Connect with us

საკითხავი

7 ნიშანი, რომ თქვენს სულს განკურნება სჭირდება

ჩვენ სულის პატარა ნაწილებს ვკარგავთ ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ ინსტინქტებს ან სურვილებს უგულებელვყფოთ. რაც უფრო მეტად ვცდილობთ რომ სხვებს ვასიამოვნოთ, სულის მით უფრო მეტ ნაწილს ვკარგავთ.

სულიერი სიკვდილი მას შემდეგ დგება, როცა ტრავმულ შემთხვევას განვიცდით ან საკუთარ ნამდვილ მეს ვკარგავთ.

ჩვენი სული პასუხისმგებლობის, სტრესის, გარემოების და ტრაგიკული შემთხვევების სიმძიმის გამო წელში იხრება. ცხოვრების გზაზე შემხვედრი სირთულეები სულზე  ძლიერ დარტყმას ახდენს.

აი, 7 ნიშანი, რომ თქვენ სულიერ სიკვდილს განიცდით:

1. თქვენ გარშემო სამყაროს მიმართ გულგრილი ხართ

გარშემო ყველაფერი ნაცრისფრად და უაზროდ გეჩვენებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ცდილობთ სიტუაციას მოერგოთ და დადებითი ემოციები შეიგრძნოთ, მაინც გულგრილი რჩებით. თქვენთვის ემოციების დაბლოკვა უფრო მარტივია, ვიდრე თავის მოჩვენება.

2. გეჩვენებათ, რომ ერთ ადგილას დგახართ

შეიძლება ისეთი გრძნობა გაგიჩნდეთ, რომ ერთი და იმავე დღით ცხოვრობთ, თითქოსდა ხაფანგში ხართ. ეს სიგნალია, რომ თქვენ მიმართულება და შინაგანი ხმის მოსმენა გჭირდებათ.

3. ცხოვრება თქვენს მოლოდინს არ ამართლებს

თუ გაქვთ შეგრძნება, რომ ცხოვრებამ იმედი გაგიცრუათ, ეს შეიძლება სულიერი სიკვდილის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. თქვენ უბრალოდ დაკმაყოფილებული არ ხართ იმით, რასაც ცხოვრება ამ მომენტში გაძლევთ და უფრო მეტის მიღწევა გსურთ.

4. თქვენ რეალობიდან გაქცევას ალკოჰოლის და ნარკოტიკების დახმარებით ცდილობთ

თქვენ რეალური სამყაროდან გაქცევის მეთოდებს ეძებთ. ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ალკოჰოლს და ნარკოტიკებს იღებენ, ვერც კი აცნობიერებს რომ მათი შინაგანი „მე“ ყურადღებას და სიყვარულს მოითხოვს.

5. თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ყველაფერს, რაც ადრე იცოდით

მოულოდნელად თქვენი ხედვების, ცხოვრების წესის ან მთელი ცხოვრების შეცვლა გადაწყვიტეთ, შესაძლოა თქვენი სული ახალ მიმართულებას ეძებს. ზოგჯერ, საჭიროა ძველი რწმენა მოიშოროთ და სამყაროს უფრო ფართოდ შეხედოთ.

6. თქვენ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგეთ

მაშინაც კი, თუ მიზანი დაისახეთ, მაინც გეჩვენებათ რომ მის მისაღწევად საკმარისი ძალები არ გაქვთ. შეიძლება უბრალოდ ჯერ არ იცით, თუ რომელი მიმართულებით იმოძრაოთ ან ოცნებები როგორ განახორციელოთ.

7. თქვენ სრულ დაღლილობას გრძნობთ

თქვენ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მორალურ დაღლილობას გრძნობთ. ასეთი დაღლილობის მიზეზის შესახებ არ იცით. სრულყოფილი ძილიც კი არ გშველით. ყოველდღიური ცხოვრების დაუსრულებელი რუტინა თქვენზე ზეწოლას ახდენს და თქვენი სული ამისგან გაქცევას ცდილობს.

ამათგან რომელიმე ნიშნები საკუთარ თავში შეგინიშნავთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.