Connect with us

ჯანმრთელობა

8 რჩევა იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნოთ ღვიძლის ჯანმრთელობა

ცნობილია, რომ ღვიძლი გადამწყვეტ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის პროცესში და, რომ მასში თავს იყრის მავნე ნივთიერებები. თუმცა, იცით, რა არის სასარგებლო ამ ორგანოსთვის და რა – არა?

დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველამ იცის, რომ ღვიძლისთვის ყველაზე მავნე ალკჰოლია, – ეს სწორია, ეთილის სპირტი მისთვის ძალიან საშიშია.

თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, ყფრო მასობრივია ე.წ. ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმიანი დაავადება – ესაა სერიოზული დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედებში დიდი რაოდენობით ცხიმი გროვდება.

პირველ რიგში, იგი დაკავშირებულია კვების ზოგიერთ თავისებურებასთან.

როგორც აღმოჩნდა, ღვიძლისთვის ყველაზე მავნეა ჩვეულებრივი პროდუქტის – ცხოველური ცხიმებისა და მარტივადათვისებადი შაქრის – ჭარბი მიღება. ეს უკანასკნელები უფრო მავნეც კია, ვიდრე თვითონ ცხიმები.

ხოლო შაქრებიდან ყველაზე მავნედ ითვლება ფრუქტოზა. იგი, აგრეთვე, ხშირად იწვევს ღვიძლის ანთებას, რაც ზემოხსენებულ დაავადებას ამწვავებს. გასაოცარია, თუმცა ცხიმები და შაქარი ისეთივე ცვლილებებს იწვევს, როგორსაც სპირტიანი სასმელები.

დაავადების განვითარების მექანიზმები განსხვავებულია, თუმცა იგი ყოველთვის ერთნაირად ვლინდება. დროთა განმავლობაში, ორივე დაავადება ადამიანებში იწვევს ციროზს, ხანდახან კი – ღვიძლის კიბოს.

გარდა ამისა, არსებობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ისეთი დარღვევები, რომ ყველაფერი შაქრიანი დიაბეტითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, მათ შორის, ინფარქტითა და ინსულტით, სრულდება.

1. მიირთვით ყავა

ადამიანები, რომლებიც დღეში რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევენ, ამცირებენ ღვიძლის დაავადებების რისკს.

2. აკონტროლეთ ალკოჰოლის რაოდენობა

როცა ალკოჰოლს სვამთ, თქვენი ღვიძლი კონცენტრირდება იმაზე, რომ სისხლი გაწმინდოს ალკოჰოლისგან. ამ პროდუქტის ჭარბი მოხმარება, დროთა განმავლობაში, იწვევს ღვიძლის გაცხიმოვნებას, საბოლოოდ კი – ციროზს.

3. მიირთვით ფერადი ბოსტნეული

ეს გვეხმარება, უზრუნველვყოთ ორგანიზმი აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებითა და ბოჭკოებით. მოერიდეთ რაფინირებულ ნახშირწყლებს(თეთრი პური, ფუნთუშები) და მიიღეთ მეტი სრულმარცვლოვანი ნახშირწყალი – ბრინჯი, პური და ბურღულეული.

4. შეინარჩუნეთ ნორმალური წონა

ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულის მასის ინდექსი 18-25 ფარგლებში უნდა გააჩეროთ.  არსებობს ონლაინ-ხელსაწყოები, რომლებიც ამ ციფრების გამოთვლაში დაგეხმარებათ.

5. რეგულარულად ივარჯიშეთ

ეს დაგეხმარებათ სხეულის მასის ინდექსის საჭირო დონის შენარჩუნებაში და დაგიცავთ ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმიანი დაავადებისგან.

6. მოერიდეთ ტოქსინებს

ეს ეხება საწმენდი საშუალებების, აეროზოლების, ინსექტიციდებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ქიმიის ქიმიკატებს. ისინი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, თუ შეხებით ან დიდი რაოდენობით შეიყნოსავთ.

7. დაიცავით თავი სექსის დროს

პრეზერვატივები სხვადასხვა დაავადებისგან დაგიცავენ, რომლებსაც თქვენი ღვიძლის დაზიანება შეუძლია. მაგალითად, C ჰეპატიტი დაუცველი სექსის დროსაც გადადის და იწვევს ღვიძლის ციროზს.

რა არის სასარგებლო ღვიძლისთვის

  • ფოსფოლიპიდების შემცველი პროდუქტები: არარაფინირებული მცენარეული ზეთები, კვერცხი(გული), პარკოსნები, სრულმარცვლოვანი პროდუქტი;
  • ნატურალური ყავა(იმ შემთხვევაში, თუ არ იწვევს გულძმარვას, გახშირებულ გულისცემას და მაღალ წნევას);
  • ცილოვანი პროდუქტი: მჭლე ხორცი, ფრინველი, ნებისმიერი თევზი;
  • ანტიოქსიდანტების შემცველი პროდუქტი: უმი ბოსტნეული და ხილი.