ, მაგალითად დაგრეხილი თოკი ან ქსოვილის ნაჭერი. გარდა ამისა, ფისი შეგიძლიათ თვითნაკეთი ჩირაღდნის სახით გამოიყენოთ.
5. ტენიან ტყეში კოცონის დანთება
ხეები დაათვალიერეთ და ფისი იპოვეთ. ფისი და მის ქვეშ ხის ნაწილი მოჭერით. ფისში ამოვლებული ნაფოტი დაიწვება მაშინაც კი, თუ სველია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.