Connect with us

თავის მოვლა

კანის მოვლის 10 საიდუმლო, რომლებსაც უძველესი ადამიანები იყენებდნენ

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა და იგი პირველია, რასაც სხვები თქვენთან შეხვედრის დროს ხედავენ. ჯანსაღ და ახალგაზრდა კანს დიდხანს შეინარჩუნებთ, თუ რამდენიმე საიდუმლოს გაიგებთ. ზოგიერთ მათგანს ჯერ კიდევ ძველეგვიპტელი ქალები იყენებდნენ.

თაფლის ანტიბაქტერიული და სამკურნალო ნიღაბი

შეურიეთ 1/4 ჭიქა თაფლი ცოტაოდენ თბილ წყალს და დაუმატეთ 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი. წაისვით მასა სუფთა სახეზე 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

რბილი მუხლები და იდაყვები

შეურიეთ ზღვის მარილი და ზეითუნის ზეთი თანაბარი რაოდენობით. შეიზილეთ მასა იდაყვებსა და მუხლებზე, აბაზანის მიღების დროს.

ზღვის მარილი და ნაღები სახის კანისთვის

ამ საიდუმლოს გეიშები იყენებდნენ. შეურიეთ 2 ს.კ. ზღვის მარილი და ცოტაოდენი ათქვეფილი ნაღები. შეიზილეთ მასა სახეზე ყოველდღე, თუ მკვრივი კანი გსურთ.

მწვანე ჩაი კანის გასაღიავებლად

შეურიეთ 1 ფინჯანი ცხელი მწვანე ჩაი 1/2 ფინჯან დაფქულ შვრიას. დაუმატეთ 1 ს.კ. ავოკადოს პიურე და 1/2 ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ, გადაინაწილეთ სახეზე, გაიჩერეთ 10-15 წუთით, სანამ ჩამოიბანდეთ.

დეტოქსი ჩაით

თბილი აბაზანის მიღების დროს, ჩაალბეთ მასში მწვანე ჩაის 5 პაკეტი და ჩაწექით ასე 20 წუთით. ეს კანის უჯრედებს ენერგიას მიანიჭებს, კუნთებს კი დეტოქსიკაციის საშუალებას მისცემს.

ვარდის წყალი

ითვლება, რომ ვარდის წყალი პოპულარული იყო ძველ ეგვიპტეში. იგი ტონიკის სახით გამოიყენებოდა,კანის დაბერების შესანელებლად.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთუუ თმისა და თავის კანის დასატენიანებლად მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. უბრალოდ წაისვით 1 კოვზი ზეთი თმაზე და დაივარცხნეთ. გაიჩერეთ 1 საათით და ჩამოიბანეთ.

აბაზანა თაფლითა და რძით

ეს კლეოპატრას საყვარელი აბაზანა იყო. რძე შეიცავს რძემჟავასა და ალფა-ჰიდროქსი მჟავას, რომელიც გვაშორებს მკვდარ უჯრედებს და აქვს მაახალგაზრდავებელი ეფექტი.

შაქრის დეპილაცია

მოამზადეთ სპეციალური პასტა თაფლისა და ლიმონის წვენისგან. დაიტანეთ მშრალ კანზე, შემდეგ კი სწრაფად გაიცალეთ. ეს ეპილაციის მარტივი საშუალებაა.

თიხის ნიღაბი

თიხის ნიღბები კლეოპატრას ხშირი პროცედურები იყო. თიხა აცილებს კანს დაბინძურებას, ხელს უშლის აკნეს გაჩენას. უბრალოდ შეურიეთ თიხა და წყალი ისე, რომ სქელი კონსისტენცია მიიღოთ, დაიტანეთ კანზე 15 წუთით და ჩამოიბანეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.