Connect with us

ჯანმრთელობა

გულის შეტევის სახიფათო ნიშნები, რომლებიც მხოლოდ ქალებში გვხვდება

მთელ მსოფლიოში ნაადრევი სიბერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გულის შეტევაა. ხშირად ის მოულოდნელად ხდება, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ნაადრევ სიგნალს იღებს. ამათგან ზოგიერთი მხოლოდ ქალებში გვხვდება.

ეს 6 სიმპტომი თითოეულმა ქალმა კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ გულის შეტევის მსხვერპლი არ გახდეს:

1. ხელის, ზურგის, კისრის და ყბის ტკივილი

ჩვეულებრივ გულის გაჩერება მარცხენა ხელის ტკივილს უკავშირდება, თუმცა არსებობს სხვა ტკივილიც, რომელიც გულის შესაძლო შეტევაზე გაფრთხილებთ და რომელიც შეიძლება სხვა დაავადებაში აგერიოთ. თუ ზურგის, ხელის, კისრის ან ყბის ტკივილი მუდმივად და პროგრესირებულად გტკივათ, თქვენ ექიმს დაუყონებლივ უნდა მიმართოთ.

2. გულისრევა და მუცლის ტკივილი

გულის შეტევის ზოგიერთი სიმპტომი გრიპში, გულძმარვაში ან საკვებით მოწამვლაში ეშლებათ. ზოგი ქალი ირწმუნება, რომ კუჭში წნევას გრძნობდნენ.

3. ცივი ოფლი

ქალებში ცივი ოფლი ხშირად შფოთვას და სტრესს უკავშირდება,მაგრამ თუ ადრე მსგავსი ნიშნები არ გქონდათ, ექიმს მიმართეთ. ასე უფრო სერიოზული პრობლემის გამორიცხვას შეძლებთ.

4. თავბრუსხვევა და სუნთქვის პრობლემები

ეს ორი ნიშანი (როცა ცხადი ნიშანი არაა) – უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ქალები, რომლებმაც გულის შეტევა და ინსულტი გადაიტანეს, ამბობენ, რომ თითქოსდა მარათონი გაირბინეს, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ფიზიკურ ვარჯიშს არ ასრულებდნენ.

5. უკიდურესი დაღლილობა

დაღლილობა დასვენების შემდეგაც შეინიშნება და ის იმდენად გამოხატულია, რომ მთავარი ამოცანების შესრულებაში ხელს გიშლით. ფიზიკური დატვირთვის გამო დაღლილობის არსებობა, რომელსაც ადრე ყოველგვარი სირთულის გარეშე ასრულებდით (მაგალითად, კიბეებზე ასვლა), შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემაზე მიუთითებდეს.

6. მკერდში ტკივილი და წნევა

ეს ნიშანი ორივე სქესის ადამიანებში გვხვდება, მაგრამ ქალებს ტკივილი მთელ მკერდში აწუხებთ და არა მხოლოდ მარცხენა ნაწილში, როგორც ეს მამაკაცების შემთხვევაში ხდება. თუ დისკომფორტი რამდენიმე წუთით გრძელდება. ექიმს აუცილებლად მიმართეთ.

აღსანიშნავია,რ ომ ამ ნიშნების არსებობა გულის შეტევის არსებობის გარანტიას არ წარმოადგენს, მაგრამ მათი კომბინაციურად გამოვლენა ნაადრევ სიგნალს წარმოადგენს, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება.