ჯანმრთელობა
სხეულის 5 სუნი, რომლებიც არასდროს უნდა უგულებელყოთ
ოფლის უსიამოვნო სუნი ან პირში ცუდი სუნი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე მიგვანიშნებს.
შვედეთში ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ზოგიერთი დაავადება შეიძლება უნიკალური, კარგად განმასხვავებელი სუნის მიზეზი გახდეს.
აი, სხეულის 5 მთავარი სუნი, რომლებიც შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის სიგნალი იყოს.
1. განავლის ცუდი სუნი – ლაქტოზის აუტანლობის ნიშანი
როცა წვრილი ნაწლავი საკმარისი რაოდენობის ფერმენტებს, ე.წ. ლაქტაზს ვერ აწარმოებს, ის ლაქტოზის (რძის პროდუქტებში შემავალი შაქარი) გადამუშავებას ვერ ახერხებს.
ასე, რომ თქვენი წვრილი ნაწლავი სისხლის ნაცვლად ლაქტოზას პირდაპირ ნაწლავებში უშვებს, სადაც მისი ფერმენტაცია ხდება. ამან შეიძლება ცუდი სუნის მქონე განავალი, მუცლის შებერილობა და გაზების ცუდი სუნი გამოიწვიოს.
თუ რძის პროდუქტების მოხმარების შემდეგ თქვენს განავალს და გაზებს განსაკუთრებულად ცუდი სუნი აქვს, ექიმთან ვიზიტის დანიშვნა ურიგო არ იქნება.
2. ხილის სუნი პირიდან – დიაბეტი
ფილოსოფიური მეცნიერების პროფესორის და ბოსტონში დიაბეტის ცენტრის თანამშრომლის, რობერტ გაბეიას სიტყვებით, „ხილის სუნის“ მიზეზი შეიძლება გართულებული დიაბეტი, დიაბეტური კეტოაციდოზი იყოს.
ეს ორგანიზმში ინსულინის შემცირების და სისხლში შაქრის დონის მომატების დროს ხდება. ეს სიმპტომი დიაბეტის პირველი სტადიის დროს უფრო ხშირად აქვთ, მეორე მეორე სტადიისას.
3. შარდის ცუდი სუნი – საშარდე გზების ინფექციის ნიშანი
საშარდე გზების ინფექცია შეიძლება შარდის ცუდი სუნის ნიშანი იყოს. ეს შეიძლება ბაქტერიების, მაგალითად ნაწლავური ჩხირების საშარდე გზებსა და ურეთრაში მოხვედრით იყოს გამოწვეული, რომლებიც შემდეგ შარდის ბუშტში მრავლდებიან.
საშარდე გზების ინფექცია ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში, რადგან ურეთრა მათში მოკლეა. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენ შარდს საეჭვოდ ძლიერი სუნი აქვს, ექიმს მიმართეთ.
4. აყროლებული ფეხები – ტერფების სოკოს ნიშანი
თქვენი ბოტასის „არომატის“ ატანა არ გაქვთ? ამერიკული სამედიცინო-ორთოპედიული ასოციაციის თანახმად, ამაში დამნაშავე სოკოვანი ინფექციაა.
თუ შეამჩნიეთ, რომ თითების ირგვლივ კანი მშრალი და აქერცლილია, ან მასზე სიწითლე და წყლულები გაჩნდა, დიდი ალბათობით ეს ტერფების სოკოს ნიშანია.
თუ ფეხს გაიჭრით, სოკო შეიძლება სხეულის სხვა ნაწილში (მაგალითად, საზარდულის არეში ან იღლიებში) გავრცელდეს. ამან შეიძლება უსიამოვნო სუნი გააძლიეროს.
5. პირიდან უსიამოვნო სუნი – აპნოეს ნიშანი
თუ დილით თქვენ ცუდი სუნთქვა გაქვთ იმის მიუხედავად, რომ კბილებს რეგულარულად იწმენდთ, ამაში დამნაშავე აპნოეა – აშლილობა, რის გამოც ძილის დროს თქვენი სუნთქვა წყდება.
აპნოემ შეიძლება გამოიწვიოს ხვრინვა, რაც მთელი ღამე პირიდან სუნთქვას გაიძულებთ. ეს პირის სიმშრალეს იწვევს, რაც დილით უსიამოვნო სუნის მიზეზი ხდება.
ამ ნიშნებს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ და ექიმთან დროულად მისვლა არ დაგავიწყდეთ.