საკითხავი
კბილის პასტის გამოყენების 17 უჩვეულო მეთოდი
კბილის პასტა ჩვენს ემალს ათეთრებს, ასუფთავებს, უსიამოვნო სუნს აქრობს და იცავს. კბილის პასტის თვისებები მხოლოდ ჰიგიენური საშუალების ჩარჩოებს ცდება. იგივე ინგრედიენტები, რომლებიც ჩვენი კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ლაქების და უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ.
1.როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს ნაკაწრი
მცირე რაოდენობის კბილის პასტა ტყავის ფეხსაცმლიდან ნაკაწრის მოშორებაში დაგეხმარებათ. მცირე რაოდენობის კბილის პასტა ქსოვილით ნაკაწრის ადგილას წაუსვით, შემდეგ სველი ქსოვილით გადაწმინდეთ და ტყავის ფეხსაცმელი ახალივით იქნება.
2.პიანინოს კლავიშები გაწმინდეთ
თუ პიანინოს კლავიშები ხანგრძლივი გამოყენების ოდნავ ბინძურია, კბილის პასტით და ძველი კბილის ჯაგრისით გაწმინდეთ, შემდეგ კი სველი ქსოვილით გადაწმინდეთ. ეს მეთოდი როგორც სპილოს ძვლის, ისე თანამედროვე ფორტეპიანოს, რომელიც პლასტმასის კლავიშებით არის დაფარული, გასაწმენდად გამოგადგებათ.
3.კეტები კბილის პასტით გაწმინდეთ
კეტებსა და ბოტასებზე რეზინის ნაწილის გასათეთრებლად, არა გელისებური კბილის პასტა და ძველი კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ. გაწმენდის შემდეგ, პასტის ნარჩენები სველი ქსოვილით გადაწმინდეთ.
4.უთოს ნადები მოაშორეთ
რბილი კრისტალების მქონე კბილის პასტა უთოს ზედაპირიდან ნადების მოშორებაში დაგეხმარებათ. პასტა ცივ უთოს წაუსვით, შემდეგ სუფთა ქსოვილით გაწმინდეთ.
5.ბრილიანტის ბეჭედი სახლის პირობებში გაწმინდეთ
ბეჭედზე ბრილიანტები კვლავ რომ ბზინვარებდნენ, რბილი ჯაგრისით და მცირე რაოდენობის კბილის პასტით გაწმინდეთ, რის შემდეგ ნარჩენები სველი ქსოვილით მოაშორეთ.
6.საბავშვო ბოთლები განაახლეთ და გარეცხეთ
საბავშვო ბოთლებში დროთა განმავლობაში მჟავე რძის სუნი გროვდება. კბილის პასტა ამ სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ. ცოტა კბილი პასტა ბოთლის ჯაგრისს წაუსვით და შიგნიდან კარგად გაწმინდეთ. შემდეგ წყალი კარგად გამოავლეთ.
7.მინის დაორთქვლის საწინააღმდეგოდ
თუ თხილამურებზე სიარული და სათვალეების გაკეთება გიყვართ, დაორთქლილი მინის პრობლემა ალბათ ცნობილია. ამის თავიდან ასაცილებლად, სათვალის მინა ან ნიღაბი კბილის პასტით და შემდეგ ქსოვილით გაწმინდეთ.
ასეთი მეთოდი შეგიძლიათ სააბაზანოს სარკის დაორთქვლის საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ. სარკე კბილის პასტით გაწმინდეთ, შემდეგ კი ქსოვილით.
8.სააბაზანოსა და სამზარეულოში შემზავებელი გაწმინდეთ
საყოფაცხოვრებო ქიმიის საშუალება შეიცავს რბილ ნაწილაკებს, რომლებიც ქრომირებულ ზედაპირს ბზინვარებას მატებს. თუ ხელთ სპეციალური საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ კბილის პასტა გამოიყენო. უბრალოდ ზედაპირი კბილის პასტით და შემდეგ რბილი მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ. შედეგით გაოცებული დარჩებით.
9.სააბაზანოს ნიჟარა გაწმინდეთ
არა გელის სტრუქტურის კბილის პასტა ნიჟარის გაწმენდასა და მილიდან ამოსული უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ.
10.როგორ მოვაშოროთ კედელს პატარების ნაკვალევი
თუ თქვენს ბავშვებს კედლებზე ხატვა უყვართ, კბილის პასტები მოიმარაგეთ და პატარების ნაკვალევი კბილის პასტით გაწმინდეთ, შემდეგ კი წყლით ან სველი ქსოვილით.
11.როგორ ამოვიყვანოთ ქსოვილიდან პომადის ან მელნის ლაქა
ეს მეთოდი ყველა ტიპის ქსოვილის ან მელნის შემთხვევაში არ მოქმედებს, თუმცა შეგიძლიათ სიტუაცია გამოსწორება სცადოთ, სანამ მის გადაგდებას დააპირებთ.
კბილის პასტა ლაქას წაუსვით და ქსოვილში გასრისეთ, შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ. შეგიძლიათ პროცედურა რამდენჯერმე გაიმეოროთ, სანამ მელნის ლაქა არ გაქრება. მსგავსი მეთოდი იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, თუ ქსოვილიდან პომადის ლაქის მოშორება გჭირდებათ.
12.ავეჯიდან თეთრი ლაქის მოშორება
ცხელი სასმელებისგან დარჩენილი წყლის ლაქის მოსაშორებლად, არა გელის მსგავსი სტრუქტურის მქონე კბილის პასტა რბილი ქსოვილის დახმარებით დალაქავებულ ზედაპირს წაუსვით. შემდეგ უბრალოდ სველი ქსოვილით გადაწმინდეთ და გაშრობა აცადეთ, სანამ ზედაპირის გამაპრიელებელ საშუალებას გადაუსვამთ.
13.აკნეს მოშორება
საღამოს წვეთი კბილის პასტა (არა გელის და არა მათეთრებელი სტრუქტურის) აკნესა და მუწუკზე წაისვით, დილით უკვე გამშრალი იქნება. კბილის პასტა აკნეს გამოაშრობს და კანის ცხიმს შეიწოვს. თუმცა მგრძნობიარე კანის შემთხვევაში ფრთხილად უნდა იყოთ.
14.კბილის პასტა მწერების ნაკბენის დროს
თუ კოღომ გიკბინათ, ნაკბენზე კბილის პასტა წაისვით, რომ ქავილი და გაღიზიანება მოიშოროთ. ასეთი მეთოდი დამწვრობის დროსაც გამოგადგებათ.
15.ხელიდან სუნის მოსაშორებლად
თუ ხელიდან ნივრის ან ხახვის სუნის მოშორება გსურთ, მაშინ ხელები კბილის პასტით დაიბანეთ.
16.ფრჩხილების გასაძლიერებლად
მანიკიურის გაკეთების დრო არ გაქვთ? კბილის პასტა ფრჩხილებზე რბილი ჯაგრისით წაისვით, რომ ისინი უფრო ძლიერი გახადოთ. გარდა ამისა, კბილის პასტა ფრჩხილების გაპრიალებაში და მუქი ფერის ლაქის შემდეგ დარჩენილი ნადების მოშორებაში დაგეხმარებათ.
17.ტელეფონიდან ნაკაწრის მოშორება კბილის პასტის დახმარებით
ტელეფონის ეკრანზე ნაკაწრების შემცირებას შეძლებთ, თუ მცირე რაოდენობის კბილის პასტას რბილი ქსოვილის დახმარებით წაუსვამთ.