საკითხავი
11 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ
კოკა-კოლა გამოიგონა ამერიკელმა აფთიაქარმა, ჯონ პემბერტონმა, შორეულ 1886 წელს. მას შემდეგ, მან მთელი მსოფლიო დაიპყრო და პლანეტის თითქმის ყველაზე პოპულარულ სასმელად იქცა.
კოკა-კოლა 200-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და, არამგონია, ისეთი ადამიანი იპოვოთ, რომელსაც იგი არასდროს გაუსინჯავს. თუმცა, რამდენად ბევრი იცით ამ სასმლის შესახებ?
ეს 11 ფაქტი გაგაოცებთ:
1. მსოფლიოში ყოველდღიურად 1.9 მილიარდზე მეტი ულუფა კოკა-კოლა იყიდება
ანუ, საშუალოდ, ყოველწამს 10 000-ზე მეტი ულუფა. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, იგი ოფიციალურად მხოლოდ ორ ქვეყანაში არ იყიდება: კუბასა და ჩრდილოეთ კორეაში. 2012 წლამდე, კოკა-კოლა არ იყიდებოდა მიანმაშიც, თუმცა უკვე იყიდება.
2. კომპანია იმდენი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, რომ ყოველდღე თითოს გასინჯვის შემთხვევაში, 9 წელზე მეტი დაგჭირდებოდათ ყველა მათგანის გასასინჯავად
კოკა-კოლას კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს 3500-ზე მეტ სასმელს(და 500 ბრენდს), მათ შორის, სხვადასხვა გაზიან, ენერგეტიკულ და სოიოს სასმელს. გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს წვენებსა და ხილის სასმელებს, წყალს, სპორტულ სასმელებს, ჩაის, ყავასა და რძიან სასმელებსაც კი. მხოლოდ 2011 წელს, პროდუქტის ხაზი 500 დასახელებით გაფართოვდა.
3. კოკა-კოლას რეცეპტის საიდუმლო მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის და მათთვის აკრძალულია ერთად მოგზაურობა
კოკა-კოლის რეცეპტი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული საიდუმლოა. ჯონ პემბერტონმა იგი 1886 წელს მოიგონა, თუმცა, დიდხანს ინახავდა თავში. საწყისი რეცეპტი, პირველად, 1919 წელს დაიწერა, ხოლო 1920-იან წელს, ფურცელი, რომელზეც რეცეპტი ეწერა, ატლანტის ბანკის საცავში იქნა შენახული.
86 წლის შემდეგ, კოკა-კოლას კომპანიამ ცალკეული საცავი ააშენა, სადაც რეცეპტი შეუღწევადი მეტალის კედლებს მიღმა ინახება. მხოლოდ ორმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა და მათმა ქვემდებარე პირებმა იციან ამ რეცეპტის შესახებ, თუმცა, მათი თანამდებობები უცნობია, მეტი სიფრთხილისთვის.
4. 2006 წელს კოკა-კოლას ორი თანამშრომელი ცდილობდა, კომპანიის კომერციული საიდუმლო პეპსისთვის მიეყიდა
2006 წელს, კომპანიის თანამშრომლები, ჯოია უილიამსმა და იბრაჰიმ დიმსონმა გადაწყვიტეს, ფულის გამოსამუშავებლად, კომპანიის საიდუმლო პეპსისთვის მიეყიდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ მთავარი კონკურენტი უარს არ იტყოდა საიდუმლოსთვის 100 000 დოლარის გადახდაზე. მათ სასმლის ნიმუში და საიდუმლო დოკუმენტაცია გადასცეს “პეპსის წარმომადგენელს”, რომელიც, რეალურად, გფბ-ს ფარული აგენტი გახლდათ. როგორც ჩანს, პეპსიმ თავად გადასცა გფბ-ს ამ ამბის შესახებ და ხაზი გაუსვა იმას, რომ კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და კანონიერი. 2007 წელს, დამნაშავეებს 5-8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 40 000-დოლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
5. კოკა-კოლა ქილებში ჯარისკაცებისთვის შექმნეს
ალუმინის ქილები კომპანიამ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოუშვა, რათა ფრონტზე ჯარისკაცებს გამარტივებოდათ მათი შენახვა და გადატანა. ბედის ირონიით, წარმოება ალუმინის დეფიციტის გამო შეწყდა – მისი მარაგი სულ სამხედრო საჭიროებებს ხმარდებოდა. მოქალაქეებისთვის ქილის კოლა 1960-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი.
6. “მაკდონალდსში” კოლა უფრო გემრიელია და ამის მიზეზიც არსებობს
კოკა-კოლას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს “მაკდონალდსთან”, რესტორნის დაარსების მომენტიდან. მაშინ, როცა სხვა ყველა წარმოება კოლას სიროფს პლასტმასის პაკეტებით იღებს, “მაკდონალდსში” იგი მეტალის ავზებით მოდის. ასეთ კონტეინერებში სიროფი უკეთ ინარჩუნებს გემოს და არ ექვემდებარება ტემპერატურის, შუქისა და ჰაერის ზემოქმედებას. გარდა ამისა, რესტორანში კარგად ფილტრავენ წყალს, რომლისგანაც კოკა-კოლას აკეთებენ.
7. 1985 წელს კომპანიამ თანამშრომელი პეპსის თანამშრომელთან დანიშვნის გამო გაათავისუფლა
1985 წელს, ამანდა ბლეიკ კრონინი დევიდ კრონინზე დაინიშნა. ორივე მათგანი კოკა-კოლაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ დევიდი პეპსიში გადავიდა, რაც ყოფილ დამსაქმებელს არ მოეწონა. კომპანიამ ამანდას სამსახურიდან წასვლა ან დევიდის პეპსიდან წამოსვლა მოსთხოვა.
ამანდა შეძრა პირად ცხოვრებაში ამ სახით ჩარევამ და სასამართლოში 600 000 დოლარი მოითხოვა მორალური ზიანის კომპენსაციის სახით. 1986 წელს საქმე სასამართლომდელი შეთანხმებით დასრულდა.
8. ინდოელი ფერმერები კოკა-კოლას პესტიციდის სახით იყენებენ
ჩატისგარხის შტატის ფერმერები ბრინჯის პლანტაციებს კოკა-კოლასა და პეპსის ასხამენ. ტკბილი სასმელები იზიდავს ჭიანჭველებს, რომლებიც, თავის მხრივ, მავნებლების კვერცხებით იკვებებიან. ეს ათჯერ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე პესტიციდები.
9. ბრენდი კოკა-კოლა 204 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ეს იმაზე მეტია, ვიდრე ერთად აღებული Budweiser-ი, Pepsi, Starbucks-ი და Red Bull-ი
ეს მსოფლიოში მესამე ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია. თუ დასაბამიდან კოკა-კოლას მიერ წარმოებულ ყველა სითხეს 250მლ-იან ბოთლებში ჩაასხამდნენ და რიგში დაალაგებდნენ, ისინი მთვარემდე და უკან მანძილს 2000-ჯერ დაფარავდა!
10. კოკა-კოლას წარმოებაზე იმდენი წყალი იხარჯება, რომ ეს ზოგიერთ რეგიონში წყლის მიწოდების პრობლემებს ქმნის
ინდოეთსა და ლათინურ ამერიკაში, კოკა-კოლას წარმოებამ წყლის რესურსების დეფიციტი გამოიწვია სასოფლო რაგიონებში. 2006 წელს, უტარ-პრადეშის შტატის საწარმო დაიხურა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რო იგი წყლის იმ წყაროებს აბინძურებს, რომლებიც აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებლად. მხოლოდ 2004 წელს, კომპანიამ 283 მლრდ ლიტრი წყალი დახარჯა, ამასთან, 1 ლ სასმლის დასამზადებლად 2.7 ლ წყალი იხარჯება.
11. 1965 წლის 12 ივლისს, კოკა-კოლა იქცა პირველ კომერციულ სასმლად, რომელიც კოსმოსში დალიეს
იმ დღეს, “ჩელენჯერის” ბორტზე მყოფმა ასტრონავტებმა გამოსცადეს “კოსმიური ქილა”, რომელიც კომპანია კოკა-კოლამ სპეციალურად გრავიტაციის გარეშე პირობისთვის შექმნა. გარდა ამისა, კომპანიამ ხომალდში “კოსმიური ავტომატი” დაამონტაჟა კოკა-კოლას გასაყიდავად – ეს იყო პირველი მსგავსი მოწყობილობა, გამოყენებული კოსმოსში.