ჯანმრთელობა
12 საუკეთესო სანელებელი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის წინააღმდეგ
თანამედროვე სამზარეულო სანელებლების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ისინი ანიჭებს კერძებს განსაკუთრებულ გემოსა და არომატს.ყველა სანელებელი და სუნელი შეიცავს უამრავ სასარგებლო აქტიურ კომპონენტს, მათ შორის, ეთერზეთებსაც, რომელთა დამსახურებითაც, სანელებლებს სასიამოვნო არომატი აქვს. მათი დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი ეთერზეთული ნედლეულია.
აიუვერდაში სანელებლებს, ბალახებთან და ეთერზეთებთან ერთად, სამკურნალოდ იყენებენ. ეს მთელი მეცნიერებაა.
დღეს გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას ყველაზე პოპულარული, სასარგებლო და ადამიანისთვის საჭირო სანელებლებისა, რომლებიც დაგეხმარებათ გახდომასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
1. მდოგვი
ჩვენი უმრავლესობისთვის, მდოგვი არის სანელებელი, რომელიც აქტიურად გამოიყენება საკვების მომზადების დროს. თუმცა, აღმოსავლურ კულტურაში, მაგალითად, ინდურ აიუვერდულ მედიცინაში, მდოგვი ცნობილია თავისი სასარგებლო თვისებებით და აქვს თერაპევტული გამოყენება, მაგალითად, ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გაუმჯობესების ეფექტი.
შეურიეთ 1 ჩ.კ. მდოგვის თესლი 1 ჭიქა სუფთა წყალს და გააჩერეთ 30-60 წუთით. მიირთვით დღეში სამჯერ. თუმცა, საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
2. ქინძი
ქინძს აქვს სპაზმოლიტური, გაზმდენი, ნაღველმდენი, მსუბუქი კუჭამშლელი და ანტისეპტიკური თვისებები. იგი ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების მოქმედებას. ქინძის ნაყოფს საჭმლის მონელების გაუმჯობესების, კუჭის წვენის გამომუშავების გაძლიერებისა და ღვიძლის ფუნქციის დარეგულირების თვისება.
სხვა ქოლგისებრ მცენარეებთან(მუხუდო, კამა) ერთად, ეს შესანიშნავი საშუალებაა ნაწლავებში ჭარბი გაზწარმოქმნის წინააღმდეგ. ზედმეტი ჭამის შემდეგ კი იგი გვათავისუფლებს კუჭის სიმძიმისგან. მას, ხშირად, უმატებენ ნაკრებში, გემოს გასაძლიერებლად.
3. კამა
კამის თესლი გამოიყენება იმ ნაყენების დასამზადებლად, რომლებიც აღაგზნებს მადას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს უძილობის დაძლევასა და ღვიძლის ანთების განკურნებას.
ასეთი ნაყენის დასამზადებლად, 2 ჩ.კ. დაფქულ თესლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთში გადაწურეთ. მიიღეთ თითო ჩიკა დღეში.
სხვადასხვა სახის კოლიტის დროს და მეძუძური დედისთვის რძის წარმოქმნის გასაძლიერებლად, მიიღეთ კამის თესლის ფხვნილი, დღეში სამჯერ, თითო გრამი, სასურველია, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
4. ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი, ამინომჟავებისა და ეთერზეთების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით, უძლიერესი ბაქტერიციდული მოქმედებით გამოირჩება. ბოლქვი წარმატებით ებრძვის სხვადასხვაგვარად დაზიანებულ მიკროფლორასა და ნაწლავურ პარაზიტებს. მცენარე იცავს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. საკმარისია, დაღეჭოთ ერთი ნაჭერი ბოლქვი, რომ განახლდება სუნთქვა, მოიშორებთ პირიდან უსიამოვნო სუნს, განიკურნავს ღრძილებს მცირე დაზიანებებისა და წყლულებისგან.
გაციებული ყელის სამკურნალოდ, გამოივლეთ იგი ჯანჯაფილის წყლით ან ნაყენით: ეთერზეთები მოგიხსნით ანთებით შეშუპებებს და ანადგურებს ინფექციის წყაროებს. ისეთი დაავადება, როგორიც გასტრიტია, იმავე პრინციპით იკურნება: ჯანჯაფილი ახშობს და ანადგურებს მავნე ბაქტერიებს.
5. ნიორი
ნიორი კარგია სახსრების სამკურნალოდ. კომპრესები, ნაყენები და მალამოები, დამზადებული მის ბაზისზე, ამცირებს ტკივილს, ხსნის ანთებასა და შეშუპებას. ბოსტნეული მდიდარია სხვადასხვა ვიტამინითა და მიკროელემენტით, თუმცა, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სამკურნალოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გოგირდი. იგი მონაწილეობს ქონდროიტინისა და გლუკოზამინის სინთეზირებაში.
ხრტილის ეს კომპონენტები უზრუნველყოფს მოძრაობის თავისუფლებასა და უმტკივნეულობას. ამ ნივთიერებების უკმარისობა იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა “სახსრების გამოშრობა” ქსოვილებიდან წყლის დაკარგვის გამო.
6. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც გვეხმარება სახსრების ანთების დროს. ასეთი აღმოჩენა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. აერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ჩაი შეიცავს ფიტოქიმიურ კომპონენტს, სახელად ეპიჰალოკატექინ-3-გალატე.
მისი წყალობით, ჩაი სახსრებზე დადებითად მოქმედებს. ცდები ცხოველებზე ჩატარდა და, როგორც აღმოჩნდა, მიღებიდან 10 დღის შემდეგ, ცხოველებში აღინიშნებოდა კოჭ-ტერფის სახსრების ანთების ხარისხის შემცირება.
7. ძირტკბილას ფესვი
ძირტკბილა აძლიერებს ბრონქებში ლორწოვანი მასის გამოყოფას, რითიც ხელს უწყობს ამოხველებას. მცენარე პნევმონიის, ბრონქიტის დროს ხველის, ტონზილიტის, ტუბერკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება, ხელს უწყობს ლარინგიტის დროს ხმის აღდგენას. ძირტკბილას ანთებისსაწინაღმდეგო მოქმედება აქვს და აძლიერებს სხვა ბალახების მოქმედებას ნაკრებში.
8. როზმარინი
როზმარინი შეიცავს ორ უმძლავრეს ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებას, კარსონიკულ მჟავასა და კარსონოლს. კვლევებით დადგინდა, რომ ეს ორი ნივთიერება ებრძვის COX-2-ს, ენზიმს, რომელიც იწვევს ტკივილსა და ანთებას სხეულში.
იგი, ასევე, ებრძვის აზოტის ზედმეტად ამჟავებას, რაც, ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანთების დროს. კვლევებით, აგრეთვე, დადგინდა, რომ როზმარინს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისება აქვს Helia pylori-ისა(ბაქტერია, რომელიც იწვევს კუჭის წყლულს) და სტაფილოკოკური ინფექციის წინააღმდეგ.
9. შავი პილპილი
შავი პილპილი – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიმულატორია საჭმლის მონელებისა. იგი ზრდის მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებასა და მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას.
ალკალოიდი პიპერინი აძლიერებს საკვების ათვისებას ნაწლავებში და ნაწლავის კედლებიდან სისხლში ამინომჟავების გაღწევადობას. შავი პილპილი წმენდს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტოქსინებისგან, ებრძვის ნაწლავების მლპობ მიკროფლორას. მისი რეგულარული მოხმარება არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმების უფრო აქტიურ წვას.
10. კურკუმა
კურკუმა – სასწაულმოქმედი სანელებელია. იგი მოქმედებს, როგორც ანტისეპტიკური ჯაგრისი კუჭსა და ნაწლავებში. იმისათვის, რომ სწრაფად განიკურნოთ ხველა, 1 ჩ.კ. კურკუმა გახსენით ჭიქა თბილ რძეში და დალიეთ დღეში რამდენჯერმე. ფხვნილი არამხოლოდ კლავს ბაქტერიებს, არამედ გამოიწოვს ლორწოსაც, გვეხმარება სისველის ამოხველებაში.
ინდოეთში კურკუმას მრავალ კერძს უმატებენ. ითვლება, რომ მამაკაცები, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ კურკუმას, არ ავადდებიან პროსტატიტით. ინდოელები, ასევე, ფხვნილს იყრიან ჭრილობებზე, თუ ხელთ არ აქვთ ბინტი და ანტისეპტიკური საშუალება.
11. წიწაკა ჩილი
ცხარე წიწაკა, კუჭში მოხვედრისას, დაუყოვნებლივ იწყებს ჩვენს გახდომაზე ფიქრს. კაპსაიცინი, რომელსაც იგი შეიცავს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც უშვებს სხეულში ცხიმის დაგროვებების ამჟავებას, ესე იგი, თანდათან, ორგანიზმის ვნების გარეშე, იგი გვაცილებს ჭარბ კილოგრამებს.
ამასთან, სხეული იწყებს დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფას(სწორედ ამითაა სიცხის შეგრძნება განპირობებული, ჩილის მოხმარების შემდეგ), ამაზეც კალორიები იხარჯება. პლუს, ეს ხელს უწყობს კანქვეშა ცხიმის წვას და ხელს უშლის ზრდასრული ცხიმოვანი უჯრედების განვითარებას. ასევე, ტესტირების დროს დადგინდა, რომ წიწაკა ჩილი ამცირებს მადასაც.
12. დარიჩინი
დარიჩინის სარგებელი ჯანმრთელობისთვის უდავოა. იგი იმუნიტეტსაც ზრდის, ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას. დღემდე, დარიჩინს ჭარბი წონის საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.
დარიჩინი გასახდომად დიდი პოპულარობით სარგებლობს, ფორუმების მომხმარებლები ამბობენ, რომ სანელებელი მათ ბრტყელი მუცლის მიღებაში დაეხმარა. ამასთან, დარიჩინს უმატებენ როგორც გასახდომ ჩაის, ისე იყენებენ განსაკუთრებული სასმლების მოსამზადებლადაც.
მეტაბოლიზმის დაჩქარება გახდომის წინაპირობაა. ეს სანელებელი ამ პროცესს უზრუნველყოფს. დარიჩინი ასტიმულირებს საჭმლის მონელების მუშაობას და გვეხმარება მძიმე საკვების ათვისებაში, შლაკებისა და ტოქსინების დაგროვებას კი ხელს უშლის.