Connect with us

თავის მოვლა

„შანელსა“ და „ვერსაჩეზე“ უკეთესი: საკუთარი ხელით მომზადებული სუნამო სიყვარულის წამლის ეფექტით

ქალის სურნელი მისი სამკაული და იარაღია მამაკაცის საცდუნებლად. სასიამოვნო სუნს გსურთ რომ უკან გაჰყვეთ, ის გაცდუნებთ და გიზიდავთ.

რას არ იგონებენ მარკეტოლოგები იდეალური პარფუმის რეკლამირების დროს. მათი სიტყვებით, სუნამოში შედის ფერომონები, ყვავილოვანი და ხილის ნოტები და უიშვიათესი ცხოველის ტყავის ნაწილებიც კი.

ეს ყველაფერი საჭიროა? გთავაზობთ რამდენიმე სუნამოს რეცეპტს, რომელთა მომზადებას თავად შეძლებთ. მდგრადი, კანისთვის უსაფრთხო და გასაოცარი სურნელის მქონე, სპირტისა და კონსერვანტების გარეშე.

როგორ გავაკეთოთ შინაურული სუნამო

სუნამო „ევა“

ინგრედიენტები:

  • 10 მლ ჟოჟობას ზეთი
  • 10 მლ ნუშის ზეთი
  • 2 წვეთი ვარდის ეთერზეთი
  • 3 წვეთი ცოცხანას ეთერზეთი
  • 3 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი
  • 3 წვეთი ჟასმინის ეთერზეთი
  • 3 წვეთი პაჩულის ეთერზეთი
  • 8 წვეთი სანდალის ეთერზეთი

აიღეთ ფლაკონი, სადაც ზეთებს აურევთ. მასში სუნამო უნდა შეინახოთ, სჯობს სხვა ჭურჭელში არ გადაასხათ. ამ რეცეპტში ჟოჟობას და ნუშის ზეთი საბაზისოა, რომლებზეც ეთერზეთების და კონცენტირებული ზეთების არომატები გროვდება.

ეთერზეთები პიპეტით, ზუსტად იმდენი დაამატეთ, რამდენიც რეცეპტშია მითითებული და იმავე თანმიმდევრობით. ჯერ ჟოჟობას და ნუშის ზეთები აურიეთ, შემდეგ ვარდის ეთერზეთი. ფლაკონი 30 წამით შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ სხვა ეთერზეთები თანმიმდევრობით დაუმატეთ და ყოველ ჯერზე 30 წამით შეანჯღრიეთ.

სუნამო „მიმზიდველობა“

ინგრედიენტები:

  • 15 მლ ჟოჟობას ზეთი
  • 15 მლ ნუშის ზეთი
  • 14 წვეთი ვარდის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 14 წვეთი ნეროლის ეთერზეთი
  • 3 წვეთი ცოცხანას ეთერზეთი
  • 3 წვეთი მიხაკის ეთერზეთი
  • 7 წვეთი ილანგ-ილანგის ეთერზეთი

მომზადების ტექნიკა უცვლელი რჩება. რატომ არის მნიშვნელოვანი თანმიმდევრობა და შენჯღრევა? ამ მარტივი ხრიკის დახმარებით პარფიუმერები ზედა, საშუალო და ქვედა ნოტებს ქმნიან. მწარმოებლებიც ასე ქმნიან, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით.

სუნამო „მომაჯადოებელი უცნობი“

ინგრედიენტები:

  • 20 მლ ჟოჟობას ზეთი
  • 2 წვეთი ბერგამოტის ეთერზეთი
  • 2 წვეთი ნეროლის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ლიმონის ეთერზეთი
  • 4 წვეთი ბარამბოს ეთერზეთი
  • 4 წვეთი ვარდის ეთერზეთი

თითოეული სუნამოს სახელი მის სუნთან კავშირშია. პირველს ახალი ყვავილების სასიამოვნო სურნელი აქვს. მეორე უფრო გაჯერებული და ტკბილია. მესამე კი არასტანდარტული და იდუმალებით მოცულია.

მზა სუნამო გამოყენების შემდეგ თავდახურული შეინახეთ. ასე უფრო დიდხანს შეინახება და არ აორთქლდება. თქვენი სუნამოთი ახალი თაყვანისმცემლების მოზიდვას შეძლებთ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.