Connect with us

ჯანმრთელობა

მონაზვნის სეხნია რეცეპტი გვეხმარება კიბოს უჯრედების განადგურებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში

ჩვენს უჯრედებს ძლიერი წინასწარგანწყობილება აქვთ ჯანმრთელობისაკენ. თუმცა, თუ ისინი ხშირად ექვემდებარებიან ტოქსინებისა და სხვა ნეგატიური ფაქტორების გავლენას, ვეღარ უმკლავდებიან თავიანთ ფუნქციებს. სწორედ ეს იწვევს კიბოს უჯრედების ზრდას.

რა არის აუცილებელი ამ პროცესის შესაჩერებლად? შეგვიძლია კიბოს განკურნება? მრავალი ადამიანი ამბობს, რომ ეს შესაძლებელია. ბრაზილიელ მეცნიერს აძევებდნენ, ამიტომ იძულებული გახდა, შეეწყვიტა თავის მიერ შექმნილი პრეპარატის, ფოსფოეთანოლამინის წარმოების შეწყვეტა, რომელიც ეხმარებოდა ყველას, ვისაც კი გამოუყენებია, ამ საშუალებას კიბოს წინააღმდეგ აღსანიშნავი მოქმედება ჰქონდა.

მას წარუყენეს მეცნიერული, აკადემიური, ბიუროკრატიული, მეთოდოლოგიური, მოკლედ, უამრავი თითიდან გამოწოვილი მიზეზი ამ პრეპარატის აღსაკვეთად. მძლავრი ფარმაცევტული კომპანიები მოგებას დაკარგავენ, თუ ბაზარზე გამოჩნდება იაფფასიანი ნატურალური საშუალება, რომელიც, ძვირადღირებულებთან შედარებით, გაცილებით ეფექტური იქნება. მიუხედავად ფარმაცევტული წარმოების ზეწოლისა და სიმძლავრისა, მრავალი ალტერნეტიული რეცეპტია ხელმისაწვდომი კიბოს წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანია ეს რეცეპტი. იგი მსოფლიოში ცნობილია ბრაზილიელი მონაზვნის, რომანო ზაგოს წყალობით.

მამა რომანო ზაგო, ფრანცისკანური მონაზონი და მეცნიერია ბრაზილიიდან, რომელსაც სურს, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს საიდუმლო სამკურნალო რეცეპტის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის გაძლიერებასა და კიბოს პროფილაქტიკას.

ინგრედიენტები

  • 500 გ ნატურალური თაფლი
  • 350 გ ალოეს ფოთლები(მცენარე 5 წელს უნდა იყოს მიღწეული)
  • 6 ს.კ. 70%-იანი სპირტი (რომი, ვისკი, არაყი)

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. რეკომენდებულია დღეში სამჯერ, 1 დ.კ.(დესერტის კოვზი) მასის მიღება, ყოველ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  3. შეინახეთ წამალი მაცივრის ქვედა თაროზე.
  4. გირჩევთ, გამოიყენოთ ხის ან პლასტმასის კოვზი, ოღონდ არა მეტალის.

თუ დიაბეტი ან მეფუტკრეობის პროდუქტზე ალერგია გაქვთ, არ მოიხმაროთ ეს საშუალება. ნებისმიერ ხალხური რეცეპტის გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.