ყვავილები
პომიდვრები დიდი ზომის რომ გაიზარდოს და არ დასკდეს, აი როგორ უნდა მოიქცეთ
იმისათვის, რომ საყვარელი პომიდვრები დიდი ზომის გაიზარდოს და უფრო სწრაფად დამწიფდეს, მოამზადეთ მათთვის სასარგებლო “სასმელები”:
- 10 ლ წყალს დაუმატეთ 3-4 წვეთი იოდი. მორწყვეთ პომიდვრის ბუჩქები ფესვთან, კვირაში ერთხელ, 1.5-2 ლ სითხე თითო ბუჩქზე;
- გაავსეთ 200-ლიტრიანი კასრი ჭინჭრითა და ბაბუაწვერას ფოთლებით, 1/3-ზე. დაუმატეთ 1 სათლი ნაკელი, დაასხით წყალი. ფერმენტირების დასაჩქარებლად, დაახურეთ კასრს ცელოფანი. დაახლოებით 10 დღეში, სასუქი მზად იქნება. მიღებული სითხე, გამოყენებამდე, გააზავეთ წყალში 1:10 პროპორციით და მორწყეთ პომიდვრის ბუჩქები შემდეგი გათვლით: 1 კვ.მ-ზე 4 ლიტრი.
რჩევები პომიდვრის მოსაყვანად
1. პირველ რიგში, გაზარდეთ კარგი, ჯანმრთელი ნერგები
უმჯობესია, პომიდორი ცალკეულ ქოთნებში დათესოთ. გაუკეთეთ სათბურები, დათბობასთან ერთად კი მოხსენით ისინი. ნერგები გადარგეთ.
2. ერთ ღეროდ ფორმირება
ვაშორებთ ყველა წანაზარდს სამ დღეში ერთხელ, ხოლო პირველი მტევნის ქვემოთ ყველა ფოთოლი გააცალეთ. ერთი ფესვი მხოლოდ ერთ ღეროს უნდა ახმარდეს ენერგიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო ნივთიერებები მრავალ ღეროსა და ფოთლებს მოხმარდება და არა ნაყოფს.
3. როგორც კი ბუჩქი დაიღლება ვერტიკალურად დგომით, იგი უნდა მიამაგროთ თასმებით, რომელთა დაბოლოებებიც ზემოთ შეკიდულ ძელს ემაგრება
ზრდასთან ერთად, ღერო მძიმდება და საჭიროა მისი დამაგრება თასმით. როცა ნაყოფი გაჩნდება, მძიმე მტევნებიც უნდა მიამაგროთ, თორემ ნაყოფს ღეროს გადატეხვა გააფუჭებთ. ქვედა მტევნების ქვეშ დაამაგრეთ საყრდენები, ნაყოფი ძირს რომ არ ეხებოდეს.