Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ უნდა ჩანააცვლოთ ყველა სასმელი წყლით

ბოლო წლებში დიეტოლოგები და კვების სხვა სპეციალისტები მოგვიწოდებენ დიდი რაოდენობით სუფთა წყლის მიღებისკენ. გასაგებია, რომ იგი წყურვილს ანაყრებს და ავსებს უჯრედებს ტენით. ბევრი რამ გაგვიგია წყლის აუცილებლობის შესახებ ნორმალური ცხოველქმედებისთვის. თუმცა, რა მოხდება, თუ ყველა სასმელს წყლით ჩავანაცვლებთ? და ნამდვილად ასე სასარგებლოა წყალი, როგორც ამბობენ?

ჩვენი რედაქცია გიზიარებთ ერთი საინტერესო კვლევის შესახებ, რომლის მსვლელობისასაც ექსპერიმენტის ობიექტმა ადამიანმა 1 თვით ყველა სასმელი წყლით შეცვალა. არავითარი ჩაი, წვენი, ყავა – მხოლოდ სუფთა, არაგაზირებული წყალი.

რატომ უნდა დავლიოთ წყალი

1. ჩქარდება მეტაბოლიზმი

დილით, უზმოზე მიღებული მხოლოდ 0.5 ლ წყალი მეტაბოლიზმს 24%-ით აჩქარებს. ბუნებრივია, დალევის შემდეგ რეკომენდებულია, 30 წუთის განმავლობაში არ მიირთვათ საუზმე. ასევე, წყალი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას მთელი დღის განმავლობაში, რაც ზრდის ენერგიის დონეს.

2. უფრო სწრაფი გახდომა

თუ გინდა – დალიე წყალი. თუმცა, რეალურად, როგორც კი ყველა სხვა სასმელს წყლით ჩაანაცვლებთ(კვება, რა თქმა უნდა, დაბალანსებული უნდა იყოს) 10 დღით, იმდენივე კალორიას დაწვავთ, რამდენსაც დილაობით 10 დღის განმავლობაში სირბილის შემთხვევაში.

3. უმჯობესდება ტვინის ფუნქციონირება

ცნობილია, რომ ტვინი 75-80%-ით წყლისგან შედგება, როგორც მთელი ორგანიზმი. წყლის ბალანსის შენარჩუნებით, იგი იღებს საწვავს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს დადებითად მოქმედებს კონცენტრაციისა და მეხსიერების ხარისხზე.

4. ახშობს მადას

წყალი ახშობს მადას, ამიტომ, მისი მიღების შემთხვევაში, ნაკლებ საკვებს მიიღებთ. ნაკლები საკვების მიღება კი გახდომას შეუწყობს ხელს.

5. გამოდევნის ტოქსინებს

წყალი ბუნებრივი გზით გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებასა და ნაწლავების, შარდის ბუშტისა და თირკმლების სხვადასხვა დაავადებას.

6. აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას

5 ჭიქა წყალი დღეში ამცირებს გულის შეტევის რისკს 41%-ით. გარდა ამისა, როცა ორგანიზმი გაუწყლოებულია, სისხლი სქელდება, რაც თრომბის გაჩენას იწვევს. ამიტომ, წყლით ჩანაცვლებული ყავა და მაღაზიის წვენები – შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.

7. ჯანსაღი კანი

თუ დიდი რაოდენობით წყალს მიიღებთ, კანის უჯრედები დატენიანდება ბუნებრივი გზით. დატენიანებული კანი კი ქონის პრიალის, სიმშრალის, აქერცვლისა და კომედონების არსებობას გამორიცხავს.

წყალი – ესაა სიცოცხლის წყარო. იგი აუცილებელია მცენარეებისა და ყველა ცხოვრელისთვის. სწორედ ამიტომ, მხოლოდ წყალი უნდა გამოიყენოთ სითხის ბუნებრივი ბალანსის დასაცავად.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.