Connect with us

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული 40 რისკი, რომელიც 40 წლის შემდეგ სწრაფად იზრდება

ზოგი ამბობს, რომ 40 წლის შემდეგ ცხოვრება მხოლოდ იწყება. თქვენ უკვე კარიერაში წარმატებას მიაღწიეთ, ურთიერთობა ააწყვეთ და ბავშვებიც გაზარდეთ. დიდი ალბათობით, 40 წლის ასაკში უკვე იცით, თუ ვინ ხართ, ცხოვრებაში რა გსურთ და როგორც წესი, ამისთვის ფულიც გაქვთ.

არსებობს რაღაც, რაც 40 წლის შემდეგ უარესდება – ეს თქვენი ჯანმრთელობაა. ბევრი პროცესი ფერხდება და გარდაუვალი ცვლილებები ხდება.

„40 წლის ასაკში არჩევანის წინაშე ვდგავართ: ახალგაზრდობა გავახანგრძლივოთ, თუ ცხოვრება“ – ჯაკ დევალი.

მაშინაც კი, თუ ადამიანს დაავადების გარეგნული ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები ადრე არ აწუხებდა, 40 წლის შემდეგ ბევრი პრობლემა თავს იჩენს. რომელი დაავადებების რისკი იზრდება 40 წლის შემდეგ?

1. ინსულტი

2011 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც გერიატრიის ამერიკული საზოგადოების ჟურნალში გამოქვეყნდა, ინსულტის გადატანის რისკი 45 წლის შემდეგ, ყოველ ათ წელში ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ყურადღება მივაქციოთ რისკ-ფაქტორებს, მათ შორისა მოწევა, მაღალი არტერიული წნევა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი.

კარგი ამბავი? რისკის შესამცირებლად მარათონში მონაწილეობა საჭირო არაა. კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, მცირე ფიზიკური აქტივობაც საკმარისია, რომ ინსულტის რისკი შეამციროთ.

2. მეორე ტიპის დიაბეტი

მე-2 ტიპის დიაბეტი იმის შედეგია, რომ თქვენს ორგანიზმში ჭარბი ინსულინი, პანკრეასის ჰორმონი, იწარმოება, მაგრამ მისი ეფექტურად გამოყენება არ ხდება. 40 წლის შემდეგ რისკის შესამცირებლად წონა და ქოლესტერინის დონე უნდა გააკონტროლოთ.

3. ოსტეოპოროზი

40 წლის ასაკში ოსტეოპოროზის რისკი სწრაფად იზრდება. ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომელიც ძვლებს ასუსტებს და სერიოზული ტრავმების რისკს ზრდის. ოსტეოპოროზის ეროვნული ფონდის მონაცემების მიხედვით, 50 წლის შემდეგ ყოველი მეორე ქალი და ყოველი მეოთხე მამაკაცი ძვალს ამ დაავადების გამო იმტვრევს.

4. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება გარეგანი ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობაა. მაგალითად, კვამლი ფილტვებს აზიანებს და სუნთქვას ართულებს. დაავადება მამაკაცებს 9%-ით უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე ქალებს.

5. ემფიზემა

მდგომარეობა, როცა ფილტვების საჰაერო საკნები ზიანდება, რაც ქრონიკული სუნთქვის გართულებას იწვევს. ამის მთავარი მიზეზი აეროზოლის გამაღიზიანებელი ზემოქმედებაა, როგორიცაა დაბინძურება, მტვერი ან კვამლი (განსაკუთრებით თამბაქოს კვამლი)/ ემფიზემიის განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. მაიოს კლინიკის მიხედვით, მოწევასთან დაკავშირებული ემფიზემა ყველაზე ხშირად 40 და 60 წლის ასაკში ხდება.

6. სიმსუქნე

40 წლის შემდეგ მოხდენილი ფორმების და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარი მეტაბოლიზმის იმედი აღარ უნდა გქონდეთ. ბევრი ადამიანი ცხოვრების წესს ცვლის, რომ ამ შენელებულ ნივთიერებათა ცვლას შეეწყოს. 2009 წელს ინტერნეტ ჟურნალში „მოვლის საკითხები“ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი, რომლების სიმსუქნეს ებრძვიან, გაიზარდა.

7. ტენდინიტი

ასაკის მატებასთან ერთად, თქვენი მყესები სტრესს და მოძრაობს უფრო ნაკლებად იტანენ, რაც ტენდინიტის რისკს ზრდის. ეს მდგომარეობაა, როცა მყესების ანთება ხდება. მისი გამოწვევა შეუძლია როგორც ბაღში მუშაობას, ასევე ჩოგბურთის თამაშს. ტენდინიტი დიდხანს შეგაწუხებთ, თუ მას არ უმკურნალებთ.

თუ ტკივილი არ ქრება, ურეცეპტო ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და გლუკოკორტიკოიდური ინექციები დაგეხმარებათ.

8. გლაუკომა

65 წლის ასაკში დაახლოებით ყოველ მესამე ადამიანს მხედველობასთან დაკავშირებული ესა თუ ის პრობლემა აწუხებს. თვალის ერთი დაავადება შეიძლება უკვე 40 წლის ასაკში შეამჩნიოთ – გლაუკომა, ტიპიური მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც მხედველობის ნერვებს აზიანებს.

თავიდან გლაუკომა უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ მას არ უმკურნალებთ, მუდმივ სიბრმავეს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად ოფთალმოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.

9. კატარაქტა

AAFP-ის მონაცემებით, 65 წლამდე ადამიანების 5%-ს კატარაქტა აწუხებს. მეორე მხრივ, 75 წელს ზემოთ დაავადება თითქმის ყველა ადამიანს აქვს.

10. ჰანტინგტონის დაავადება

მე-4 ქრომოსომში თანდაყოლი დეფექტური გენი იწვევს ტვინის დაავადების პროგრესირებას, რომელიც ცნობილია, როგორც ჰანტინგტონის დაავადება. ის იწვევს კიდურების უკუნტროლო მოძრაობას, კონცენტრაციის პრობლემებს და დეპრესიას. სიმტომები ჩვეულებრივ 30-დან 50 წლის ასაკში ჩნდება და ათი წლის განმავლობაში მდგომარეობა უარესდება. ასე რომ, სიმპტომები არ უგულებელყოფთ.

11. ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება

20-30 წლის ასაკში ღვიძლი საათივით მუშაობს და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ორგანიზმზე გავლენას არ ახდენს. 40 წლის შემდეგ კი ყველაფერი იცვლება. ორგანიზმი ალკოჰოლს ცუდად აღიქვამს და მის გამოდევნაზე უფრო მეტ დროს ხარჯავს.

გარდა ამისა, ალკოჰოლით მოწამვლის რისკი იზრდება, რაც ხანდაზმულ ადამიანებში გაცილებით მაღალია. დაავადების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, ალკოჰოლის მოწამვლით გამოწვეული სიკვდილის 76% 35 წელზე ზემოთ ადამიანებზე მოდის.

12. პანკრეასის სიმსივნე

პანკრეასის სიმსივნე ადამიანს 45 წლამდე იშვიათად აწუხებს, მაგრამ 2013 წელს ჟურნალში „Pancreas”-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ ასაკის შემდეგ დაავადების რისკი ზრდას იწყებს. ამასთან პანკრეასის დროს გადარჩენის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირეა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გასუქების და მოწევის დროს დაავადების რისკი იზრდება.

13. თირკმლების დაავადება

თირკმლების დაავადება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა დაავადება ასაკთან ერთად იზრდება. 60 წლის ან უფრო მეტი ასაკის შემთხვევაში რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. თირკმლის ამერიკული ფონდის ვარაუდით, დაავადების რისკი ყოველ მესამე ადამიანს აქვს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თირკმლების დაავადებამ შეიძლება არანაირი სიმპტომი არ გამოავლინოს, სანამ ორგანო თავისი ფუნქციების მნიშვნელოვან ნაწილს არ დაკარგავს. სწორედ ამიტომ, თუ გაქვთ სხვა რისკ-ფაქტორები (დიაბეტი, მაღალი წნევა, გულის დაავადება) – ექიმს სისხლის ანალიზის გაკეთება სთხოვეთ.

14. ყაბზობა

2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ჟურნალში Canadian Family Physician-ში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანებს შორის ქალების დაახლოებით 26%-ს და მამაკაცების 16%-ს ყაბზობა აწუხებს. უფრო მეტიც, ამ უსიამოვნო მოვლენამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს, როგორიცაა ბუასილი, ანუსზე ბზარები და სწორი ნაწლავის გამოვარდნა.

15. წყლულები

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევის თანახმად, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება ჩვეულებრივ 30-დან 50 წლის ასაკში გვხვდება და თან მამაკაცებში უფრო ხშირად, ვიდრე ქალებში. კუჭის წყლული 60 წლის შემდეგ ხშირად ვლინდება და ქალებს უფრო აზიანებს, ვიდრე მამაკაცებს.

16. მსხვილი ნაწლავის სიმსივნე

ამერიკული ონკოლოგიური საზოგადოების შეფასებით, მხოლოდ აშშ-ში წელს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის 100 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ამასთან კაცებისა და ქალებისთვის თითქმის ერთნაირი იყო (4,49% 4,15%-ს საპირისპიროდ).

პროგნოზი გაუმჯობესებას აგრძელებს, მაგრამ აშშ-ში ყოველწლიურად დაავადება 50 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილს იწვევს. 40-50 წლის ადამიანებში ეს რიცხვი იზრდება: 2007 წლიდან 2016 წლამდე სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობა 55 წელს ახალგაზრდებში 1%-ით გაიზარდა.

17. კანის სიმსივნე

ამ დრომდე სიმსივნის ყველა სახეობის 50% 65 წელს ზემოთ ადამიანებშია დაფიქსირებული. 2017 წელს ჩატარებული ერთი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში „სიბერე და დაავადება“ გამოქვეყნდა, თეთრი კანის მქონე ხანდაზმულ ადამიანებს კანის სიმსივნის რისკი აქვთ. ავთვისებიანი სიმსივნე გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, როგორიცაა მზის დამწვრობა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება. სწორედ ამიტომ ქუჩაში გამოსვლის წინ კანზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ.

18. მელანომა

„მზის დაზიანება გროვდება“ – ამბობს ექიმი ჯოშუა ცუკერმანი, სამედიცინო მეცნიერების პროფესორი. ასაკთან ერთად მელანომური ნაერთების წარმოშობის რისკი იზრდება. მზისგან დამცავი კრემების გამოყენებასთან ერთად 40 წელს ზემოთ ადამიანები კანის შესახებ ნებისმიერ ცვლილებაზე ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, როგორიცაა ახალ წარმონაქმნი ან ფერის შეცვლა.

19. გულ-სისხლძარღვთა დაავადება

გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი ასაკთან ერთად იზრდება. ამერიკული კარდიოლოგიური ასოციაციის 2013 წლის მონაცემებით, 60-დან 79 წლამდე ასაკის ადამიანების 70%-ს გულ-სისხლძარღვთა დაავადების ზოგიერთი ფორმა აწუხებს.

ამასთან, 80 წლისას ეს რიცხვი საშუალოდ 85%-მდე იზრდება. სწორედ ამიტომ, 40 წლის ასაკში გულის ჯანმრთელობის გასაძლიერებელი ზომები უნდა მიიღოთ. მათ შორის ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვების მხარდაჭერა.

20. ქრონიკული დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობა, რომელიც განისაზღვრება როგორც რეგულარული დაღლილობა, დაავადებას არ უკავშირდება და 6 თვეზე მეტხანს გრძელდება, ადამიანებს ნებისმიერ ასაკში შეიძლება აწუხებდეს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის თანახმად საფრთხე გაცილებით სერიოზულია, თუ მე-5 ათწლეულში იმყოფებით. როგორც კი ქრონიკული დაღლილობა 40 წლის შემდეგ ჩნდება, თქვენი ენერგიის დონე ძველ ნიშნულს რთულად დაუბრუნდება.

21. სტრესი

40 წლისას სტრესის თავიდან მოშორება თითქმის შეუძლებელია. ბოლოს და ბოლოს, თქვენ ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ. ყველაფრის მიუხედავად სტრესს უნდა გაუმკლავდეთ, მაგალითად შვებულების აღებით, ან დასვენების დღეების გამოყენებით. ასე თავიდან აიცილებთ სტრესით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა წონის მომატება, მაღალი წნევა, თმის ცვენა, დეპრესია და გულის შეტევის და ინსულტის მაღალი რისკი.

22. მარტოობა

2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც „ფსიქოლოგიური მეცნიერების პერსპექტივაში“ გამოქვეყნდა, სოციალური იზოლაცია „სიკვდილიანობის გაზრდილ რისკთან“ არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ 40 წლის შემდეგ მეგობრების რაოდენობა მცირდება, ამასთან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურს ან სხვა საქმიანობას უთმობთ, მარტოობის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ.

23. პერიოდონტიტი

სტომატოლოგიური და თავის ქალისა და სახის ინსტიტუტის თანახმად, 65 წელს ზემოთ ადამიანების დაახლოებით 17%-ს პაროდონტის ან ღრძილების დაავადება აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ დაბერება პერიოდონტიტის რისკს წარმოადგენს, რომლის გაკონტროლებას თქვენ ვერ შეძლებთ, შეგიძლიათ დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორები გააკონტროლოთ: მოწევა და კბილის ნადები.

24. ეპშტეინ-ბარის ვირუსი

ეპშტეინ-ბარის ვირუსი მონონუკლეოზით არის გამოწვეული და მისით დაავადების შემთხვევაში მთელი ცხოვრება ფარულ ფორმას ინარჩუნებს. დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 60 წელს ზემოთ პაციენტები შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ 90-დან 97%-ის შემთხვევაში სისხლში ეს ვირუსი ჰქონდათ.

25. წელის ტკივილი

უდაოდ, წელის ტკივილისგან დაზღვეული არავინაა. ამ დროს გაციება ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც ექიმს მივმართავთ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებს 70% შემთხვევაში ზურგის რეგულარული ტკივილი აწუხებთ.

26. D ვიტამინის დეფიციტი

D ვიტამინი, რომელიც ბუნებაში მზის პირდაპირ სხივებისგან ან კვერცხისა და თევზის პროდუქტებისგან შეგიძლიათ მიიღოთ, მნიშვნელოვანი მკვებავი ნივთიერებაა, რომელიც დაგეხმარებათ ძვლების გაძლიერებასა და ორგანიზმში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების დონის რეგულირებაში. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად D ვიტამინის დეფიციტი სულ უფრო ხშირდება.

2017 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ, რომელიც ჟურნალში Nutrients-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ 65 წელს ზემოთ ადამიანების ნახევარზე მეტს D ვიტამინის დეფიციტი აწუხებთ.

27. მაგნიუმის დაბალი დონე

თუ ქოლესტერინის მაღალი დონე გაქვთ, როგორც წესი, ასაკთან ერთად ამან მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება გამოიწვიოს – ამბობს ექიმი კეროლინ დინი, წიგნის „მოციმცირე არითმია: გულის რემინერალიზაცია“ ავტორი.

„თუ საკმარისი მაგნიუმი არ გაქვთ, რომ ქოლესტერინის წარმოების ფერმენტი შეამციროთ, ორგანიზმი იძულებულია, რომ უფრო მეტი ქოლესტერინი აწარმოოს“. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, თანამეროვე პირობებში მოსახლეობაში მაგნიუმის დეფიციტის ნიადაგზე ქოლესტერინის დონე გაზრდილია.

28. გაზრდილი ჰომოცისტეინი

40 წელს ზემოთ მამაკაცების 20-40%-ს ჰომოცისტეინის გაზრდილი დონე აქვთ. ეს ქიმიური ნივთიერება გულ-სისხლძარღვთა რისკს ოთხმაგად ზრდის.

ამ ნივთიერების შესამცირებლად რძის პროდუქტების და წითელი ხორცის მიღება შეამცირეთ, ფიზიკური აქტივობით დაკავდით, ასევე ალკოჰოლის მიღება შეამცირეთ ან მასზე საერთოდ უარი თქვით.

29. ძუძუს კიბო

40 წლის შემდეგ ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკი იზრდება. აშშ-ში ყოველ მე-8 ქალს ძუძუს კიბო უვითარდება, მაშინ როცა მამაკაცებში ძუძუს სიმსივნის დაავადების განვითარების რისკი 833-ში ერთ ადამიანს აქვს.

30. პნევმონია

ეს ფილტვების ინფექციაა, რომლემაც თუ დროულად არ ვუმკურნალებთ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. მხოლოდ 2013 წელს, აშშ-ში პნევმონიით და გრიპით 56 832 ადამიანი დაიღუპა, რის გამოც ქვეყანაში მე-8 სასიკვდილო დაავადებად ითვლება.

დაავადება როგორც ახალგაზრდებს, ასევე ხანდაზმულებს აწუხებს, ბავშვებში იშვიათად გვხვდება. 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალში „სიბერე და ჯანმრთელობა“ გამოქვეყნდა, ხანდაზმულ პაციენტებში პნევმონია 4-კჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე 65 წლამდე ასაკის ადამიანებში.

31. სმენის დაქვეითება

სიბერის პრობლემების შესახებ ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით. 65-დან 74 წლის ასაკში დაახლოებით მესამედს სმენის ამა თუ იმ ფორმის პრობლემა აწუხებს და 75 წელს ზემოთ ადამიანების ნახევარს სმენის პრობლემები აქვთ. ეს პრობლემები სიტუაციას ართულებენ, თუ მათ დროულად არ ვუმკურნალებთ.

კიდევ უფრო საშიშია ის, რომ 2011 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც JAMA-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ თუ სმენის პრობლემებს დროულად არ უმკურნალებთ, დემენციის განვითარების რისკი გაიზრდება.

32. ალცჰაიმერის დაავადება

40 წლის შემდეგ ალცჰაიმერის დაავადება ერთ-ერთ სერიოზულ რისკს წარმოადგენს და ქალები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ. ალცჰაიმერის ასოციაციის მონაცემებით, დაავადებულთა 2/3 ქალები არიან. როგორც წესი, ქალები გენების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან.

33. მეხსიერების დაკარგვა

მეხსიერების დაკარგვა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ გასაღების დაკარგვა: ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მარტივი ნივთების დამახსოვრება რთულდება. ასაკთან ერთად მეხსიერების დაკარგვის რისკი სწრაფად იზრდება. British Medical Journal-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 65 წლისას ადამიანთან დაახლოებით 45%-ს მეხსიერების დაკარგვის ესა თუ ის ფორმა შეაწუხებს.

34. თირკმლებში კენჭები

თირკმლებში კენჭები არა მხოლოდ მამაკაცებს აწუხებს. ფაქტიურად, 2004 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც BMJ-ში გამოქვეყნდა, თირკმლებში კენჭები მოსახლეობის დაახლოებით 5%-ს აწუხებს. მაქსიმალური ასაკი 30 წელს შეადგენს, მაგრამ განმეორებით კენჭის გაჩენის რისკი მომავალი 5-6 წლის განმავლობაში 50%-ით იზრდება.

35. შეუკავებლობა

შეუკავებლობა შარდის ბუშტის და საშარდე არხების მოდუნებული კუნთების გამო შეუკავებლობას ნიშნავს, რისი რისკიც ასაკთან ერთად იზრდება. 2001 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც Ochsner Journal-ში გამოქვეყნდა ხანდაზმული ადამიანების 20%-ს ეს დაავადება აწუხებთ.

36. დაცემა

დაცემა ჯანმრთელობის სერიოზული დაავადება, რომელიც სიბერეში თავს იჩენს. ერთი კვლევის თანახმად, რომლის დროსაც 57 ათასი პაციენტს აკვირდებოდნენ, ხანდაზმულ ადამიანებში დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებისგან გამოწვეული სიკვდილი 3-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე 70 წლამდე ასაკის ადამიანებში.

37. თეძოს დაზიანება

CDC-ის მონაცემებით, 65 წელს ზემოთ 300 ათასზე მეტი ადამიანი თეძოს დაზიანებით საავადმყოფოში ხვდება, რომელთა უმეტესობა დაცემით არის გამოწვეული. ასეთი მოტეხილობა სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ასაკის მატებასთან ერთად უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა საქმე სრიალა იატაკს და ტროტუარს ეხება.

38. შერყევა

ახალგაზრდობაში შერყევა არც თუ ისე ძალიან კარგია. ხოლო ხანდაზმულ ასაკში კიდევ უფრო ცუდია. ტვინის შერყევა თავის ტკივილს, გონების დაბინდვას, თავბრუსხვვას იწვევს. 2012 წელს ფიზიკური და სპორტული დატვირთვის სფეროში ჩატარებული კვლევის თანახმად, ტვინის შერყევა კოგნიტური ფუნქციების მუდმივ დარღვევას იწვევს, თუ მას არ უმკურნალებთ.

39. აივ ინფექცია/შიდსი

25-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები შეიძლება აივ ინფექციით დაინფიცირდნენ, მაგრამ 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად აივ ინფექციის ახალი შემთხვევების 17% 50 წელს ზემოთ ადამიანებზე მოდიოდა.

როცა საქმე შიდსს ეხება რისკ-ფაქტორი ერთნაირია, მაგრამ ხანდაზმულები ტესტებს ხშირად არ იტარებენ და ვირუსის დიაგნოსტირება უფრო ბოლო სტადიაზე ხდება – ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულ გართულებას და სიკვდილს იწვევს.

40. შუა ხნის ასაკის კრიზისი

მაშინ როცა შუა ხნის ასაკის კრიზის კომედიური სერიალების ხიბლად განიხილება, ეს არა უბრალოდ დეპრესიაა, რომლის მოშორებასაც მარტივად შეძლებთ, არამედ ნამდვილი დაავადებაა.

Johns Hopkins Medical-ის თანახმად შუახნის ასაკის კრიზისის მაღალი შანსი გაქვთ, თუ 45-დან 64 წლის ასაკში იმყოფებით. უფრო მეტიც, დეპრესიის დროს გულ-სისხლძარღვთა დაავადება, წელის ტკივილი, ართრიტი, დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა იზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს დაავადება 40 წლის შემდეგ მეტნაკლებად მოსალოდნელია, დეპრესია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაავადებების ძაბრს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ექიმს მიმართ, თუ რაიმე უსიამოვნო სიმპტომი შეამჩნიეთ. ადრეული დიაგნოსტიკა გამოჯანმრთელების შანსებს ზრდის.