ჯანმრთელობა
7 პროდუქტი, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ხელს უწყობენ
კვება ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი მუშაობა და მის მიერ წარმოებული ჰორმონების ჭარბი რაოდენობა ორგანიზმისთვის საზიანოა. ეს შრომისუნარიანობას ამცირებს და განწყობას აუარესებს.
ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადების დროს ექიმები გირჩევენ პროფილაქტიკის მიზნით რაციონი იოდის, ცილების, მინერალური მარილების, მიკროელემენტების და ვიტამინების, განსაკუთრებით ასკორბინის მჟავისა და B ჯგუფის ვიტამინების მქონე პროდუქტებით გაამდიდროთ.
აი, მეტნაკლებად სასარგებლო პროდუქტების სია, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას აუმჯობესებენ.
1. ვაშლი
ვაშლის ორგანიზმის მთელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს და პათოგენურ ბაქტერიებს ანადგურებს. მთავარია – კურკებიანად შეჭამოთ, იოდის დიდი მარაგი სწორედ მათშია.
2. კიბორჩხალას ხორცი და ზღვის პროდუქტები
ისინი B12 ვიტამინს და თუთიას შეიცავენ, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ სისტემას სტიმულირებენ. ყურადღება მიაქციეთ: კიბორჩხალას დაკონსერვებული ხორციც კი თავის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.
3. ზღვის კომბოსტო
იოდს და კიდევ 40 ვიტამინსა და ელემენტს შეიცავს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისგან დაგიცავთ.
4. მოცვი
ეს კენკრა ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილას დგას. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ დარღვევას აღმოფხვრის.
5. წითელი თევზი
ეს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავის წყაროა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. წითელი თევზი რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.
6. კაკალი თაფლთან ერთად
ზარმაც ფარისებრ ჯირკვალს აღვიძებს. 3-4 ნიგოზი დანაყეთ, 1 კოვზი თაფლი აურიეთ და დილით, უზმოზე მიირთვით. ეს „სამკურნალო“ საშუალება ყოველდღე 1-2 კვირის განმავლობაში მიიღეთ.
7. ლიმონი თაფლთან ერთად
ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ააქტიურებს. 2-3 ლიმონი კარგად გარეცხეთ. წვრილ სახეხზე ქერქი გახეხეთ. დაახლოებით იმავე რაოდენობის თაფლს აურიეთ. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ საკვების მიღებებს შორის დალიეთ.
იოდის დღიური ნორმის მიღების ყველაზე მარტივი მეთოდია, იოდიზირებული მარილის საკვებში გამოყენება. ამის შესახებ გახსოვდეთ!