Connect with us

საკითხავი

რატომ იტყუებიან ადამიანები? 12 ძირითადი მოტივი

ტყუილი მთელი ცხოვრების მანძილზე თან გვახლავს. ხშირად, მას უსიამოვნო სიტუაციებისთვის თავის ასარიდებლად ან მათგან თავის დასაღწევად ვიყენებთ.

12 მიზეზი, რომელთა გამოც ვიტყუებით

1. შედეგების თავიდან ასაცილებლად

ტყუილი – მარტივი საშუალებაა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. არ აქვს მნიშვნელობა, რძე დაღვარეთ თუ ქმარს მოატყუეთ – ტყუილი ყოვლისშემძლე უსიამოვნო სიტუაციებისგან გიხსნით.

2. თავი უხერხულად რომ არ იგრძნოთ

ზოგიერთი ადამიანი იტყუება, რადგან არ იცის, როგორ ისაუბროს სწურად, და უბრალოდ ამბობენ იმას, რისი მოსმენაც, მათი აზრით, სხვებს სურთ. საქმე შექების მუდმივ მოთხოვნილებაშია. თუმცა, ოდესმე ეს ტყუილი გამჟღავნდება და ძალიან გაგიჭირდებათ.

3. საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის

როცა ჩვენი თანატოლები უარგვყოფენ, პრობლემები გვიჩნდება. ამიტომაც, ხშირად ვიტყუებით მეგობრების შესაძენად. ვიტყუებით იმის შესახებ, თუ როგორი საკვები, გართობა, წიგნები მოგვწონს. ხანდახან, ჩვენ უბრალოდ დრო გვჭირდება, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, და ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა.

4. სასურველი კეთილდღეობის მისაღებად

ეს ყველაზე ვერაგი ტყუილია, სხვებთან შედარებით. ადამიანები იტყუებიან იმისათვის, რომ მიიღონ რაღაც მატერიალური თუ არამატერიალური. ადამიანებს, რომლებიც იტყუებიან უკეთესი მომავლისთვის, ოპორტუნისტებს უწოდებენ.

5. სხვების ცუდი კუთხით გამოსაჩენად

ტყუილი – ეს მოსახერხებელი საშუალებაა ისრების სხვისკენ მისამართავად, განსაკუთრებით, თუ ეს თქვენი კონკურენტია. ხშირად, ასეთი ტყუილი სამსახურს უკავშირდება.

6. ვიღაცის დასაცავად

მაგალითად, რეკომენდაციის გაწევა იმისათვის, რომ სამსახური იშოვოს, სიტუაციის შელამაზება, რათა თქვენს მეგობარს უფრო მეტად აფასებდნენ. ხანდახან, ჩვენ კარგი განზრახვით ვიტყუებით.

7. საკუთარ თავსა და სხვებს იმედები რომ არ გაუცრუოთ

ასეთი ადამიანები დიდ იმედებს ამყარებენ საკუთარ თავზე. ისინი იგონებენ ისტორიებს, გამოტოვებების შესავსებად. ადამიანები იტყუებიან, რათა არ დაკარგონ გარშემომყოფთა შთაბეჭდილება და პატივისცემა, რათა მოვლენები იმაზე უკეთ გამოაჩინონ, ვიდრე რეალურადაა.

8. გამოგონილი ისტორიების გასამყარებლად

ხანდახან, ჩვენ იმდენად ძლიერად ვიტყუებით, რომ თვითონაც გვავიწყდება, რომელია ტყუილი და რომელი – სიმართლე. უცნაური რამ მოსდის ჩვენს მოგონებებს, როცა ტყუილს ვაგრძელებთ: ჩვენც ვიჯერებთ იმას, რომ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა.

9. რადგან ბადეში გაებნენ

ყოველ ჯერზე, როცა ვიღაც იტყუება, ჩნდება შიში, რომ ერთხელაც ადამიანები სიმართლეს გაიგებენ. ეს იმ ადამიანებს ეხება ხოლმე, რომლებიც აზარტული თამაშების, მოწევის, ალკოჰოლის მოხმარების შესახებ იტყუებიან. ყველაფერი ისე შორს მიდის, რომ რთულია ამ ქსელიდან თავის დაღწევა.

10. სიტუაციის გასაკონტროლებლად

ზოგიერთ ადამიანს ტყუილი უპირატესობას აძლევს. ისინი იტყუებიან, რათა თავი მნიშვნელოვნად გამოაჩინონ. ეს სრიალა გზაა, ამიტომ ასეთი ტყუილი, ხშირად, სხვებს აყენებს ტკივილს.

11. სხვებმაც ისე რომ დაინახონ სიტუაცია, როგორც თქვენ

ტყუილი გამოიყენება, როგორც საშუალება სიტუაციის ან საუბრის მიმართულების შესაცვლელად. თუმცა, ეს, ხშირად, ნებსით ხდება. ადამიანი იწყებს სიტუაციის შელამაზებას და ცდილობს, თქვენც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ.

12. საკუთარი რეალობის შესანარჩუნებლად

ადამიანებს უნდათ, რომ სიტუაცია შეიცვალოს, და ტყუილზე მიდიან. ისინი ფიქრობენ, რომ, თუ რაღაცას ბევრჯერ იტყვიან, სიტუაცია შეიცვლება და ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მათ სურთ.